"შე­ნი ხათ­რი­ზა თუ არ მოვ­შარ­დო" - გურული ექიმების კურიოზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"შე­ნი ხათ­რი­ზა თუ არ მოვ­შარ­დო" - გურული ექიმების კურიოზები

ეს ის რგოლია, რომელსაც ყველაზე რთულ, ზოგჯერ კრიტიკულ სიტუაციებში უხდება მოვალეობის შესრულება და "სასწრაფოს" ექიმის ოპერატიულ მოქმედებაზეა ხშირად ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული. ექიმის პროფესია მართლაც ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულია, ხშირად შემთხვევის ადგილზე გასულები სახალისო ამბებსაც აწყდებიან და სასწრაფო დახმარების ბრიგადებში ყოველთვის აქვთ გადანახული უწყინარი ხუმრობები. გურულების ენაკვიმატობის ამბავი საყოველთაოდაა ცნობილი. ჩვენი რესპონდენტი, ლევან მეგრელიშვილი 16 წელია, ჩოხატაურში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმად მუშაობს და გასახსენებელი და მოსაყოლიც ბევრი აქვს. პარალელურად, ორ სხვადასხვა კლინიკაში თერაპევტად მუშაობს და გურულებსაც ძალიან უყვართ ექიმი ლევანი. ის ამბობს, რომ გურულ პაციენტებთან ურთიერთობა იოლი არ არის და აუცილებელია, ექიმს იუმორის გრძნობაც ჰქონდეს. როგორც ტიპური გურული, თვითონაც ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა.

ლევან მეგრელიშვილი:

- გურულებს უყვართ ექიმები და ყველა გურულს უნდა, რომ მისი შვილი ექიმი გახდეს. ჩვენს დროს ექიმი თუ გამოხვიდოდი, ეს დიდი პატივი იყო ოჯახისთვის. ყველა არწმუნებდა თავის შვილს, ექიმის პროფესიას დაუფლებოდა. ასევე იყვნენ ჩემებიც: დედაჩემს, მამიდებს, დეიდებს, ყველას უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი. მე სულ სხვა მიზეზით ავირჩიე ეს პროფესია. ბავშვობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები მქონდა და ამიტომ გადავწყვიტე ექიმობა, რომ მერე ჩემი თავისთვის მიმეხედა. გამოვიდა, ამით ჩემებსაც სურვილი ავუსრულე და გავახარე. 2001 წლიდან ჩოხატაურში "სასწრაფოს" ექიმად ვმუშაობ. ისე, გურიაში მუშაობის დაწყება იოლი ნამდვილად არ არის. გურულებთან რომ გქონდეს ურთიერთობა და იმუშაო, შესაბამისი იუმორიც უნდა გქონდეს, სხვანაირი მიდგომა უნდათ გურულებს. კარგი ხალხია, ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე, იუმორით აღსავსე და ექიმისგან პროფესიონალიზმთან ერთად იუმორსაც ითხოვენ. უამრავ პაციენტთან მქონია ურთიერთობა და ხშირად ყოფილა კურიოზული სიტუაციაც.

"შენი ხათრიზა თუ არ მოვშარდო"

- ერთ ასაკოვან ბებიასთან მოვხვდით გამოძახებაზე, ძალიან შფოთავდა პაციენტი. ჰქონდა მაღალი წნევა და სიტუაცია ძალიან მძიმე იყო. შესაბამისად, დავიწყეთ მედიკამენტური თერაპია და სხვა ნემსებთან ერთად შარდმდენი პრეპარატი გავუკეთეთ. ვზივარ ამ ბებოს გვერდით და ველოდები სიტუაციის დასტაბილურებას. გადის დრო და მოხუც ქალბატონს ვეკითხები:

- ბებო, მოშარდვა ხომ არ გინდათ?

- არა, ბებო, - მპასუხობს პაციენტი. ცოტა ხანში ისევ გავუმეორე:

- ხომ არ გეშარდებათ, ქალბატონო?

- არა.

ისე მოხდა, რამდენჯერმე მომიწია ამ კითხვის გამეორებამ და შეწუხდა ბებო. მეათედ შეკითხვის მერე უცებ გადაიძრო საბანი და მხნედ თქვა:

- გამიშვით, ჩემი არ გეიშვა არაფერი ექიმო, ახლა შენი ხათრიზა თუ არ მოვშარდოო.

გვეშველა, ჩემი ხათრიზა მოშარდვამ შედეგი გამოიღო, ბებოს წნევამაც დაიწია და კარგად გახდა.

