მცენარეთა კოაგულაციური ან ანტიკოაგულაციური თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მცენარეები, რომლებიც აფერხებენ და აუმჯობესებენ სისხლის შედედების უნარს

რომ სისხლის შესქელებისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ მათი მიღებისგან? იქნებ ზოგიერთი მათგანი უბრალოდ დამარეგულირებელია? მადლიერი ვიქნები, თუ თქვენს ჟურნალში სისხლის გამასქელებელ და გამათხევადებელ მცენარეებს გააშუქებთ.

ბუნებაში მრავლად არის ანტიკოაგულაციური თვისების მქონე მცენარე. ისინი შეიცავენ სისხლის შედედების შემაფერხებელ კომპონენტებს, რის წყალობითაც ხელს უშლიან თრომბების წარმოქმნასა და სისხლძარღვთა დაცობას. ჯანმრთელ ორგანიზმში თრომბების წარმოქმნის პროცესი, ჩვეულებრივ, დაბალანსებული და ერთგვარად გამართლებულია - მისი წყალობით ხდება სისხლძარღვის დარღვეული კედლის აღდგენა და სისხლდენის შეჩერება. ორგანიზმის ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობის, მაგალითად, თრომბოფლებიტის დროს კი იცვლება სისხლძარღვთა კედლის სტრუქტურა, სისხლის წებოვნება, რაც ხელს უწყობს სისხლის შესქელებასა და თრომბების წარმოქმნას.

ჯანმრთელ ორგანიზმში სისხლის შედედების სისტემა შედედების საწინააღმდეგო (ანტიკოაგულაციურ) სისტემასთან წონასწორობაშია. ერთ-ერთი მათგანის ფუნქციის მოშლის შემთხვევაში ბალანსი ირღვევა და სხვადასხვა პათოლოგიას ანუ ნორმიდან გადახრას ვიღებთ. ზოგიერთი მცენარე ამ ორი სისტემის ფუნქციის რეგულატორად გვევლინება, ზოგიერთი კი მხოლოდ სისხლის შემდედებელი ან შედედების საწინააღმდეგო სისტემის ფუნქციას ააქტიურებს. ამ შემთხვევაში საუბრობენ მცენარეთა, შესაბამისად, კოაგულაციურ ან ანტიკოაგულაციურ თვისებებზე.

აქედან გამომდინარე, თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მცენარეთა ნაყენების მიღება არათუ რეკომენდებული არ არის, არამედ სახიფათოც კია!

სისხლის შედედების შემაფერხებელ მცენარეთაგან აღსანიშნავია ყვითელი ძიძო და ცხენისწაბლა.

ძიძოს შემადგენლობაში უამრავ სხვა ნივთიერებასთან ერთად შედის კუმარინიც. მცენარის ჭკნობისას კუმარინისგან დიკუმარინი წარმოიქმნება, ეს უკანასკნელი კი ხელს უწყობს სისხლდენას. ლიტერატურაში აღწერილია სპონტანური სისხლდენისა და შინაგან ორგანოებში სისხლჩაქცევის ეპიდემიები იმ შინაურ ცხოველებში, რომლებსაც თივაში ძიძო ჰქონდათ შერეული.

სამკურნალო თვისებების გამო ძიძოს ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში, მაგრამ მისი გამოყენება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. რაც შეეხება ცხენისწაბლას, მისი პრეპარატები წარმატებით გამოიყენება თრომბოფლებიტის, ათეროსკლეროზის, ბუასილის, ვენების ვარიკოზული გაგანიერების სამკურნალოდ (სამკურნალოდ ვარგისია მცენარის ქერქი, ყვავილი, თესლი და თესლის კანი). ცხენისწაბლაში არსებული გლიკოზიდები ფრაქსინი და ესკულინი მატონიზებელ გავლენას ახდენს ვენებსა და ვენულებზე (წვრილი ვენური სისხლძარღვები), რითაც ზრდის ვენური სისხლის ნაკადის სიჩქარეს. სისხლის ნაკადის აჩქარება კი თრომბების წარმოსაქმნელად არახელსაყრელ პირობებს ქმნის.

გარდა ამისა, ცხენისწაბლას მოქმედი ნივთიერებები ამცირებს სისხლის წებოვნებას და ანელებს მისი შედედების პროცესს. სისხლის შედედებას აუმჯობესებს გლერძი, იაპონური სოფორას ნაყოფი, ბურბუშელას ფესვი, ფარსმანდუკი.

მომზადება და გამოყენება

  • აიღეთ აღნიშნული მცენარეები თანაბარი რაოდენობით, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, ჩაასხით თერმოსში და დილამდე გააჩერეთ. მეორე დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობა. ნაყენი დღეში 3-4-ჯერ უნდა მიიღოთ, 1/3-1/4 ჭიქა. მკურნალობის კურსი ერთ-ორთვიანია. ერთთვიანი შესვენების შემდეგ აუცილებელია კურსის გამეორება.
  • ჰემოფილიით (მემკვიდრეობითი მიდრეკილება სისხლდენისადმი. ამ დროს სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია) დაავადებულებმა უნდა მიირთვან პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის შედედებას. ასეთია: მწვანე ხახვი, ისპანახი, უმი კომბოსტო, ნიახური.
  • ჩვეულებრივი კოწახურის ყველა ნაწილი შეიცავს ალკალოიდ ბერბერინს, რომელიც აქვეითებს არტერიულ წნევას, ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, ხელს უწყობს ნაღვლის გამოყოფას და სისხლის შედედებას, რის გამოც ნაწლავებიდან სისხლდენის დროს რეკომენდებულია მისი გამოყენება.
  • აიღეთ ორი ჩაის კოვზი კულმუხოს ფესვი (დაფქული), დაასხით ორი ჩაის ჭიქა წყალი, გააჩერეთ 8 საათი. სვით დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, ნახევარ-ნახევარი ჭიქა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნემსიწვერას ბალახი, იმ განსხვავებით, რომ ნემსიწვერას ნაყენი დღის განმავლობაში ყლუპობით უნდა სვათ.
  • სისხლის შედედების განსაკუთრებით ძლიერი უნარი აქვს წიწმატურას. უნდა აიღოთ 3 სადილის კოვზი მცენარე, დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი და თერმოსში 3-4 საათი გააჩეროთ. უნდა მიიღოთ ჭამის წინ, 1/2 ჭიქა. მითითებული ოდენობა ერთი დღის ულუფაა.