ქრისტესისხლა კანს წმენდს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ხელების ტკივილი დაფნამ გამიქრო

მთელი ცხოვრება ერთ-ერთი ქარხნის ცხელ საამქროში ვმუშაობდი, სადაც არახელსაყრელ შრომით პირობებს ჰაერში ქიმიურ ნივთიერებათა ცხელი ორთქლის მაღალი კონცენტრაციაც ემატებოდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ხელებთან დაკავშირებული პრობლემები დამეწყო (ალერგია მუშაობის პერიოდშივე მაწუხებდა). დამერღვა ნივთიერებათა ცვლა, რადგან ორგანიზმი ცხელი საამქროს პირობებში ვიტამინების ძლიერ უკმარისობას განიცდიდა. ყოველივე ამან მხრის სახსრის ართროზის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

დაავადება დღითი დღე პროგრესირებდა. დილაობით სახსარში შებოჭილობას, მოძრაობის შეზღუდვას ვგრძნობდი, ამიტომ ძლიერ დატვირთვას ვერიდებოდი, ვცდილობდი, მძიმე ტვირთი არ ამეწია. არ ვეკარებოდი ალკოჰოლს, ცხარე და ცხიმიან კერძებს, ვჭამდი უმთავრესად ხილსა და ბოსტნეულს. ექიმის რჩევით ვარჯიშიც დავიწყე. უკეთესობა მალევე ვიგრძენი, მაგრამ ნამდვილი შვებით მხოლოდ მას შემდეგ ამოვისუნთქე, რაც დაფნის ფოთლის ნახარშის სმა დავიწყე.

  • დაფნის 4-5 ფოთოლს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი და დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით და შეფუთეთ ან თერმოსში გადაასხით და გააჩერეთ 8 საათი. ნახარში გადაწურეთ. სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 1/3 ჭიქა.

მკურნალობა 2 კვირა გრძელდება, შემდეგ უნდა შეისვენოთ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ კურსი 1 თვის შემდეგ გაიმეოროთ. სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა - დაფნა სისხლში შაქრის დონეს აქვეითებს, ამიტომ მისი ნახარშის სმა შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.

თუ თვალთ გიბნელდებათ...

მესამე ჯგუფის ინვალიდი ვარ. საკმაოდ მაღალი ხარისხის მიოპია მაქვს - მინუს 18! ბოლო ხანს კი თვალწინ თითქოს რაღაც ლაქები და რგოლებიც მიტრიალებს, ზოგჯერ ქუჩაზე გადასვლისაც კი მეშინია. სუსტი მხედველობის გამო დავკარგე სამსახურიც. ამის გამო სულით დავეცი, სულ იმაზე ვფიქრობდი, რა მელოდა. ყველას ჩემს პრობლემას შევჩიოდი. ერთმა ნაცნობმა მირჩია, დავმშვიდებულიყავი და უპირველეს ყოვლისა რაციონი დამეტვირთა A ვიტამინის შემცველი პროდუქტებით: სტაფილოთი, მწვანე ხახვით, რძით, ყველით, შავი მოცხარით. მანვე მასწავლა პიტნისგან წამლის მომზადება. თურმე პიტნა უხსოვარი დროიდან გამოიყენება თვალისჩინის შესანარჩუნებლად და სამკურნალოდ.

  • წამლის მოსამზადებლად უნდა გამოწუროთ პიტნის მწვანე ფოთლების წვენი, დაუმატოთ იმავე ოდენობის წყალი და ნატურალური თაფლი და კარგად აურიოთ, მერე კი ყოველ დილა-საღამოს ორივე თვალში ჩაიწვეთოთ 2-2 წვეთი. ორთვიანი მკურნალობის შემდეგ თვალწინ მორბენალი ლაქები და რგოლები გამიქრა და შვებით ამოვისუნთქე. ახლა დარაჯად ვმუშაობ. არცთუ ისე სახარბიელო სამსახურია, მაგრამ სულ არარაობას ნამდვილად სჯობს.

