რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
სამკურნალო წერილები

ხელების ტკივილი დაფნამ გამიქრო
მთელი ცხოვრება ერთ-ერთი ქარხნის ცხელ საამქროში ვმუშაობდი, სადაც არახელსაყრელ შრომით პირობებს ჰაერში ქიმიურ ნივთიერებათა ცხელი ორთქლის მაღალი კონცენტრაციაც ემატებოდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ხელებთან დაკავშირებული პრობლემები დამეწყო (ალერგია მუშაობის პერიოდშივე მაწუხებდა). დამერღვა ნივთიერებათა ცვლა, რადგან ორგანიზმი ცხელი საამქროს პირობებში ვიტამინების ძლიერ უკმარისობას განიცდიდა. ყოველივე ამან მხრის სახსრის ართროზის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. დაავადება დღითი დღე პროგრესირებდა. დილაობით სახსარში შებოჭილობას, მოძრაობის შეზღუდვას ვგრძნობდი, ამიტომ ძლიერ დატვირთვას ვერიდებოდი, ვცდილობდი, მძიმე ტვირთი არ ამეწია.

არ ვეკარებოდი ალკოჰოლს, ცხარე და ცხიმიან კერძებს, ვჭამდი უმთავრესად ხილსა და ბოსტნეულს. ექიმის რჩევით ვარჯიშიც დავიწყე. უკეთესობა მალევე ვიგრძენი, მაგრამ ნამდვილი შვებით მხოლოდ მას შემდეგ ამოვისუნთქე, რაც დაფნის ფოთლის ნახარშის სმა დავიწყე.

  • დაფნის 4-5 ფოთოლს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით და შეფუთეთ ან თერმოსში გადაასხით და გააჩერეთ 8 საათი. ნახარში გადაწურეთ. სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1/3 ჭიქა.

მკურნალობა 2 კვირა გრძელდება, შემდეგ უნდა შეისვენოთ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ კურსი 1 თვის შემდეგ გაიმეოროთ. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა - დაფნა სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ამიტომ მისი ნახარშის სმა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.

 

თუ თვალთ გიბნელდებათ...
მესამე ჯგუფის ინვალიდი ვარ. საკმაოდ მაღალი ხარისხის მიოპია მაქვს - მინუს 18! ბოლო ხანს კი თვალწინ თითქოს რაღაც ლაქები და რგოლებიც მიტრიალებს, ზოგჯერ ქუჩაზე გადასვლისაც კი მეშინია. სუსტი მხედველობის გამო დავკარგე სამსახურიც. ამის გამო სულით დავეცი, სულ იმაზე ვფიქრობდი, რა მელოდა. ყველას ჩემს პრობლემას შევჩიოდი. ერთმა ნაცნობმა მირჩია, დავმშვიდებულიყავი და უპირველეს ყოვლისა რაციონი დამეტვირთა A ვიტამინის შემცველი პროდუქტებით: სტაფილოთი, მწვანე ხახვით, რძით, ყველით, შავი მოცხარით. მანვე მასწავლა პიტნისგან წამლის მომზადება. თურმე პიტნა უხსოვარი დროიდან გამოიყენება თვალისჩინის შესანარჩუნებლად და სამკურნალოდ.

  • წამლის მოსამზადებლად უნდა გამოწუროთ პიტნის მწვანე ფოთლების წვენი, დაუმატოთ იმავე ოდენობის წყალი და ნატურალური თაფლი და კარგად აურიოთ, მერე კი ყოველ დილა-საღამოს ორივე თვალში ჩაიწვეთოთ 2-2 წვეთი. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ თვალწინ მორბენალი ლაქები და რგოლები გამიქრა და შვებით ამოვისუნთქე. ახლა დარაჯად ვმუშაობ. არცთუ ისე სახარბიელო სამსახურია, მაგრამ სულ არარაობას ნამდვილად სჯობს.

 

ბართოლინიტს იოლად გაუმკლავდებით
ვინც არ იცის, განვუმარტავ, რომ ბართოლინიტი საშოს შესასვლელში მდებარე ბართოლეს ჯირკვლის ანთებაა, რომელიც შესაძლოა გონოკოკმა ან სტაფილოკოკმა გამოიწვიოს. ინფიცირებული ჯირკვალი დიდდება და ყალიბდება ჩირქოვანი აბსცესი, რომელიც ძლიერ მტკივნეულია. ყოველივე ეს სოფელში მეზობლისგან შევიტყვე, რომელიც უსახსრობის გამო ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა და ბართოლინიტს თავისი ხელით დამზადებული მალამოთი მკურნალობდა. თავდაპირველად მის მალამოს ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ როცა მითხრა, ერთი კვირის შემდეგ ინფექციისგან კვალიც აღ

You must have Flash Player installed in order to see this player.
არ დარჩაო, გავოცდი და მალამოს რეცეპტი ვთხოვე. აი ეს რეცეპტიც:

  • აიღეთ 50 გრამი კურდღლის ქონი, 5 გრამი ფუტკრის ფიჭა და 20 გრამი კრაზანას ყვავილი, აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, ვიდრე არ გასქელდება. გააცივეთ და დღეში ორჯერ წაისვით ინფიცირებულ ადგილზე. მალამო რამდენიმე დღეში ამწიფებს ჩირქგროვას და იგი თავისთავად, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე იხსნება.

