რით ჰგავს პიპეტი პრეზერვატივს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რით ჰგავს პიპეტი პრეზერვატივს

Laughing მძიმე ცხოვრება აქვს პროგრამისტს... მიხვალ სტუმრად ნაცნობ-მეგობრებთან და მაშინვე კომპიუტერს გაჩვენებენ, რაღაც სჭირსო. წარმოგიდგენიათ, რა შავ დღეში იქნებიან პროქტოლოგები?!

Laughing "რატომ გინდათ ქმართან გაყრა?" - ეკითხება მოსამართლე ქალს. "რელიგიურ ნიადაგზე გვაქვს უთანხმოება". "გთხოვთ დააზუსტოთ". "ის ქალღმერთად არ მაღიარებს!"

Laughing მთვრალი წაბორძიკდა და გუბეში ოთხზე დაეცა. დაიხედა ძირს - ვარსკვლავები! აიხედა მაღლა - ვარსკვლავები! და თავისთვის ჩაიბურდღუნა: "კოსმოსში გამიშვეს ამ შობელძაღლებმა და ერთი ნაჭერი პურის გატანება დაენანათ!"

Laughing ორი მეგობარი ერთმანეთს შეხვდა. ერთი მეორეს ეკითხება: "რა მოგივიდა, ასეთი დაღონებული რატომ ხარ?" "ფსიქოანალიტიკოსთან ვიყავი. ცხოვრებაში არაფერი გამომსვლია და ვიფიქრე, რომ ეს დაბალი თვითშეფასების ბრალი იყო. ჰოდა, სპეციალისტთან მისვლა გადავწყვიტე. მან კი..." "ასეთი რა გითხრა?" "პირდაპირ გამომიცხადა, რომ ჩემი უიღბლობის მიზეზი დაქვეითებული კი არა, გადაჭარბებული თვითშეფასებაა!"

Laughing ექიმი - პაციენტს: "თქვენთვის არც დალევა შეიძლება, არც შემთხვევითი სქესობრივი კავშირები, არც ბანქოს თამაში..." "მართლა? აბა, გამოტყდით, ექიმო, რამდენი გადაგიხადათ ამისთვის ჩემმა ცოლმა?"

Laughing მამაკაცი აფთიაქში შევიდა და აფთიაქარს ცოტა ხნის წინ ნაყიდი პრეზერვატივების კოლოფი შეუგდო: "ეს დაიბრუნეთ და ისეთები მომეცით, რომ შემდეგ თქვენთან პამპერსებისთვის არ ვირბინო!"

Laughing ხანში შესულმა მამაკაცმა ექიმთან დაჭრილი ახალგაზრდა მიიყვანა: "ექიმო, ეს ჩემი სიძეა. ტყვიით ფეხი გავუხვრიტე..." "რა საშინელებაა, საკუთარ სიძეს ესროლეთ?!" "როცა ვესროდი, მაშინ ჯერ კიდევ არ იყო თანახმა, ჩემი სიძე გახდარიყო!"

Laughing ექიმი - პაციენტს: "რა გაწუხებთ?" "უფულობა და უქალობა, ექიმო - არც ერთი არ გამაჩნია, სხვა მხრივ კი ხარივით ჯანმრთელი ვარ".

Laughing ცოლმა ქმარს, რომელიც პრეზერვატივების საყიდლად მიდიოდა, აფთიაქიდან ორი ცალი პიპეტის წამოღებაც დაავალა. ცოტა ხნის შედეგ გაცოფებული მამაკაცი სახლში შევარდა: "იმ აფთიაქში ჩემი ფეხი აღარ იქნება!!!" "რატომ?" - გაუკვირდა ცოლს. "გამყიდველ ქალს ორი ცალი პრეზერვატივი ვთხოვე. გაგვითავდაო. მაშინ ორი ცალი პიპეტი მომეცით-მეთქი. უნდა გენახა, რამდენ ხანს იცინოდა!.."

Laughing "ექიმო, ნაოჭების გაქრობა მინდა". "სახის დაჭიმვა ხუთი ათასი დოლარი დაგიჯდებათ". "ამდენი არ მაქვს. უფრო იაფად ვერაფერს შემომთავაზებთ?" "მაშინ მხოლოდ ძირითად ნაოჭებს მოგაშორებთ. ეს სამი ათასი დოლარი ჯდება". "უფრო იაფად არ შეიძლება?" "ქალბატონო, უფრო იაფი მხოლოდ ვუალია!"

Laughing მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოს დერეფანში ნერვულად სცემს ბოლთას, ექიმი ეუბნება: "ძალიან ვწუხვარ, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის, თქვენი სიდედრი ერთ საათსღა თუ იცოცხლებს". მამაკაცი: "არ ინერვიულოთ, ექიმო, ეს არცთუ ისე ბევრია, როგორმე მოვითმენ".

Laughing ქალი ფსიქოლოგთან მივიდა: "ექიმო, გასაჭირში ვარ. ცოტა ხნის წინ სიმპათიური და მდიდარი მამაკაცი გავიცანი. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. არც ჩემს და არც მის მშობლებს ჩვენი შეუღლების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ". "ქალბატონო, მე აქ ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ!" "პრობლემა ის არის, როგორ ვუთხრა ეს ყველაფერი ჩემს ქმარს!"