ბართოლინიტს იოლად გაუმკლავდებით

ვინც არ იცის, განვუმარტავ, რომ ბართოლინიტი საშოს შესასვლელში მდებარე ბართოლეს ჯირკვლის ანთებაა, რომელიც შესაძლოა გონოკოკმა ან სტაფილოკოკმა გამოიწვიოს. ინფიცირებული ჯირკვალი დიდდება და ყალიბდება ჩირქოვანი აბსცესი, რომელიც ძლიერ მტკივნეულია. ყოველივე ეს სოფელში მეზობლისგან შევიტყვე, რომელიც უსახსრობის გამო ექიმთან მისვლას ვერ ახერხებდა და ბართოლინიტს თავისი ხელით დამზადებული მალამოთი მკურნალობდა. თავდაპირველად მის მალამოს ეჭვის თვალით შევხედე, მაგრამ როცა მითხრა, ერთი კვირის შემდეგ ინფექციისგან კვალიც აღარ დარჩაო, გავოცდი და მალამოს რეცეპტი ვთხოვე. აი ეს რეცეპტიც:

  • აიღეთ 50 გრამი კურდღლის ქონი, 5 გრამი ფუტკრის ფიჭა და 20 გრამი კრაზანას ყვავილი, აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, ვიდრე არ გასქელდება. გააცივეთ და დღეში ორჯერ წაისვით ინფიცირებულ ადგილზე. მალამო რამდენიმე დღეში ამწიფებს ჩირქგროვას და იგი თავისთავად, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე იხსნება.

როცა ჩირქგროვა გაიხსნება, უნდა მოისუფთაოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით, მერე კი ბოლომდე მოსაშუშებლად მტკივანი ადგილები კრაზანას ნაყენით ჩამოიბანოთ.

  • ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ადუღოთ 2-3 წუთი, შემდეგ გააცივოთ და გამოიყენოთ.
  • ჩირქგროვის მომწიფების დასაჩქარებლად კარგი ყოფილა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1 სადილის კოვზი ალოეს ფაფის მიღება: აიღეთ 200 გრამი მცენარის მწვანე ფოთოლი, მოაცილეთ ეკლები და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელსაც უნდა დაამატოთ 400 გრამი თაფლი და ამდენივე ნატურალური წითელი ღვინო, შემოდგათ წყლის ორთქლზე და 1 საათი ხარშოთ. რომ გაცივდება, აუცილებლად გაწურეთ რამდენიმეკეც დოლბანდში და წამალიც მზად არის. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, როგორც უკვე გითხარით, თითო სადილის კოვზი.


წითელ ქარს წითელი აბრეშუმი შველის

15 წელია, რაც წითელი ქარით ვიტანჯები. რამდენჯერმე ვიმკურნალე ანტიბიოტიკებით, მაგრამ უშედეგოდ. წელიწადი ისე არ ჩაივლის, ქვედა კიდურებზე გამონაყარმა, სიცხემ და ტკივილმა არ გამამწაროს... ბოლოს ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და ხალხური მედიცინის იმედად დავრჩი. ზოგიერთი რეცეპტი თავად ვიპოვე, ზოგი ახლობლებმა და მეგობრებმა მომაწოდეს. მეც რაღა დამრჩენოდა, მათ ერთმანეთის მიყოლებით ვცდიდი საკუთარ თავზე. რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ - 30-მდე ხალხური საშუალება მოვსინჯე. ზოგმა მართლაც მაგრძნობინა უკეთესობა, მაგრამ მცირე ხნით, ზოგმა - ისიც ვერა... გადიოდა ხანი და ჩემს ავადმყოფობას არაფერი შველოდა. დიდი ხნის შემდეგ ერთ ჟურნალში წავაწყდი სტატიას სათაურით: "წითელი ქარი წითელი აბრეშუმის წინ ფარ-ხმალს ყრის". წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ხომ გაგიგონიათ, და ამ საშუალების გამოცდაც გადავწყვიტე. სტატიაშივე იყო მითითებული, რომ ამ მოვლენისთვის ოფიციალურ მედიცინას ჯერ კიდევ ვერ ეპოვა რაციონალური ახსნა, მაგრამ ამას აღარ დაგიდევდით; იმ დღესვე შევიძინე წითელი აბრეშუმის ნაჭერი და ჟურნალში მითითებული წესით მოვამზადე წამალი.

  • წამლის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი ნატურალური თაფლი და წითელი აბრეშუმის პატარა ნაჭერი, დაახლოებით ხელის გაშლილი მტევნისოდენა.

ნაჭერი უნდა დაჭრათ უწვრილეს ზოლებად და თაფლში აურიოთ. მიღებული მასა უნდა გაყოთ სამ ნაწილად. დილით, მზის ამოსვლამდე, დაზიანებულ კანზე უნდა დაიდოთ ერთი ნაწილი და შეიხვიოთ. ასე უნდა განაგრძოთ გამოჯანმრთელებამდე. მე წითელი აბრეშუმის სამკურნალო ძალაში დასარწმუნებლად 1 თვე მეყო.

ლიმონი და შტოში ქრონიკულ დაღლილობას დაგაძლევინებთ

რამდენიმე წელია, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ მენეჯერად. მჯდომარე სამუშაო მაქვს, თუმცა ძალზე დატვირთული და შრომატევადი. ზოგჯერ დილიდან დაღამებამდე სამსახურში მიწევს ყოფნა, შესვენებაზე სუფთა ჰაერის ჩასაყლაპადაც კი ვერ ვიცლი. ანაზღაურებას არ ვუჩივი, მაგრამ ერთი პერიოდი გადაღლილობა, მოთენთილობა და ყველაფრისადმი უხალისობა დამჩემდა. მეგობრებმა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზი დამისვეს და სამკურნალო საშუალებაც მასწავლეს.

  • ვიღებთ 1 ჩაის ჭიქა ლიმონის წვენს, 1/2 ჩაის ჭიქა შტოშის წვენს და 2 სუფრის კოვზ შაქარს. წვენებს ერთმანეთში ვურევთ, ვამატებთ შაქარს და 8 საათს ვაჩერებთ. უნდა მიიღოთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ბრონქიტს უხდება...

აცივდება თუ არა, მეწყება ხველება. საერთოდ, ბრონქები ჩემი სუსტი წერტილია, ალბათ იმიტომაც, რომ დიდხანს ვეწეოდი. იძულებული გავხდი, ნებისყოფა მომეკრიბა და სიგარეტისთვის თავი დამენებებინა, მაგრამ ამ მავნე ჩვევამ ჩემს ორგანიზმში კვალი მაინც დატოვა. ხველასა და ბრონქიტს მე ჩემებურად, ხალხური საშუალებებით ვებრძვი და, მერწმუნეთ, წარმატებითაც.

  • ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტი აიღეთ 0,5 კგ-ის ოდენობით. ნაღების უმარილო კარაქი გაადნეთ და გაწურეთ საწურში, დაუმატეთ ღორის ბადექონი (მუცლის ქონს რომ ეძახიან), თაფლი და შაქრის ფხვნილი, შედგით ნელ ცეცხლზე და 5 წუთი ადუღეთ. დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი კაკაო და კარგად მოურიეთ. ამის შემდეგ კვლავ ადუღეთ 5-7 წუთი. 1 სუფრის კოვზი ნარევი დაამატეთ 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეს და მიიღეთ დილით, უზმოზე.

ქრისტესისხლა კანს წმენდს

ჩემი გოგონა გარდატეხის ასაკშია და სხვა პრობლემებთან ერთად გამონაყარიც გვაწუხებს. ვენდე სატელევიზიო რეკლამას და ფერიმჭამელებისა და მუწუკების საწინააღმდეგო თითქმის ყველა ლოსიონი თუ კრემი ვსინჯე, მაგრამ შედეგით დიდად კმაყოფილი არ დავრჩენილვართ, ამიტომ გადავწყვიტე, წამალი ისევ ხალხურ მედიცინაში მეპოვა და მივაგენი კიდეც. ფერიმჭამელებსა და გამონაყარს შეიძლება ვუმკურნალოთ ქრისტესისხლას ნაყენით, რომელიც ასე მზადდება:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ქრისტესისხლა, დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და 5 წუთი ადუღეთ, გადმოდგით, დააყენეთ 6 საათით და გადაწურეთ. დაძინებამდე 15 წუთით ადრე დაიდეთ ამ ხსნარის საფენები. შედეგს 4-5 დღეში შეამჩნევთ.


როგორ დავამარცხოთ პარაზიტები

რამდენიმე შვილიშვილი მყავს, რომლებიც საბავშვო ბაღისა და სკოლის ასაკისანი არიან, ამიტომ მოვიძიე ყველა იმ ავადმყოფობის წამალი, რაც კი შეიძლება ამ ასაკის ბავშვებს დაემართოთ. გთავაზობთ ჭიების საწინააღმდეგო საშუალების რეცეპტს:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ხეჭრელა, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 2-3 საათი გააჩერეთ. გადაწურეთ და მიეცით ბავშვს 1 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

ფეხისგულების ოფლიანობისას

ფეხისგულების ოფლიანობისას უსიამოვნო სუნი არ შეგაწუხებთ, თუ დიდხანს რეგულარულად (დღეგამოშვებით) გაიკეთებთ მუხის ქერქის აბაზანას:

  • 4-5 სუფრის კოვზ მუხის ქერქს დაასხით 1 ლიტრი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10-15 წუთი. გადაწურეთ, ჩაასხით ტაშტში და დაამატეთ იმდენი წყალი, რომ ტერფები მთლიანად დაიფაროს (2-3 ლიტრამდე). ჩაყავით ფეხები 20-30 წუთით.

თუ ფეხებზე სოკო გაგიჩნდათ

რამდენიმე თვის წინ შევამჩნიე, რომ ფეხის თითები მექავებოდა და მიწითლდებოდა. პოლიკლინიკის ექიმმა სოკოს დიაგნოზი დამისვა. გამიკვირდა: სოკო რამ გამიჩინა - ზღვაზე მე არ დავდივარ და აბანოში, არც სხვისი ფეხსაცმლით მისარგებლია-მეთქი. ექიმმა ამიხსნა, შესაძლოა, ეს იმუნიტეტის დაქვეითების ან უხარისხო ფეხსაცმლის ბრალი იყოსო. წამალიც გამომიწერა, მაგრამ აღარ დამჭირვებია - მეგობარმა ხალხური საშუალება მასწავლა, რომელიც ძალიან მომიხდა.

  • აიღეთ რამდენიმე კბილი ნიორი, გაჭყლიტეთ, გაწურეთ, დაუმატეთ იმავე ოდენობის 90%-იანი სპირტი და 10-ჯერ მეტი გამოხდილი წყალი. ისვით ფეხებზე, ვიდრე სულმთლად არ მოგირჩებათ. მერწმუნეთ, ძალზე ეფექტურია.

ჰაიმორიტს სოჭის ზეთით მოირჩენთ

ალბათ ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რამდენად სასარგებლოა წიწვოვანი ეთერზეთები. ქრონიკული ჰაიმორიტი მაწუხებს და გამწვავებისას წიწვოვანი ეთერზეთები, განსაკუთრებით სოჭის ზეთი მშველის, ხოლო თუ თავიდანვე ამით იმკურნალებთ, ეგებ ქრონიკულ ფორმაში აღარც გადავიდეს.

  • ჰაიმორიტის გამწვავებისას თითოეულ ნესტოში ვიწვეთებ 3-4 წვეთ ზეთს. ძალზე ეფექტურია ინჰალაციაც: მდუღარე წყლით სავსე ქვაბში ვაწვეთებ 8-10 წვეთ სოჭის ზეთს, კარგად ვიფუთნები პირსახოცით და 15 წუთი ვისუნთქავ ცხელ ორთქლს.

ქრისტესისხლა ჰერპესულ გამონაყარსაც აშუშებს

ზამთრობით ალბათ ბევრს აწუხებს ჰერპესული გამონაყარი ტუჩის კუთხეებთან. უმეტესად ის რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის, მაგრამ მე ისეთი რთული ფორმით მქონდა, შინიდან გასვლისაც კი მრცხვენოდა, ვიდრე მეგობარმა არ მასწავლა ასეთი ნარევი:

  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი ქრისტესისხლა, 2 ჩაის კოვზი კალენდულას ზეთი და 2 წვეთი ევკალიპტის ზეთი, ერთმანეთში აურიეთ და ისვით მტკივან ადგილზე დღეში 3-ჯერ.

შვრია იმუნიტეტს ამაღლებს

ოპერაციის შემდეგ ძალიან დამიქვეითდა იმუნიტეტი. ცხოვრებაც ისეთია, რომ სტრესს, როგორც არ უნდა ეცადო, თავიდან ვერ აიცილებ... ისე დავსუსტდი, ბანალური გაციებაც კი მირთულდებოდა, სხვა თუ რამდენიმე დღეში გამოდის მდგომარეობიდან, მე კვირები არ მყოფნიდა გონს მოსასვლელად. დღეს ჩვენს აფთიაქებში იმუნიტეტის ასამაღლებელი უამრავი, რადიოსა თუ ტელეარხებზე ფართოდ რეკლამირებული საშუალება იყიდება, მაგრამ ფასი ისეთი აქვს, რას შესწვდები! მეზობელმა მირჩია, წამლებზე ფიქრს თავი დაანებე და შვრიის ნაყენი სვიო. რას ვკარგავდი, ვცადე და, თქვენ წარმოიდგინეთ, მომიხდა.

  • აიღეთ 3 ჩაის ჭიქა შვრია (მარცვალი და არა ფანტელი!), კარგად გარეცხეთ და დაასხით 3 ლიტრი წყალი. ადუღეთ 20 წუთი ნელ ცეცხლზე, გადმოდგით, კარგად შეფუთეთ და 24 საათი ასე გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, ნახარშს დაუმატეთ 100 გრამი თაფლი, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, კიდევ ერთხელ შედგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ადუღებისთანავე გადმოდგით, გააცივეთ, გადაასხით სუფთა ბოთლებში და შედგით მაცივარში. მიღების წინ თქვენი გემოვნებით დაუმატეთ ლიმონის ახალგამოწურული წვენი. სვით მცირე ყლუპებით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 100 გრამი.