მეტეორიზმის ფიტოთერაპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეტეორიზმის ფიტოთერაპია

 

კულმუხო (ფესვი)

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა თბილი წყალი, ადუღეთ 1 წუთს, გააჩერეთ 30 წუთს, გადაწურეთ და მიიღეთ თბილი, დღეში სამჯერ თითო სადილის კოვზი, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

სელიჭა (ბალახი)

აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთს, გადაწურეთ, მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

ბარამბო (ბალახი)

ნახარში: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა თბილი წყალი, ადუღეთ ერთ წუთს, გააჩერეთ 30 წუთს, გადაწურეთ და მიიღეთ 0,25-0,5 ჭიქა დილა-საღამოს, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ნაყენი: აიღეთ ნედლეული და 70%-იანი სპირტი თანაფარდობით 1:5, ერთი კვირით დადგით სითბოში, შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ 15-15 წვეთი.

ბაღის პიტნა (ფოთოლი)

აიღეთ 2 სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 20 წუთს გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 0,5-1 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

მრავალძარღვა (თესლი)

აიღეთ 1 სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ მთელი ღამე, მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი უზმოზე.

აბზინდა (ფოთლები)

აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა თბილი წყალი, ადუღეთ ერთ წუთს, გააჩერეთ 30 წუთს, გადაწურეთ და მიიღეთ 0,25-0,5 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მიღებამდე ყოველ ულუფას შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი.

კვლიავი (ნაყოფი)

აიღეთ 1 სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთ საათს მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ.

კამა

ხალხურ მედიცინაში მეტეორიზმის სამკურნალოდ, მადის აღსაძვრელად, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების სამკურნალოდ, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დასაამებლად დიდი პოპულარობით სარგებლობს კამა. ნაყენისა და ნახარშის მოსამზადებლად გამოიყენება როგორც თესლი, ასევე ნაყოფი და ფესვი. მეტეორიზმის სამკურნალოდ რეკომენდებულია მცენარის როგორც ახალმოკრეფილი, ასევე გამომშრალ-გამხმარი მიწისზედა ნაწილის გამოყენება. ნაყენის მომზადების წესი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი (დაახლოებით 8-10 გ) გამომშრალი კამა, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთ საათს, გადაწურეთ და მიირთვით 1/2 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ნაკრებები

  • მეტეორიზმის საწინააღმდეგოდ კარგია გვირილისა და ფარსმანდუკის ნარევი.
  • აურიეთ ერთმანეთში ასფურცელა (ნაყოფი) - 4 წილი, ბაღის პიტნა (ფოთოლი) - 3 წილი, კამა (თესლი) - 3 წილი, კატაბალახა (ფესვი) - 2 წილი. აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 4 საათს მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ ნახევარი ჭიქა.
  • აიღეთ 20-20 გრამი კრაზანა (ბალახი), ფარსმანდუკი (ბალახი), ბერულა (ბალახი), ერთმანეთში აურიეთ, 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ, მიიღეთ 0,5 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.