რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რატომ უჭირთ ქალებს წონაში დაკლება
რატომ უჭირთ ქალებს წონაში დაკლება
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.

გასაღები ჰორმონშია, რომელიც ფიზიკური ვარჯიშის დროს მადასა და ენერგიის ხარჯვაზეა პასუხისმგებელი. მდედრებში ის მხოლოდ მადას არეგულირებს, ხოლო მამრებში - ორივე ფუნქციას. ანალოგიური სიტუაციაა ადამიანებშიც.

ადამიანის ტვინში აღნიშნული ჰორმონი ასევე არეგულირებს მადას და ზრდის ენერგიის ხარჯვას სხეულის ტემპერატურის მატების ხარჯზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალებში ის მხოლოდ კვებით ქცევას არეგულირებს და არ აძლევს სხეულს კალორიის დაწვის საშუალებას.

ლალი ჩხიკვაძე
თარიღი : 20-03-2017
Nita
დეა, ქალებს უჭირთს ზოგადად წონის დაკლება, კაცთან შედარებით და ეს ცნობილი ფაქტია. გაგიმართლა თუ ასე კარგად იკლებ.
თარიღი : 13-03-2017
sofo
ვაუ დეა მაგარიააააა
თარიღი : 20-02-2017
დეა
სისულელეა, ენით აუწერელი სისულელე, ქალი ვარ. იმდენს ვვარჯიშობ სპორტდარბაზში, რომ დღეში ორიათას კალორიას ვწვავ და რომ ამოვდივა და სასწორზე ვდგები, 500-600 გრამი მაქვს მოკლებული. ვიკვებები დღეში 5 ჯერ, ვცდილობ ჩავრთო ცილა და ბოსტნეული და უკვე 12 კილო დავიკელი! ასე, რომ კვებითი ქცევის გარდა კალორიების წვაც კარგად რეგულირდება.
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
როგორც გატყობინებდით, 2017 წლის 25 აპრილს უეცრად გარდაიცვალა აკადემიკოსი რეზო გაგუა. დიდია ბატონი რეზოს დამსახურება ქართული მედიცინის წინაშე. 
მეტი სიცილი პარტნიორებს შორის რომანტიკულ ურთიერთობას გაამყრებს. კანზასის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული კვლევით, სპეციალისტებმა შეისწავლეს იუმორის გრძნობის როლი პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ პარტნიორებს იუმორის გრძნობა მსგავსი უნდა ჰქონდეთ.
ამერიკული კრიმინალური დრამა "გაბოროტებული" (Breaking Bad) 2008 წლიდან დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მაღალრეიტინგული სერიალის პოზიციას არ თმობს. გთავაზობთ სერიალის შესახებ საინტერესო ფაქტების მეორე ნაწილს:
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ექიმები დიდი ხნით ნახშირწყლების შეზღუდვას არ გვირჩევენ. მიჩნეულია, რომ რაციონში ნახშირწყლების მნიშვნელოვანი შემცირება ხელს უწყობს წონაში კლებას. ეს მართლაც ასეა, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი დიეტა 6 თვეზე მეტხანს არ შეიძლება,
ჭარხლის ახალგაწურული წვენის ანტიოქსიდანტური, ანტისიმსივნური ეფექტები დიდი ხანია ცნობილია, ამჯერად მკვლევარებმა აჩვენეს, რომ მისი დალევა, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის წინ, დადებით ეფექტს ახდენს თავის ტვინის გარკვეულ უბნებზე.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
როგორც კვლევამ აჩვენა, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები დამოკიდებულებას იწვევს. ამიტომ ყველაზე ხშირად დამოკიდებულება შოკოლადზე, პიცაზე, ნაყინსა და ჰამბურგერებზე ვითარდება. მეცნიერების აზრით, ენდორფინულ დონეზე ნარკოტიკული დამოკიდებულება აღმოცენდება ცხიმიანისა და ტკბილის ერთობლიობისას.
E ვიტამინი - ძლიერი ანტიოქსიდანტია. მას შეიცავს მზესუმზირის, სოიოს ზეთი, ნაღების კარაქი, მზესუმზირა, ნუში, პარკოსანი კულტურები, ნიგოზი, ბროკოლი, მწვანილი, ქაცვი, ასკილი.
გახდომის მიზნით ბევრი ადამიანი ნახშირის აბებს იღებს. მათ მიაჩნიათ, რომ უზმოზე ნახშირის დალევა წონის კლებას იწვევს. ამ მიზნით ისინი სხეულის თითოეულ 10 კილოგრამზე 1 აბ აქტივირებულ ნახშირს სვამენ. მაგალითად: თუ წონა არის 80 კილოგრამი, ყოველ დილით უზმოზე იღებენ 8 აბ ნახშირს,
03 მარტი 2017
სპეცილისტებმა 2300 ადამიანი გამოკითხეს. აღმოჩნდა, რომ ქალები საღამოს 11 საათიდან, ღამის 2 საათამდე შუალედში ამჯობინებენ სექსს. სექსუალური აღგზნებადობის პიკი 23:21 საათზე მოდის. მამაკაცები სექსუალური თვალსაზრისით დილის საათებში არიან უფრო აქტიურები. ყველაზე დიდ ლტოლვას ისინი 7:54 საათზე განიცდიან.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიკოტინი მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვს ისევე ვნებს, როგორც კოკაინი და ჰეროინი. ისინი მწეველი დედების 27 ახალშობილისა და 29 "არამწეველი ჩვილის" მდგომარეობას და ქცევას დაბადებიდან 48 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
სპეციალისტებმა ყველაზე საშიში და აუხსნელი დაავადებების რეიტინგი დაასახელეს. რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს მარბურგის ჰემორაგიული ცხელება. ამ სასიკვდილო დაავადებაზე ცოტა რამაა ცნობილი. გამომწვევი ვირუსის გადამტანები მაიმუნები არიან. ექიმებისთვის მხოლოდ მისი სიმპტომებია ცნობილი: მასიური სისხლდენა, ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება.