სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისხლში შაქრის დონის დამაქვეითებელი სამკურნალო მცენარეები

კაკალი. კაკლის უღლის ნახარში შაქრიანი დიაბეტის დროს აუმჯობესებს ადამიანის საერთო მდგომარეობას. 40 გრამს დაასხით 0,5 ლიტრი წყალი და ნელ ცეცხლზე ერთი საათი ადუღეთ. ყოველი ჭამის წინ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე, თითო სადილის კოვზი ნახარში უნდა მიიღოთ. ძალზე სასარგებლოა კაკლის მაისში დაკრეფილი ფოთლების ნაყენიც: გამომშრალი ფოთლები წვრილად დაჭერით, ერთ სადილის კოვზს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ერთი წუთის განმავლობაში ადუღეთ, შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში თანაბარი ულუფებით. მისი მიღება ერთი წლის განმავლობაშიც კი შეიძლება. ეს ნაყენი რეკომენდებულია არა მხოლოდ შაქრიანი დიაბეტის, არამედ ჩიყვის, ათეროსკლეროზული პროცესების, კისტებისა და მაღალი არტერიული წნევის დროსაც.

შვრია. სისხლში შაქრის დონის მოსაწესრიგებლად გამოიყენება შვრიის მარცვალი და ჩენჩო. აიღეთ ერთი სადილის კოვზი მარცვალი (სასურველია, ჩენჩოიანად), დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გაყავით 3-4 ულუფად (არ არის აუცილებელი, თანაბარი იყოს), მიიღეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე. ნახარში შეინახეთ მაცივარში.

დარიჩინი. დღეში ნახევარი ჩაის კოვზი დარიჩინი საკმარისია, რომ სისხლში შაქრის დონე დაიქვეითოთ. ამ თვალსაზრისით დარიჩინი განსაკუთრებით სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულთათვის. ის, გარდა იმისა, რომ ეფექტურად არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ორგანიზმის ზოგადგამაჯანსაღებელ საშუალებადაც გვევლინება. სამკურნალო მიზნით დარიჩინი შეგიძლიათ ჩაიშიც ჩაამატოთ. ის მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის კი არ არის სასარგებლო, არამედ მათთვისაც, ვისაც სისხლში შაქრის ფარული პრობლემები აქვს. აღმოჩნდა, რომ დარიჩინის აქტიური კომპონენტია წყალში ხსნადი პოლიფენოლი. ლაბორატორიულ პირობებში ეს ნივთიერება ინსულინის შესაძლებლობათა იმიტირებას ახდენს - ააქტიურებს ამ ჰორმონის მიმღებ რეცეპტორებს და უჯრედებში ინსულინის მსგავსად "მუშაობს". ადამიანებზე ჩატარებული დაკვირვება-გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 3-5 გრამი დარიჩინი ოცი და მეტი პროცენტით ამცირებს სისხლში შაქრის დონეს. Gგარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ეს სანელებელი ცხიმებისა და "ცუდი ქოლესტერინის" დონესაც აქვეითებს, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, ხელს უშლის სისხლის შედედებას, ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება - აჩერებს მიკროორგანიზმთა ზრდას.

მიხაკი. სისხლში შაქრის დონის მოსაწესრიგებლად და სისხლძარღვთა გასაწმენდად აიღეთ 20 ცალი მიხაკი (სანელებელი და არა ყვავილი), დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მთელი ღამე გააჩერეთ. დალიეთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. საღამოს ამ ოც მიხაკს კიდევ ათი ცალი დაამატეთ, დაასხით მდუღარე და ისევ მთელი ღამე გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. მეორე დღეს იმავე ოდენობით მიიღეთ. ამის შემდეგ ახალი ნაყენი მოამზადეთ. მკურნალობის კურსი 6 თვეა.

ოროვანდი. ოროვანდის ფესვი 40%-მდე ინულინს შეიცავს, რომელიც დიდ როლს ასრულებს შაქრიანი დიაბეტის, ასევე ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების მკურნალობაში. ეფექტიანია რევმატიზმისა და გასტრიტის დროსაც. აიღეთ 20 გრამი ოროვანდის ფესვი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი წყლის აბაზანაში, გააცივეთ და გადაწურეთ. მიირთვით ერთი სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

დაფნის ფოთოლი ეფექტურად აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს. აიღეთ 8-10 ცალი, დააქუცმაცეთ, მოათავსეთ თერმოსში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და მთელი ღამე გააჩერეთ. მიირთვით თბილი, 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3-6 თვეა.

ბაბუაწვერა. სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებლად რეკომენდებულია ბაბუაწვერას ფესვის ნაყენის მიღება. აიღეთ ერთი სადილის კოვზი ბაბუაწვერას ახალამოღებული ფესვი, კარგად გარეცხეთ, მოათავსეთ ჭურჭელში, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ, შეფუთეთ და ორი საათი გააჩერეთ სითბოში. შემდეგ გადაწურეთ. მომზადებული ნაყენი ერთი დღის ულუფაა. ის სამ ტოლ ნაწილად უნდა გაყოთ და ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღოთ.

პირშუშხა. მისი ფესვიც ეფექტურად აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს. აიღეთ, კარგად გარეცხეთ, გახეხეთ, შეურიეთ მაწონში თანაფარდობით 1:10. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. შაქრის დონე თანდათანობით დაიწევს და სამკურნალო ეფექტი თვალსაჩინო გახდება.