რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რომელია ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტი
რომელია ტვინისთვის სასარგებლო პროდუქტი
ექსპერტები ზეითუნის ზეთის აქტიური მოხმარებისკენ მოგვიწოდებენ. ის ამცირებს ალცჰაიმერის მარკერებს - ბეტა-ამილოიდურ ჩანართებსა და ნეიროფიბრილარული გორგლების მოცულობას. ეს დაავადება ასევე დაკავშირებულია ინსულინთან. თუ შაქრის დონე მომატებულია, შეიძლება ტვინი დაზიანდეს. ამიტომ რაფინირებულის მაგივრად (ტკბილეული) უმჯობესია არარაფინირებული ნახშირწყლების მიღება (წიწიბურა). წიწიბურაში ბევრია В ჯგუფის ვიტამინი, მაგნიუმი, ფოსფორი და თუთია, რაც მნიშვნელოვანია ტვინის ნეიროგადამცემთა სიგნალური აქტივობისთვის. ეს ელემენტები უმკლავდებიან შფოთსა და თავის ტკივილს.

ყურადღება უნდა გამახვილდეს კვერცხზეც. იგი დიდი რაოდენობით ცილას, ცხიმოვან მჟავებს ომეგა-3, ანტიოქსიდანტებსა და ქოლინს შეიცავს. ამ უკანასკნელს ტვინი აცეტილქოლინის
You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოსამუშავებლად იყენებს. სიგნალური აქტივობისთვის მნიშვნელოვანია კვერცხში არსებული ფოსფოლიპიდები.

ნუშის ზეთი ცილის კიდევ ერთი სასარგებლო წყაროა. გარდა ამისა, ნუშის ზეთი შეიცავს რიბოფლავინსა და L-კარნიტინს, რაც ააქტიურებს ნეირონულ აქტივობას და ამუხრუჭებს კოგნიტიური მაჩვენებელების დაქვეითებას.

მოცვში კი არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ტვინს ჟანგვითი სტრესისგან იცავს.

როზმარინი უნიკალური, 1,8-ცინეოლის შემცველი პროდუქტია. ეს უკანასკნელი ზრდის აცეტილქოლინის დონეს (ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო საშუალება).

შავი შოკოლადიც ცნობილია ანტიოქსიდანტური თვისებებით. ის ხსნის ანთებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, განწყობას.

ანტიანთებითი თვისებები აქვს ასევე კურკუმას. ჭარხალი აფართოებს სისხლძარღვებს ნიტრატების ხარჯზე. ისინი სხეულში აზოტის ოქსიდად გარდაიქმნება, რომელიც ადუნებს და აფართოებს სისხლძარღვის სანათურს. ეს კი აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას, აუმჯობესებს ტვინში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას. ჭარხალი ასტიმულირებს ტვინში ჯანგბადის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელ სისხლის წითელი სხეულაკების წარმოებას.

ლალი ჩხიკვაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო არა მარტო გენებშია. იმ ქალების მესამედი, რომლებიც ასაკთან შედარებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უბრალოდ ცხოვრების სწორ წესს მისდევს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალების 2/3, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში კარგად გამოიყურებიან,
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
*კოცნისას სახის 29 კუნთი აქტიურდება, რაც კანის დაბერების კონტროლირების საშუალებას იძლევა;

*კოცნისას პარტნიორებს შორის ხდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს;
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მეცნიერებმა დაასახელეს ის სასმელები, რომლებიც წყურვილს არ კლავს და თან ორგანიზმისთვის მავნებელია. ტკბილ გაზიან სასმელებს, ისევე, როგორც რძიან კოქტეილებს, პაკეტებში ჩამოსხმულ წვენებსა და ენერგეტიკულ სასმელებს ორგანიზმისთვის (დიდი რაოდენობით შაქრის, გემოს გამაძლიერებლებისა და სხვადასხვა არომატიზატორების შემცველობის გამო)
მოგეხსენებათ, ჭარხალი ხალხურ მედიცინაში არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის უძველესი დროიდან გამოიყენება. ბრიტანელმა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ჭარხლის წვენი მეტად ეფექტურია არტერიული წნევის დასაქვეითებლად. ისინი ჭარხლის წვენის თვისებებს რამდენიმე წლის განმავლობაში საფუძვლიანად სწავლობდნენ.
ჰარვარდისა და ორეგონის უნივერსიტეტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ცირკადული რითმები აიძულებს ადამიანებს საღამოს ჭამონ ტკბილი, მარილიანი და სახამებელის შემცველი საკვები.
ჯანსაღი კვების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები გვირჩევენ, რაც შეიძლება ბევრი კიტრი მივირთვათ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ეს პროდუქტი ორგანიზმს ჭარბად მიღების შემთხვევაშიც კი არ ვნებს (პირიქით, ძალიან სასარგებლოა) და მეორეც, ის კალორიებს არ გვმატებს.
ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებები ოდითგანაა ცნობილი. ის აუმჯობესებს მეხსიერებას და ხელს უშლის დემენციის განვითარებას.
ყავა დილის ყველაზე პოპულარული სასმელია. ზოგიერთისთვის ყავის გარეშე დღის დაწყება წარმოუდგენელია. ბევრს ფინჯანი ყავა ცივ შხაპზე ნაკლებად როდი აფხიზლებს. თუმცა, ავსტრალიელი დიეტოლოგების აზრით, დილის ყავის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გადაჭარბებულია.
22 ნოემბერი 2016
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
11 ნოემბერი 2016
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
სტაფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 3 წლამდე ასაკის 60 ბავშვი მონაწილეობდა.
1. შვრია - რეგულარული მიღებისას, ასუფთავებს ნაწლავებსა და ღვიძლს.