რუბრიკები
კრეზამი 25000 - KREZAM 25000 - КРЕЗАМ 25000

საერთაშორისო დასახელება :

PANCREATINE
მწარმოებელი: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”,საქართველო.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
300მგ კაფსულა #10
პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 300 მგ პანკრეატინს, ფერმენტული აქტივობით:
ლიპაზა ......................................... 25000 ს.ე. (Ph. Eur.)
ამილაზა ........................................18000 ს.ე. (Ph. Eur.)
პროტეაზა ..................................... 1500 ს.ე. (Ph. Eur.)
კაფსულა შეიცავს პანკრეატინს ნაწლავში ხსნადი მინიმიკროსფეროების სახით, რომელიც მდგრადია კუჭის წვენის მოქმედებისადმი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფერმენტული პრეპარატი, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. პრეპარატის შემადგენელი ფერმენტები - ამილაზა, ლიპაზა და პროტეაზა ხელს უწყობენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელებასა და წვრილ ნაწლავში მათ შემდგომ სრულ აბსორბციას.
კრეზამი 25000-ის კაფსულა სწრაფად იხსნება კუჭში, გამოთავისუფლდება ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული მინიმიკროსფეროები, ერევიან ნაწლავის შიგთავსს და თანაბრად გადანაწილდებიან მასში. მინიმიკროსფეროების წვრილ ნაწლავში მოხვედრის შემდეგ, ირღვევა მათი ნაწლავში ხსნადი გარსი, ხდება ლიპოლიზური, ამინოლოზური და პროტეოლიზური აქტივობის მქონე ფერმენტების გამოთავისუფლდება, რაც უზრუნველყოფს ცხიმების, სახამებლისა და ლიპიდების დეზინტეგრაციას.
ლიპაზა ჰიდროლიზის გზით შლის ცხიმებს ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად, ამილაზა - ნახშირწყლებს დექსტრინად და შაქრად, პროტეაზა - ცილებს.
ჩვენებები:
კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას ჩანაცვლებითი თერაპიის სახით:
- მუკოვისციდოზი;
- ქრონიკული პანკრეატიტი;
- პანკრეატექტომია;
- კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე;
- სიმსივნით განპირობებული სადინარების ობსტრუქცია (მაგ.: კუჭქვეშა ჯირკვლის ან ნაღვლის საერთო სადინარის ობსტრუქცია;
- შვახმან-დაიმონდის სინდრომი;
- ასაკოვანი პაციენტები.
საჭმლის მონელების პროცესის დარღვევის დროს სიმპტომური თერაპიის სახით:
- ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) შემდგომი პერიოდი;
- კუჭის ნაწილობრივი რეზექცია (ბილროტ-I/II);
- ტოტალური გასტრექტომია;
- დუოდენო- და გასტროსტაზი;
- ბილიარული ობსტრუქცია;
- ქოლესტაზური ჰეპატიტი;
- ღვიძლის ციროზი;
- წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის პათოლოგია;
- წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი ზრდა.
პრეპარატი გამოიყენება ასევე:
- საჭმლის მონელების პროცესის გასაუმჯობესებლად პაციენტებში ნორმალური კუჭ-ნაწლავის ფუნქციით, მაგრამ არასწორი კვების რეჟიმით;
- მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევისათვის მომზადების მიზნით.
მიღების წესები და დოზები:
პრეპარატის დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, დაავადების სიმძიმისა და დიეტის შემადგენლობის მიხედვით.
რეკომენდებულია პრეპარატის ერთჯერადი დოზის ნახევარი ან მესამედი დაინიშნოს ჭამის წინ, ხოლო დანარჩენი – უშუალოდ ჭამის დროს.
კაფსულები ან მინიმიკროსფეროები მიიღება მთლიანად, დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. გაძნელებული ყლაპვის შემთხვევაში (პატარა ბავშვებში და ასაკოვან პაციენტებში) კაფსულები ფრთხილად უნდა გაიხსნას, მინიმიკროსფეროები შეერიოს თხევად საკვებს ან სითხეს და უნდა მიიღონ მომზადებისთანავე. დაუშვებელია მინიმიკროსფეროების საკვებთან ან ისეთ სითხესთან შერევა, რომელთა მჟავიანობა მეტია 5,5-ზე, რადგან ამ შემთხვევაში ხდება მიკროსფეროების გარსის დარღვევა, რომელიც იცავს მას კუჭის წვენის მოქმედებისგან.
მუკოვისციდოზი:
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად სხეულის წონის მიხედვით.
საწყისი დოზა 4 წლამდე ასაკის ბავშვებში შეადგენს ლიპაზას აქტივობაზე გადაანგარიშებით - 1000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე ყოველი ჭამის დროს, ხოლო 4 წლის ზემოთ - 500 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე ყოველი ჭამის დროს.
