რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რატომ უნდა მივირთვათ კარაქი
რატომ უნდა მივირთვათ კარაქი
კარაქი შეიცავს A ვიტამინის ისეთ ფორმას, რომელიც ყველაზე ყელსაყრელი და ადვილად შესათვისებელია ორგანიზმისათვის. რეტინოლი, იგივე A ვიტამინი სხვა პროდუქტებთან შედარებით კარაქიდან გაცილებით სწრაფად შეიწოვება და ადვილად ხმარდება ორგანიზმის ქსოვილებს. რეტინოლს ორგანიზმი ყოველდღიურად უნდა იღებდეს. მასზეა დამოკიდებული შინაგანი სეკრეციის (ენდოკრინული) ჯირკვლების ფუნქცია, კონკრეტულად ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების, ასევე თვალების, კანის, ლორწოვანი გარსების, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობა. A ვიტამინის დეფიციტი ვლინდება იმუნიტეტის დაქვეითებით, მეტაბოლიზმის დარღვევით, მხედველობის გაუარესებით და დაბერების პროცესის დაჩქარებით.

კარაქში ბევრია K ვიტამინიც. ეს ვიტამინი სისხლის წარმოქმნისთვისაა აუცილებელი. მისი დეფიციტის დროს სისხლის
You must have Flash Player installed in order to see this player.
შედედება ირღვევა. გარდა ამისა, K ვიტამინი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის შენებაში, ამცირებს ოსტეპოროზისა და კარიესის განვითარების რისკს.

ამგვარად, კარაქის "რეპუტაცია" ტყუილად არის შელახული. ის მეტად სასარგებლო პროდუქტია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით აუცილებელია ბავშვებისა და მოზარდებისთვის. რაც შეეხება გულის გვირგვინოვანი არტერიების (კორონარების) მდგომარეობაზე მის ვითომდა მავნე გავლენას, ეს დღეს არაერთი კვლევითაა გაბათილებული.

თინათინ გოცაძე
თარიღი : 12-12-2016
ალექსანდრე
მაინტერესებს, მათთვის, ვისაც ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების რაოდენობა ნორმაზე მეტი აქვთ შეიძლება კარაქის მირთმევა? წინასწარ გმადლობთ!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბროკოლი ინსლუტის შემდეგ ტვინის ქსოვილში მიმდინარე გართულებებს აფერხებს. ის უხვად შეიცავს სასარგებლო კომპონენტებს, მათ შორის სულფორაფანს, რომელიც ადამიანის თავის ტვინში დამცველობით ფერმენტებს ააქტივებს.
ჭარბი წონის მქონე ადამიანების უმრავლესობა ახლობლებისგან მუდმივად განიცდის ზეწოლას და მათი დიდი ნაწილი, რომლებიც გახდომას ვერ ახერხებს, მიუთითებს გარშემომყოფების უარყოფით როლზე. თუ ნამდვილად გსურთ დახმარება, შეეცადეთ დაარწმუნოთ ადამიანი, რომ მიმართოს ექიმს, რადგანაც სიმსუქნე სერიოზული დაავადებაა.
განტვირთვის დღე არ გულისხმობს შიმშილს და მხოლოდ წყლის მიღებას. მისი უამრავი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, რომელიც მისაღები შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ტკბილის, ასევე ხორცის მოყვარულებისთვის.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მეცნიერები 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ დიდი ბრიტანეთის 20 000 ოჯახს. მათი მიზანი, ბავშვთა სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი მიზეზების განსაზღვრა იყო. როგორც გამოკვლევამ დაადასტურა, სიმსუქნეს მთელი რიგი ფაქტორები იწვევს.
გრელინი შიმშილის გრძნობაზე პასუხისმგებელი ჰორმონია. იგი უშუალოდ კუჭში გამომუშავდება. მთელი ეს პროცესი შეიძლება ისე ვაკონტროლოთ, რომ შიმშილის გრძნობა მუდამ არ გვდევდეს.
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერები გვირჩევენ რეგულარულად მივირთვათ ნუში. ის მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ფიტოშენაერთებით. მასში უხვადაა ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული ისეთი კომპონენტები, რომლებიც ხელს უშლის პანკრეასის კიბოს განვითარებას.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.