რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რატომ უნდა მიირთვათ ანანასი
რატომ უნდა მიირთვათ ანანასი
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
ანანასი მდიდარია მარგანეცით, რაც ძლიერი ძვლების შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.

სპეციალისტები გვირჩევენ დღეში 1
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჭიქა ანანასის წვენის მიღებას, რათა შევინარჩუნოთ ღრძილებისა და კბილების სიჯანსაღე. ანანასში ასევე არის ბეტა-კაროტინი, რაც თვალს იცავს მაკულარული დეგენერაციისგან. ამან კი შეიძლება მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.

ამასთან, ანანასი შედარებით დაბალკალორიულია და შეიცავს უჯრედისის დიდ რაოდენობას. ეს კი მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება ან მისი კონტროლი სურს. ანანასი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, კვებავს თმას, კანსა და ფრჩხილებს.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
როგორც კვლევამ აჩვენა, უმჯობესია, თუ კუჭს მწვავე შიმშილის გრძნობამდე არ მივიყვანთ, მაგრამ თუ შიმშილმა მაინც შეგვაწუხა, რეკომენდებულია თავი შევიკავოთ პომიდვრისგან. მასში მჟავების მაღალი კონცენტრაციის გამო, შესაძლებელია კუჭის მჟავიანობამ მოიმატოს, ასევე С ვიტამინის არსებობამ შესაძლებელია გააძლიეროს კუჭის წვენის გამოყოფა.
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რატომ უძნელდებათ წონაში დაკლება ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანი არასწორად იკვებებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მავნე საკვების გამო, ნაწლავის მიკროფლორა ღარიბდება. ნაწლავის გარკვეული ბაქტერიები ზრდის დიეტის ეფექტურობას
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
09 თებერვალი 2017
ღვინო ცხოვრების ნაწილია. მისი გონივრულად და ზომიერად მოხმარების პროპაგანდას ჯერ კიდევ პლატონი ეწეოდა და ადამიანებს მარტივ წესს სთავაზობდა: ”ბავშვებს 18 წლამდე ღვინო არ დაალევინოთ, 30 წლამდე ადამიანებს ნება მიეცით, ზომიერად დალიონ, 40 წლის ზემოთ უფლება აქვთ, დიდი ნადიმების დროს სასურველი რაოდენობით შესვან”.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
უჯრედისი ცილაზე მეტად ანაყრებს. პარკოსნები (მაგალითად ლობიო) შესანიშნავად უმკლავდება შიმშილის შეტევას. უჯრედისით მდიდარი ვეგეტერიანული კერძები გვეხმარება წონის დაკლებაში. მძიმე ცილოვანი საკვები, ხორცის კერძები ამ მხრივ უფრო ნაკლებად ეფექტურია.
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
აღმოჩნდა, რომ საშუალო ასაკის ქალები, მამაკაცებთან შედარებით უკეთ უმკლავდებოდნენ მეხსიერების ტესტებს. თუმცა, მენოპაუზის შემდეგ, მშვენიერი სქესის წარმომადგენლები გულმავიწყობასა და მეხსიერების დაქვეითებას უჩივიან.