"ბებო, შენს ქმარს გული გოუსკდებოდა, აბა, რა იქნებოდა"

- ისევ ასაკოვან ქალთან ვიყავი გამოძახებაზე, რომელსაც მეუღლე ახალი გარდაცვლილი ჰყავდა და ამ ამბავს ძალიან განიცდიდა. გავსინჯეთ პაციენტი. ექთანი ლია კოროშინაძე მახლდა და ვუთხარი, P- ლია, გაამზადე ინიექცია და გავუკეთოთ ნემსი კუნთში-მეთქი. ამასობაში მეც იქვე ჩამოვჯექი და მონაცემებს ვავსებდი. ძალიან შეყოვნდა ნემსის გაკეთება, შევტრიალდი და გაოცებული ვეკითხები ლიას, - რატომ არ აკეთებ ამდენ ხანს-მეთქი? იქვე იდგა მეზობლის ახალგაზრდა ქალი, რომელიც თურმე ხდიდა ბებოს საცვალს, რომ საჯდომი გაეთავისუფლებინა ექთანისთვის და უცებ ამ ქალის ხმა გავიგონე, მოხუცს უთხრა:

- ბებო, შენს ქმარს გული გოუსკდებოდა, აბა, რა იქნებოდა, ამდენ ხანს ჩახდას რომ დეიწყებდი და ვერ დაამთავრებდიო. თურმე ამდენი ხანი ხდიდა მეზობელი და ვერ გახადა, იმდენი ეცვა და ისეთი გრძელტოტიანი ფოხანები, რომ ბოლომდე ვერ ჩავიდა. ბევრი ვიცინეთ ამაზე, საბოლოოდ ბებოს ნემსიც გავუკეთეთ და წამოვედით. რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ მივედით იმავე მისამართზე, ისევ იქ იყო ეს ახალგაზრდა მეზობელი. გავსინჯე მოხუცი, მივეცი რჩევები და მთხოვა:

- ნამეტანი ახველებს ამ გოგოს და ფილტვებზე იქნებ მოუსმინოო.

სიცივე იყო ძალიან და გოგოს თხლად ეცვა, გულმკერდი მოშიშვლებული ჰქონდა:

- ნამეტანი მოგიშიშვლებია ეს გულმკერდი, - ვეუბნები და თან ვუსმენ ფილტვებს.

უცებ, ეს მოხუცი მოუბრუნდა მეზობელს და ეუბნება:

- ეე, ბებია, იმიზა მაცვია მე გრძელტოტიანი ფოხანები, რომ არ გავცივდე და შენ რომ არ გაცვია, ამიტომ ხარ გაციებულიო.

ასე გადაუხადა "სამაგიერო" მოხუცმა ბებომ.

"გამიხარდა შენი დანახვა"

- ხშირად ერთსა და იმავე ოჯახში გვიწევდა გამოძახებაზე მისვლა და ხშირად გვყავდა შარდის შეკავებით პაციენტი. ახლა საავადმყოფოში გადაგვყავს პაციენტები და მაშინ ამის გამო არ გადაგვყავდა, სახლში ვუღებდით კათეტერით. მორიგი ვიზიტი გვაქვს მამაკაცთან და უნდა გამოვიღოთ შარდი. მივედით მისამართზე და დეინახა ჩემი სიმპათიური ექთანი, დალი მეგრელიძე იმ კაცმა და გაუბრწყინდა თვალები. ექთანს ეუბნება:

- შენი დანახვა ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა, ნუ იტყვი.

დალი ეუბნება:

- რაიზა?

- მართლა ისე გეიხაროს ჩემმა შვილებმა და ჩემმა ყველამ, მე რომ ახლა შენი დანახვა გამიხარდა, შენ რომ გაქვს ხელი ჩემზე შეჩვეული, ისე არ თქვას კაცმა არავინო.

სიცილი ძლივს შევიკავეთ, მაგრამ დალის მერე დიდხანს ვეხუმრებოდით.

კიდევ, მსგავსი გამოძახება გვქონდა, ამჯერად პაციენტი აჭარელი იყო. მივედით და კაცი ანგრევს ყველაფერს.

- ყველაფერი მტკივა ექიმო, მიშველეთ, ვერ ვშარდავო.

ძალიან გართულდა შარდის გამოღება და შვილს ვუთხარი, რომ ჯობდა საავადმყოფოში გადავსულიყავით და მიგვეხედა ამ პრობლემისთვის. შვილი მოუტრიალდა მამამისს და უთხრა:

- მამაია, ახალგაზრდობაში ყველა ქალი შენი იყო და ახლა რამ მოანგრია ასე, რომ შარდიც ვეღარ გამოდის აქედანო?!

განაგრძეთ კითხვა