რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
რატომ უძნელდებათ წონაში დაკლება ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანი არასწორად იკვებებოდნენ
რატომ უძნელდებათ წონაში დაკლება ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანი არასწორად იკვებებოდნენ
ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რატომ უძნელდებათ წონაში დაკლება ადამიანებს, რომლებიც დიდი ხანი არასწორად იკვებებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მავნე საკვების გამო, ნაწლავის მიკროფლორა ღარიბდება. ნაწლავის გარკვეული ბაქტერიები ზრდის დიეტის ეფექტურობას და ასეთი ორგანიზმები ცოცხლობენ იმ ადამიანების ნაწლავებში, ვინც სწრად იკვებება.

სპეციალისტებმა გააანალიზეს იმ ადამიანების ნაწლავის მიკროფლორის ნიმუშები, ვინც დაბალკალორიულ დიეტას იცავდა დიდი რაოდენობით მცენარეული პროდუქტებით და მათი, ვინც დასავლეთის დიეტის მიმდევრები იყვნენ, რაც გულისხმობს ცხიმიან პროდუქტებს, ხორცსა და ტკბილეულს. მეცნიერებმა ნახეს, რომ მათ, ვინც სწორად იკვებებოდა, ნაწლავში მეტი სხვადასხვა სახეობის ბაქტერია აღმოაჩნდა.

ბაქტერიების ორივე ნაკრები
You must have Flash Player installed in order to see this player.
შეუყვანეს თაგვებს, რის შემდეგაც მღრღნელები დასვეს ჯანსაღ დიეტაზე - მცენარეული წარმოშობის საკვებით მდიდარ რაციონზე. კვლევამ აჩვენა, რომ ის თაგვები, რომელთაც არასწორი კვების რეჟიმის მქონე ადამიანების ბაქტერიები გადაუნერგეს, უფრო ცუდად რეაგირდებდნენ სასარგებლო საკვებზე და დადებითი ეფექტი მაშინვე არ გამოვლინდა.

მეცნიერების აზრით, მსგავსი მიკროფლორის მქონე ადამიანებში სწორ კვებაზე გადასვლისას, თავიდან წონის კლება უფრო ნელა წავა, ვიდრე ეს მათ სურთ.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
პერიოდულად შაქრის შეზღუდვა ჯანმრთელობის შენარჩუნების ახალი ფორმულაა. მეცნიერები დიდი ხანია გვაფრთხილებენ, რომ შაქარი ორგანიზმისთვის მავნეა. ამერიკელი სპეციალისტების ბოლო კვლევების თანახმად, 9 დღის განმავლობაში რაციონიდან შაქრის ამოღებამ საოცარი ეფექტი გამოიღო: ამ მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ზღვის კომბოსტო (ლამინარია) იდეალური პროდუქტი აღმოჩნდა გულით დაავადებულებისთვის. დანიელმა სპეციალისტებმა გამოიკვლიეს კვების პროდუქტები და გამოავლინეს გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულებისათვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტი.
ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ხილისა და ბოსტნეულის მიღება აუცილებელია. ლონდონის სამეფო კოლეჯის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაშლი, მსხალი, ციტრუსები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული ამცირებს გულის შეტევის, ინსულტის, კიბოსა და უეცარი სიკვდილის რისკს.
ინფარქტგადატანილებისთვის განკუთვნილ სარეაბილიტაციო კომპლექსში კვების რეჟიმი პირველ პუნქტად მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ შიმშილობა ან მკაცრი დიეტები, რომლითაც ხშირად ლამობენ წონის ერთბაშად დაკლებას, ინფარქტგადატანილებისთვის მიზანშეუწონელია.
ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასახელეს დიდი რაოდენობით ცხიმის შემცველი ექვსი პროდუქტი, რომელიც ყველამ უნდა მიირთვას, მათაც კი, ვისაც სიმსუქნე აწუხებს. დიეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ამ პროდუქტებში შემავალი ცხიმები მეტად სასარგებლოა ორგანიზმისთვის და რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში სხეულის მასის მატებაზე გავლენას არ ახდენს.
მეცნიერები ყავაში კაკაოს დამატებას გვირჩევენ. ამგვარი სასმელი გაზრდის კონცენტრაციის უნარს და დაამშვიდებს ნერვებს. ექსპერტებმა ეს ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინეს. მათ შეადარეს ოთხი ცხელი სასმელის: კაკაოს, კოფეინის, კაკაო-კოფეინის კომბინაციის და პლაცებოს ეფექტი. მონაწილეებში ფასდებოდა "გონებრივი ძალები".
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას