პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა

დიეტის მენიუს შემადგენლობაში ცალსახად ცილები (იგივე პროტეინები) ჭარბობს ყველა სხვა პროდუქტს, რის გამოც მას “ცილოვანი დიეტაც” ეწოდა. ამ მეთოდით უამრავმა ადამიანმა დაიკლო, მათ შორის ბევრმა პოპულარულმა ვარსკვლავმა, რამაც დიეტის ეფექტურობას უფრო მეტი ავტორიტეტი შესძინა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დუკანის დიეტას არამარტო დადებითი გამოხმაურებები ჰქონდა – უცხოურ პრესაში პარალელურად გამოჩნდა დიეტის სავალალო შედეგით დაზარალებული პაციენტების ისტორიებიც. გარდა ამისა დიეტა თავისი არადაბალანსებული რაციონის გამო ექიმების კრიტიკის ქარცეცხლშიც მოხვდა და დუკანისათვის სამედიცინო პრაქტიკის უფლების ჩამორთმევაც კი დადგა დღის წესრიგში.

ახლა კონკრეტულად დიეტის შესახებ. პიერ დუნკანის დიეტის მეთოდოლოგია ოთხი ფაზისგან შედგება, რომელთა დაცვის შემდეგ მიიღწევა სასურველი შედეგი.

პირველი ფაზა - შეტევა:

ყველაზე რთული ეტაპი – დაშვებულია მხოლოდ 72 სახის პროდუქტი

12 სახეობის ხორცი:

1. სტეიკი

2. ძროხის სუკი და ჩალაღაჯი (ძროხის ხორცი, რომელიც ფილეს მსგავსია)

3. როსტბიფი – სქელი მხარე (პირველი 4-5 ნეკნი), თხელი (შემდეგი 4-5 ნეკნი)

4. ენა

5. გრიზონის ხორცი (გამოყვანილი)

6. ხბოს ესკალოპი

7. ხბოს ნეკნები

8. ხბოს ღვიძლი და თირკმელები

9. უცხიმო ლორი

10. უცხიმო ბეკონი

11. ქათმის და წიწილის ხორცი

12. კურდღლის ხორცი.

25 სახეობის თევზი:

1. ვირთევზა

2. ხეკი

3. სამეფო დორადა

4. ატლანტიკის დიდთავა (Hoplostethus atlanticus)

5. ხმალთევზა

6. პალტუსი

7. პალტუსი შებოლილი

8. პიქშა

9. საიდა

10. კამბალა

11. ღლაბუტა

12. ლავრაკი (ზღვის ქორჭილა)

13. სკუმბრია

14. ვირთევზა

15. კეფალი

16. სკაროსი

17. ბარაბული

18. სარდინი

19. ორაგული

20. ორაგული გამოყვანილი

21. ზღვის ენა (Solea solea)

22. სურიმი (თევზის ფარში)

23. თინუსი

24. თინუსი საკუთარ სოუსში

25. ტიურბო (Psetta maxima)

18 სახეობის ზღვის პროდუქტი:

1. ჩვეულებრივი ბუკცინუსი (Buccinum undatum)

2. კალმარი

3. მოლუსკები

4. ცერასტოდერმა

5. ზღვის სავარცხელა

6. კიბორჩალა

7. კრევეტები

8. ნაცრისფერი კრევეტი

9. კრილი

10. ასთაკვი (ომარები)

11. ხამანწკა

12. ლანგუსტი

13. ნორვეგიული ასთაკვი

14. ორსაგდულიანი მოლუსკები

15. ზღვის ზღარბი

16. რვაფეხა

17. მელანთევზა

18. კიბო

9 სახეობის ფრინველის ხორცი:

1. სირაქლემა

2. მწყერი

3. წიწილა

4. შინაური ფრინველის ღვიძლი

5. ინდაური

6. მტრედი

7. დედალი მწყერი

8. ქათამი

9. ქათმის ან ინდაურის ბარკალი (ცხიმის და კანის გარეშე)

2 სახეობის კვერცხი:

1. ქათმის

2. მწყერის

6 სახეობის რძის პროდუქტი:

1. ნატურალური უცხიმო იოგურტი ან ასპარტამით (სახარინი) არომატიზირებული

2. ოჯახური უცხიმო თეთრი ყველი

3. უცხიმო ხაჭო

4. ხაჭოს კვერი („სიროკი“) ჰემოგენიზირებული

5. ხაჭოს კვერი („სიროკი“) დამდნარი ცხიმის მცირე შემცველობით

6. უცხიმო რძე

უნდა შეასრულოთ ყველაფერი წესების მიხედვით და არ გადაუხვიოთ დაწყებულ გზას. დასაწყის ეტაპზე არაა გამორიცხული დისკომფორტი განსხვავებული საკვების და რაციონის გამო. პირველი ფაზის დროს იკლებთ 2-დან 6კგ.-მდე. პირში სიმშრალის შეგრძნება და არც თუ ისე სასიამოვნო სუნი დუკანის დიეტის თანამდევი ნიშნებია.

პირველი ფაზის ხანგრძლივობას ადამიანი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ეს დამოკიდებულია მიზანზე, საწყის წონაზე და ორგანიზმის უნარზე რამდენად სწრაფად შეუძლია გადაერთოს კვების რაციონის ცვლილებებზე. უნდა გესმოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არაა აუცილებელი საკუთარი თავის წამება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ხართ წასული სიმსუქნეში, შედეგს წვალების გარეშეც მიაღწევთ, უბრალოდ ფაზის ხანგრძლივობა შედარებით გაიზრდება.

პირველი ფაზის ხანგრძლივობა:

10-20 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 3-5 დღე;

20-30 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 5-7 დღე;

30-ზე ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 7-10 დღე;

ყურადღება: დუკანის დიეტის პირველი ფაზა არ შეიძლება გაგრძელდეს 10 დღეზე მეტი. რეკომენდირებული ვადის გაზრდამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს.

პირველი ფაზის მენიუ:

„შეტევის“ ფაზაში უპირატესად ჭარბობს ცილოვანი საკვები. დუკანი რეკომენდაციას უწევს ქათმის და წიწილის ხორცს (აუცილებლად კანის გარეშე), მჭლე ლორი, ხბოს ღვიძლი, ნებისმიერი სახის თევზი (მოხარშული, შებოლილი, გრილზე მომზადებული, მაგრამ არა შემწვარი) და ზღვის პროდუქტებს. შემწვარი საკვები მთლიანად აკრძალულია. ხორცის კერძების გარდა შეიძლება მოხარშული კვერცხის (დღეში 2ც.) და უცხიმო რძის პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ საჭმელს საკმაზები, სანელებლები, მარილი დაამატოთ მცირე რაოდენობით, ისე, რომ კერძი გემრიელი და არომატული იყოს. მთავარია არ გამოიყენოთ გემოს არომატიზატორები.

აუცილებელია:

– დუკანი ავალდებულებს ყოველდღიურად 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამას – ეს წესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ! (ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან ან იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით). შეგიძლიათ გამოაცხოთ პური.

– ყოველდღიურად 20 წუთიანი ფეხით გასეირნება ან სპორტით დაკავება

– დღეში არანაკლებ 2 ლიტრი სითხის მიღება (ყავა და ჩაი შედის ამ რაოდენობაში)

რაციონიდან ამოიღეთ:

– სუფთა სახის შაქარი. დაშვებულია მხოლოდ შაქრის შემცვლელი ძალიან მცირე დოზით.

– მოხარშული: ბატის, იხვის, ღორის, ცხვრის ხორცი; ხბოს და კურდღლის ცხიმიანი ნაწილის ხორცი. აკრძლულია ყველა ამ სახეობის ხორცი მცირე რაოდენობითაც კი.

მეორე ფაზა - მონაცვლეობა:

მეორე ფაზაში გადადიან ისინი, ვინც პირველი ფაზის დაცვის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შედეგს. გააგრძელებთ თუ არა, ამას თქვენ წყვეტთ, რადგან თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ჯანმრთელობაზე და თქვენ უნდა იფიქროთ ფრანგი ექიმის დიეტის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე.

ამ ეტაპზე წინა ფაზის დაშვებულ 72 პროდუქტს ემატება 28 პროდუქტი ხილის და ბოსტნეულის სახით

დაშვებულია I ეტაპის 72 პროდუქტი + 28 სახეობის ბოსტნეული

1. არტიშოკი

2. სატაცური

3. ბადრიჯანი

4. ჭარხალი

5. მანგოლდი (ფურცვლოვანი ჭარხალი),

6. ბროკოლი

7. სტაფილო

8. ნიახური

9. სოკო

10. ყველა სახეობის კომბოსტო (ბრიუსელის, ყვავილოვანი, კოლრაბი, წითელი),

11. პალმის გული

12. კიტრი

13. ყაბაყი

14. ვარდკაჭაჭა

15. ისპანახი

16. კამა

17. რომაული სალათი

18. სატაცური

19. თალგამი

20. ხახვი

21. მჟაუნა

22. პრასი

23. წითელი წიწაკა

24. გოგრა

25. ბოლოკი

26. ყველა სახის მწვანე სალათი

27. სოიო

28. პომიდორი

მეორე ფაზა გრძელდება იქამდე, სანამ არ მიაღწევთ თქვენს ოპტიმალურ წონას (საშუალოდ 2-დან 6-თვემდე). ამ ფაზის დროს უნდა მოხდეს ცილოვანი საკვების და ბოსტნეულის მონაცვლეობა. საკვები რეჟიმების მონაცვლეობა დასაკლები წონის რაოდენობაზე დამოკიდებული:

