დუკანური პური "მონაცვლეობის" ფაზისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დუკანური პური "მონაცვლეობის" ფაზისთვის

შვრიის ქატო თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ მიირთვათ ფაფის სახით, აურიოთ კეფირში ან მაწონში, გამოაცხოთ პური, ბლინები, მაფინები და ა.შ. ჩვენ გთავაზობთ პურის რეცეპტს, რომელიც დიეტის დაცვას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.

ინგრედიენტები

შვრიის ქატო - 2 ს/კ

ხორბლის ქატო - 1 ს/კ

გლუტეინი - 2 ს/კ ან სიმინდის სახამებელი 2 ს/კ

კვერცხი - 2 ცალი

დაბალპროცენტიანი კეფირი - 100-150 მლ

გამაფხვიერებელი - 1,5 ჩ/კ

მარილი გემოვნებით

მომზადება

ყველა ინგრედიენტი დავაბლენდეროთ ან კოვზით მოვზილოთ. გამოვა საშუალო სისქის მასა. გავაჩეროთ დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ სილიკონის ფორმებში გავანაწილოთ თითო სუფრის კოვზი. გამოდის 4-5 ცალი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში. ან შეგვიძლია მოვათავსოთ ერთ დიდ ყალიბში. ასეთ შემთხვევაში ცხობის დრო გავზარდოთ 30-40 წუთამდე. ამავე ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ მაფინები. მხოლოდ მარილის ნაცვლად გემოვნებით დაუმატეთ დამატკბობელი, ლიმონის ცედრა ან რომელიმე არომატიზატორი.

შენიშვნა: სითხის, ამ შემთხვევაში კეფირის რაოდენობა თქვენ თვითონ უნდა არეგულიროთ. 20 წუთის შემდეგ, როდესაც ქატო სითხეს კარგად შეიწოვს და გაფუვდება, მიიღებთ სქელ მასას, ამიტომ შესაძლოა საჭირო გახდეს კეფირის დამატება. გამოსაცხობად გამზადებული მასა არ უნდა იყოს ძალიან სქელი, უნდა იყოს თხელი არაჟნის კონსისტენციის.

რაც შეეხება რეცეპტში ხორბლის ქატოს და გლუტეინის შემცველობას, დღეში 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატო და 2 სუფრის კოვზი გლუტეინი დაშვებულია და დამატებით პროდუქტებად არ ითვლება. სიმინდის სახამებელი კი არის დამატებითი პროდუქტი. დღეში დაშვებულია ორი დამატებითი პროდუქტის გამოყენება. ამ შემთხვევაში, თუ თქვენ მიირთმევთ აღნიშნული რეცეპტით მომზადებულ პურს, სხვა დამატებითი პროდუქტი გეკრძალებათ. ხორბლის ქატო განსაკუთრებით საჭიროა შეკრულობის შემთხვევაში. ამიტომ ფრანგი დიეტოლოგი პიერ დუკანი გირჩევთ მის გამოყენებას, თუმცა, შეგიძლიათ მხოლოდ შვრიის ქატოთი გამოცხობაც. შესაბამისად, საჭირო გახდება სითხის შემცირება. გლუტეინი არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ინდივიდუალური აუტანლობა გლუტეინის მიმართ.

ამ ინგრედიენტებით პური გამოდის ერთი დღის ნორმა. შეგიძლიათ ინგრედიენტების რაოდენობა გააორმაგოთ და გაინაწილოთ ორ დღეზე. გემრიელად მიირთვით!

თამარ ნეფარიძე

დუკანური პური "შეტევის" ფაზისთვის