მისაღები დოზის რეგულირება ხდება დაავადების სიმპტომების გამოხატულების, სტეატორეის კონტროლით და სწორი კვებითი რეჟიმის შენარჩუნებით.
პაციენტების უმეტესობისათვის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში.
დოზირება სხვა მდგომარეობების დროს, რომელთაც თან ახლავს კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობა:
დოზირება ხდება პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით – საჭმლის მონელების უკმარისობის და საკვებში ცხიმის შემცველობის მიხედვით.
ძირითად კვებასთან (სადილი, საუზმე, ვახშამი) ერთად პრეპარატის მისაღები დოზა მერყეობს 20000-დან 75000-მდე ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზაზე გადაანგარიშებით, ხოლო მსუბუქი კვების შემთხვევაში – 5000 - 25000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზაზე გადაანგარიშებით.
ჩვეულებრივ პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 10000 - 25000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა ძირითად კვებასთან ერთად. საჭიროების შემთხვევაში შასაძლებელია დოზის გაზრდა სტეატორეის შემცირებისა და კარგი კვებითი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.
ჩვეულებრივ, პაციენტმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს არანაკლებ 20000-50000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლენა, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ყაბზობა, დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, პერიანალური არის გაღიზიანება. პანკრეატინის დიდი დოზით ხანგრძლივად მკურნალობისას ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერურიკოზურია, ჰიპერურიკემია.
უკუჩვენება:
* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
* მწვავე პანკრეატიტი, ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში;
* ღვიძლის მძიმე ფორმის დაავადებები სისხლში ბილირუბინის მაღალი დონით;
* მექანიკური სიყვითლე;
* ნაღვლის ბუშტის ემპიემა;
* ნაწლავის გაუვალობა;
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
უსაფრთხოების ზომები:
კრეზამი 25000-ის კაფსულები და/ან მინიმიკროსფეროები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.
პრეპარატით ხანგრძლივად მკურნალობის დროს მუკოვისციდოზით დაავადებული ბავშვები უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში მუკოვისციდოზით, რომლებიც მკურნალობენ პანკრეატინის დიდი დოზით. უსაფრთხოების მიზნით, მსხვილი ნაწლავის დაზიანების თავიდან აცილების გამო, პაციენტებში მუკოვისციდოზით რეკომენდებულია მუცლის ღრუს ყველა გამოვლენილი სიმპტომის ან ცვლილების კონტროლი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ პაციენტი დღე-ღამეში იღებს 10000 ს.ე. (Ph. Eur.) ლიპაზა/კგ სხეულის წონაზე მეტ დოზას.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ფერმენტული პრეპარატების გამოყენების უსაფრთხოების არასაკმარისი კლინიკური გამოცდილების გამო, პრეპარატი აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსალოდნელი შედეგი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე ან ბავშვზე გავლენის უარყოფით რისკს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ჰიპერურიკურია და ჰიპერურიკემია.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა, სიმპტომური თერაპია.
პრეპარატის უარყოფითი გავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გამოვლენილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფერმენტული პრეპარატებისა და რკინისა ან ფოლის მჟავას შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღებისას ქვეითდება ამ უკანასკნელთა შეწოვა.
ჰისტამინის H2 რეცეპტორის ბლოკატორებთან, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებსა და ანტაციდებთან ერთდროული მიღებისას ქვეითდება პანკრეატინის ეფექტურობა.
პრეპარატი ზრდის პარაამინოსალიცილის მჟავას, სულფონამიდებისა და ანტიბიოტიკების აბსორბციას.
შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი.
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი:
ექიმის რეცეპტის გარეშე!

"ვეძებ პარტნიორს დაწყებული რესტორნის ასაშენებლად დიღმის ტრასაზე....
"იყიდება ბალეტკები საბითუმო ფასად, ნებისმიერი მოდელი ღირს...
"იყიდება მერსედეს სპრინტერი 1997 წლის. თეთრი ფერის,...