როცა ჩირქგროვა გაიხსნება, უნდა მოისუფთაოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით, მერე კი ბოლომდე მოსაშუშებლად მტკივანი ადგილები კრაზანას ნაყენით ჩამოიბანოთ.

  • ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ადუღოთ 2-3 წუთი, შემდეგ გააცივოთ და გამოიყენოთ.
  • ჩირქგროვის მომწიფების დასაჩქარებლად კარგი ყოფილა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 სადილის კოვზი ალოეს ფაფის მიღება: აიღეთ 200 გრამი მცენარის მწვანე ფოთოლი, მოაცილეთ ეკლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელსაც უნდა დაამატოთ 400 გრამი თაფლი და ამდენივე ნატურალური წითელი ღვინო, შემოდგათ წყლის ორთქლზე და 1 საათი ხარშოთ. რომ გაცივდება, აუცილებლად გაწურეთ რამდენიმეკეც დოლბანდში და წამალიც მზად არის. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, როგორც უკვე გითხარით, თითო სადილის კოვზი.



კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სამედიცინო სფეროს მოღვაწეები თუ უბრალოდ დაინტერესებული პირები 1 მაისიდან ქართველი ექიმების ნათარგმნ მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიის Merck- ის მსოფლიო ბესტსელერს გაეცნობიან. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" - ასე ჰქვია 7-ტომეულს, რომელსაც პალიტრა L ამზადებს.
ცნობილია, რომ სიმსუქნე ზრდის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების რისკს. აღმოჩნდა, რომ ეს მდგომარეობა, ასევე გავლენას ახდენს ბავშვობასა და ყმაწვილობის პერიოდში ძვლის ქსოვილის სტრუქტურაზე. გარდა ამისა, ძვლებისთვის საშიშია ანორექსიაც.
50 წლის ქიმიის მასწავლებელი იგებს, რომ ფილტვის კიბოს მესამე სტადია აქვს. ექიმები მას სიცოცხლის ორწლიან ვადას აძლევენ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
“კუნთების ატროფია კუნთური ქსოვილის განლევაა, რომელსაც ხშირად კუნთების ნერვული რეგულაციის დარღვევა განაპირობებს. კუნთების ატროფიის მიზეზი სხვადასხვა რამაა, მათ შორის - სიბერე, ინფექციური და სხვა დაავადებები”, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მცენარეთა განხრით ოთარ წიწილაშვილმა, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა და ამ საკმაოდ მძიმე პრობლემის მკურნალობის კიდევ ერთი ახალი გზა გაგვაცნო.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.
გარგრის კურკა აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების დროს. სპეციალისტების თქმით, მას აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისება. გარგრის კურკას ტეხენ და მას მიირთმევენ ცოცხალი სახით დღეში 7-20 ცალს.
მართალია, ჩვენი წინაპრები თანამედროვეს მსგავსი ტექნიკური საშუალებებითა თუ სამეცნიერო მიღწევებით (ვგულისხმობ თეორიულ საფუძვლებს) არ სარგებლობდნენ, მაგრამ დაკვირვების, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მცენარეები, რომლებიც მზის ენერგიის, ნოყიერი მიწიდან მიღებული ვიტამინებისა და სასარგებლო მიკროელემენტების აკუმულირებას ახდენდნენ, ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალება იქნებოდა. და იყენებდნენ კიდეც. გავიდა წლები. მეცნიერებმა უამრავი მცენარე შეისწავლეს და წარსულის გამოცდილების საფუძველზე მათგან მრავალი წამალი შექმნეს.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


21 დეკემბერი 2016
სადღესასწაულო თუ სხვა სუფრებს, ტრადიციულად, ალკოჰოლურის გარდა გაზიანი სასმელებიც ამშვენებს. ლიმონათის, კოკა-კოლასა და სხვა გაზიანი სასმელების, ისევე, როგორც მინერალური წყლების გარეშე, სუფრა წარმოუდგენელია.
22 ნოემბერი 2016
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
კომპიუტერული თამაშები, რომლებსაც ბავშვები საათობით ვერ წყდებიან, მათ ფსიქიკაზე უდიდეს გავლენას ახდენს, რაც მთავარია, უარყოფითს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, კომპიუტერი ბავშვების ფსიქიკას ანგრევს.
მამაკაცები, რომლებსაც თავი ფლეიბოი ჰგონიათ ან მიაჩნიათ, რომ ქალებზე მაგიური ზეგავლენის უნარი აქვთ, ფსიქიური პრობლემებისადმი მიდრეკილები არიან.
გარკვეული საკვები ნივთიერებების უკმარისობამ შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ჩვეულებრივ, სხვადასხვა მაჩვენებლის დეფიციტის შესამოწმებლად, სისხლს იღებენ. თუმცა, მიჩიგანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ანალიზისთვის საკმარისია ცრემლის აღება,