რატომ უნდა მიირთვათ ანანასი
ანანასი მდიდარია მარგანეცით, რაც ძლიერი ძვლების შენარჩუნებისთვისაა აუცილებელი.
სპეციალისტები გვირჩევენ დღეში 1 ჭიქა ანანასის წვენის მიღებას, რათა შევინარჩუნოთ ღრძილებისა და კბილების სიჯანსაღე. ანანასში ასევე არის ბეტა-კაროტინი, რაც თვალს იცავს მაკულარული დეგენერაციისგან. ამან კი შეიძლება მხედველობის დაკარგვა გამოიწვიოს.
ამასთან, ანანასი შედარებით დაბალკალორიულია და შეიცავს უჯრედისის დიდ რაოდენობას. ეს კი მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება ან მისი კონტროლი სურს. ანანასი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, კვებავს თმას, კანსა და ფრჩხილებს.
ლალი ჩხიკვაძე