რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში
ადამიანი ვეღარ აიძულებს თავს დაკავდეს სპორტით და განაგრძობს წონის მატებას. ამ მანკიერი წრის დარღვევა მარტივი არ არის.
სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს თაგვებზე. საცდელი ცხოველები, რომლებსაც ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებით კვებავდნენ, 50%-ით ნაკლებს მოძრაობდნენ იმ მღრღნელებთან შედარებით, რომლებიც სწორად იკვებებოდნენ.
იმ თაგვების აქტივობის დონე, რომლებიც ცხიმიანი საკვებით იკვებებოდნენ, ქვეითდებოდა მათ გასუქებამდე. ე.ი. წონა არ წარმოადგენდა საკვანძო ფაქტორს. აქტივობის დონის დაქვეითება ტვინის დოფამინურ გზებში ცვლილებასთან დაკავშირებული აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, დოფამინის რეცეპტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებს პარკინსონის დაავადების განვითარებაში.
ლალი ჩხიკვაძე