პოლინეიროპათია - კლინიკური ნიშნები და მკურნალობის მეთოდები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პოლინეიროპათია - კლინიკური ნიშნები და მკურნალობის მეთოდები

  • ინფექციური;
  • აღმოცენებული როგორც ამა თუ იმ სომატური დაავადების გართულება;
  • მემკვიდრეობითი;
  • სიმსივნეებთან ასოცირებული და სხვა.

მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ პოლინეიროპათიების მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ფორმებს. მწვავე ნეიროპათია უმეტესად გილენ-ბარეს სინდრომის სახელითაა ცნობილი. იგი გავრცელებულია მსოფლიოს ყველა კუთხეში, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და თანაბრად ემართება ორივე სქესს. ათიდან ექვს შემთხვევაში მას წინ უძღვის რესპირატორული ან კუჭ-ნაწლავის ბაქტერიული ინფექცია. ნეიროპათიისთვის დამახასიათებელი ნიშნები ინფექციური დაავადებიდან 1-3 კვირის შემდეგ იჩენს თავს. შედარებით იშვიათია ვირუსული ინფექციის, ვადაგასული ცოფსაწინააღმდეგო ან გრიპის ვაქცინით აცრის შემდგომი პოლინეიროპათიები. პოლინეიროპათია პირველად XIX საუკუნის შუა ხანებში აღწერეს, აღნიშნეს მისი გავრცელების აღმავალი ხასიათი, შედეგად სასუნთქი კუნთების დამბლა და სიკვდილი. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს დაავადება არ გამოირჩევა სეზონურობით და არ ვლინდება ეპიდემიის სახით. ადრეული სიმპტომებიდან აღსანიშნავია პარესთეზია (ჭიანჭველას ცოცვის შეგრძნება) და დაბუჟება, უფრო მეტად - ფეხებისა, "წინდების" და ხელებისა - "ხელთათმანების" სახით. ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა როგორც ტერფების, ისე ფეხების ზემოთა ნაწილების მეტ-ნაკლებად სიმეტრიული სისუსტე, რომელიც რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ორ კვირაში ვითარდება. ეს უკვე აღმავალი (ლანდრის) ფორმაა, რომელიც უკვე ვახსენეთ. მოგვიანებით სისუსტე თავს იჩენს ტორსის, ნეკნთაშუა, კისრისა და სახის კუნთებში. სისუსტე პროგრესირებს, შესაძლოა მიაღწიოს ტოტალურ დამბლას და სასუნთქი კუნთების ჩართვის გამო სიკვდილი გამოიწვიოს. ასიდან ორმოცდაათზე მეტ შემთხვევაში პაციენტები უჩივიან ყრუ ტკივილებს და დისკომფორტს ზურგისა და ბარძაყის კუნთებში. პირველ დღეებში თავს იჩენს მგრძნობელობის ობიექტური მოშლა, განსაკუთრებით - ღრმა მგრძნობელობისა. შეინიშნება მყესთა რეფლექსების დაქვეითება, მერე კი გაქრობაც. ვითარდება სახის კუნთების ორმხრივი დამბლა (ზოგჯერ ეს ერთ-ერთი პირველი სიმპტომია). ვლინდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოშლის ნიშნებიც: სინუსური ტაქიკარდია, სახის გაწითლება, ხანგამოშვებითი ჰიპერტენზია, ოფლის გამოყოფის შემცირება, შარდის შეკავება და ყაბზობა.

- როგორ სვამენ პოლინეიროპათიის დიაგნოზს?

- სადიაგნოზოდ აუცილებელია თავ-ზურგტვინის სითხის ანალიზი და ელექტრონეიროგრაფიული გამოკვლევა, რაც კლინიკურ მონაცემებთან ერთად ზუსტი დიაგნოზის დასმის გარანტიას იძლევა.

- როგორ მკურნალობენ?

- მძიმე შემთხვევების მკურნალობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სუნთქვის მართვას და პაციენტზე განსაკუთრებულ მეთვალყურეობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. წნევის მერყეობა - მისი ვარდნა ან, პირიქით, მომატება, ასევე - გულის მუშაობის ცვალებადობა, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, ფილტვის ემბოლიზმი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. საჭიროა ფილტვების გახანგრძლივებული მექანიკური ვენტილაცია, რაც ტრაქეოსტომიის პირდაპირი ჩვენებაა. სასუნთქი და საშარდე გზების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ანტიბიოტიკების გამოყენება. პარალიზურ ფაზაში აუცილებელია პასიური მოძრაობების წარმოება კიდურებში, მათი გადაადგილება, რათა გარანტირებული იყოს დადამბლავებულ კიდურებში მოძრაობის აღდგენა. გილენ-ბარეს პოლინეიროპათიის დროს სპეციფიკური მკურნალობა პლაზმაფერეზის ან იმუნოგლობულინ-G-ს დანიშვნას ითვალისწინებს. პლაზმაფერეზი ემსახურება პლაზმიდან ანტისხეულების გამოყოფას და პლაზმაში გლობულინისა და მარილის ხსნარის შეყვანას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასიცოცხლო ფუნქციების ძლიერი მოშლის დროს. ამ შემთხვევაში ჰორმონების დანიშვნა უშედეგოა. ამას ადასტურებს მტკიცებითი მედიცინის მონაცემები.