– 10კგ.-ზე – 1/1 დღე (1 დღე ცილები, მეორე დღე ცილები/ბოსტნეული; შეიძლება 3/3 ან 5/5 ვარიანტი)

– 10კგ.-ზე მეტი – 5/5 დღის მონაცვლეობა

მეორე ფაზის მენიუ:

ნუ დაივიწყებთ, რომ დუკანის დიეტის ძირითად პროდუქტს შვრიის ქატო წარმოადგენს. ამ ფაზის დროს ყოველ დღე უნდა ჭამოთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო. ქატოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა სახამებლის შემცველის (ავოკადო, ოსპი, პარკოსნები, ბარდა, კარტოფილი). შეგიძლიათ გამოაცხოთ პური. დაშვებული პროდუქტების სურვილისამებრ მომზადება შეგიძლიათ: მოხარშვა, გამოცხობა, გამოშრობა (არა შეწვა). ბრინჯის და სხვა მარცვლოვანი ღერღილის ჭამა ასევე აკრძალულია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს.

მეორე ფაზის დროს დაშვებულია სხვადასხვა სახის საკმაზებისა და სანელებლების გამოყენება, თუმცა ზომიერად. როცა შედეგი დაგაკმაყოფილებთ, გადადიხართ მესამე ეტაპზე.

მეორე ფაზაში აუცილებელია:

– დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება;

– შეკრულობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატოს დამატება;

– შეეცადეთ რძის პროდუქტების ნორმას დღეში 1კგ-ს არ გადააჭარბოთ;

– სვით დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი;

– ყოველდღიური გასეირნება გაზარდეთ 30 წუთამდე.

მესამე ფაზა - განმტკიცება:

სახელის მიხედვით ძნელი მისახვედრი არაა, რომ დიეტის ეს ეტაპი მიღწეული შედეგის განსამტკიცებლადაა საჭირო.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე. თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 7კგ., განსამტკიცებლად 70 დღე დაგჭირდებათ.

ამ გრაფიკს მკაცრად უნდა მისდიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ვერ განამტკიცებთ მიღწეულ შედეგს, არამედ მოკლე დროში დაუბრუნდებით იმ წონას, საიდანაც დაიწყეთ.

მესამე ფაზის მენიუ:

– დაშვებულია პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება;

– დაშვებულია მეორე ფაზის ყველა ბოსტნეულის გამოყენება;

– აუცილებელია ყოველ დღე ხილის ერთი პორცია (200გრ.) სალათის მიღება (აკრძლულია ყურძენი, ბანანი, ბალი);

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს ორი ნაჭრი პურის მიღება;

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს 40გრ. მწიფე ყველის გამოყენება;

– აუცილებელია სახამებლის შემცველი პროდუქტების გამოყენება (კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, მაკარონის ნაწარმი), მაგრამ არა უმეტეს ორჯერ კვირაში;

– ყოველდღიური ფეხით სეირნობა არ უნდა იყოს 25 წუთზე ნაკლები.

ყურადღება: შვრიის ქატოს რაოდენობა გაზარდეთ 2,5 სუფრის კოვზამდე დღეში.

მესამე ფაზის პერიოდში არაუმეტეს კვირაში ერთი დღისა, შეგიძლიათ მოიწყოთ სადღესასწაულო დღე – ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს შეგიძლიათ შეჭამოთ რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ!

მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია:

ყველაზე სასიამოვნო და ნანატრი ფაზა. სტაბილიზაციის პერიოდში მხოლოდ ორი წესი უნდა დაიცვათ:

– აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა;

– კვირაში ერთხელ პროტეინის (ცილების) დღე მოაწყეთ.

დანარჩენ დროს არც ერთ პროდუქტში არ ხართ შეზღუდული.

ამ ეტაპიდან დუკანი უფრო აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას უწევს რეკომენდაციას. რაც უფრო მეტია აქტიურობა, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგცემთ ნაკლებად შეიზღუდოთ კვებაში.

წყარო: fitni.ge

დუკანის 7 დღიანი დიეტა