- როგორია დაავადების პროგნოზი, რა გართულებამ შეიძლება იჩინოს ამ დროს თავი?

- ასიდან 3-5 შემთხვევაში შედეგი ფატალურია. ყველაზე უკეთ აღჭურვილ საავადმყოფოებშიც კი დაავადების ადრეულ სტადიაში სიკვდილის ძირითადი მიზეზებია გულის გაჩერება, სუნთქვის დისტრესსინდრომი და სხვა. მოგვიანებით მოსალოდნელია ფილტვის ემბოლიზმი, გახანგრძლივებული იმობილიზაცია და სუნთქვის მოშლილობა, რაც ამ სტადიაში სიკვდილის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს. პაციენტების უმრავლესობა ამ პერიოდში იკურნება, მოტორული სფერო სავსებით ან თითქმის სავსებით აღდგება. წესისამებრ, ხანდაზმული პაციენტები უფრო ნელა გამოდიან ამ მდგომარეობიდან და აქვთ ნარჩენი მოვლენებიც. აქსონის რეგენერაცია 6-დან 18 თვემდე გრძელდება. სრული გამოჯანმრთელებისთვის საჭიროა დაახლოებით 3 წელი.

- გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა, რა იწვევს პოლინეიროპათიას?

- ჩვენ განვიხილეთ პოლინეიროპათიის ყველაზე გავრცელებული ფორმა - გილენ-ბარეს სინდრომი, გამოწვეული კამპილობაქტერიული ან ვირუსული ინფექციით. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია დიფტერია, ბოტულიზმი, კეთრი, მედიკამენტებით მოწამვლა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, შაქრიანი დიაბეტი, რევმატიზმი, სიმსივნე. ამ უზარმაზარი ჯგუფიდან ყველაზე ხშირად დიაბეტური პოლინეიროპათია გვხდება, ჩვეულებრივ, 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში. დიაბეტური პოლინეიროპათია უმეტესად ვლინდება თვალის მამოძრავებელი ნერვების დამბლით. ტერფებსა და წვივებში სიმეტრიულად ვითარდება მგრძნობელობის მოშლა, ქრონიკულად მიმდინარეობს და ნელა პროგრესირებს.

- როგორ იმართება დიაბეტური ნეიროპათია?

- მთავარია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ნორმის ფარგლებში შენარჩუნება, რადგან დადასტურებულია, რომ არსებობს უშუალო კავშირი პერიფერიული ნერვის დაზიანებასა და გლუკოზის არაადეკვატურ რეგულაციას შორის. ინსულინ-გლუკოზის სათანადო კონტროლის პირობებში ნეიროპათიის გამოვლინება, ისევე როგორც რეტინოპათიისა და ნეფროპათიისა, საგრძნობლად მცირდება. ბოლო ხანს გაიდლაინები გვთავაზობენ ამიტრიპტილინის ან ახალი თაობის სხვა ანტიდეპრესანტების გამოყენებას ტერფებისა და მტევნების ტკივილებისა და პარესთეზიების დროს.

- ზემოთ ნეიროპათიის მიზეზებს შორის ალკოჰოლიც ახსენეთ. როდის და როგორ ვითარდება ალკოჰოლური ნეიროპათია?

- დასავლეთის ქვეყნებში კვებითი (ნუტრიციული) პოლინეიროპათიები უპირატესად ალკოჰოლიზმთან ასოცირდება. ალკოჰოლური პოლინეიროპათია ვითარდება ალკოჰოლის ტოქსიკური მეტაბოლიტების პირდაპირი ზემოქმედების ან B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის შედეგად, რაც ალკოჰოლიზმით დაავადებულთა არასრულფასოვანი კვების შედეგია. ამ ტიპის ნეიროპათიის დამახასიათებელი ნიშნებია მწვავე ტკივილები, ტერფების დაბუჟება, ღრმა მგრძნობელობის მოშლა.

- როგორ მკურნალობენ ალკოჰოლურ ნეიროპათიას?

- მთავარია ალკოჰოლზე უარის თქმა, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის შევსება და სრულყოფილი კვება. ნაჩვენებია სამკურნალო ფიზკულტურა ანტიდეპრესანტებისა და ანტიკონვულსანტების ფონზე. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მიზეზებით გამოწვეული პოლირადიკულონეიროპათიების მკურნალობაზეც. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში აუცილებელია მიზეზის დადგენა და მიზეზობრივი თერაპიის ჩატარება.

- შესაძლებელია თუ არა ამ დაავადების პრევენცია?

- დაავადების პრევენცია გულისხმობს სამედიცინო დაწესებულებაში დროულ მიმართვას, რადგან დაავადების პროგნოზი პირდაპირ არის დამოკიდებული დროულად ჩატარებულ გამოკვლევებსა და მკურნალობაზე.