დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

თუ ჰაიმორიტმა თავი შეგახსენათ

თუ ჰაიმორიტი ქრონიკულ პრობლემად გექცათ, რომელიც პერიოდულად თავს გახსენებთ, გირჩევთ, ჰაიმორის ღრუ მცენარეთა ნაკრებისგან მომზადებული ნაყენით გამოირეცხოთ:

  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი მრავალძარღვა, 1 სუფრის კოვზი კაკლის ფოთოლი, 2 სადილის კოვზი ფარსმანდუკი, დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 3 სუფრის კოვზ ნაკრებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 1 საათით.

ამ ნაყენით უნდა გამოირეცხოთ ჰაიმორის ღრუ - ცხვირით შეისრუტოთ და გადმოღვაროთ - დღეში ორჯერ. ანა ბიჭაშვილი

  • რევმატიზმის დამარცხებაც შესაძლებელია
  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ახალი ნიახურის ფესვი, დააქუცმაცეთ, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 4 საათი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეგიძლიათ, ნაყენი ცივი წყლითაც მოამზადოთ, ოღონდ ასე დაყენებული უნდა სვათ მეოთხედი ჭიქა, დღეში 3-ჯერ ჭამამდე. იზო კუჭავა

ალერგიულ გამონაყარს ღვია დაგიამებთ

ალერგია ყოველ წელიწადს მახსენებს თავს. უკვე ვიცი, როგორ დავძლიო იგი. უკანასკნელ ხანს ყველაზე დიდ თავსატეხს ალერგიული გამონაყარი მიჩენდა, ახლა მისი მოთვინიერებაც ვისწავლე.

  • აიღეთ ღვიის დაქუცმაცებული ტოტი  - 200-300 გრამი, და დაასხით 10 ლ ცივი წყალი, დააყენეთ 2 საათით, ამის შემდეგ ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთი, გაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში, 36-37-გრადუსიან წყალში.

აბაზანა უმჯობესია მიიღოთ ძილის წინ. მკურნალობის კურსი 10-12 პროცედურაა, რომლებიც დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ. ლელა ყურაშვილი

კაკლის ფოთლის ნაყენი ენერგიით აგავსებთ

ფიზიკური, გონებრივი თუ ფსიქოემოციური გადაღლა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ პრობლემას დღეს ახალგაზრდები უფრო ხშირად ეჯახებიან, ვიდრე ასაკოვნები, რადგან მათი ყოველდღიური ცხოვრება უდიდეს დაძაბულობასა და დატვირთვას მოითხოვს. ბევრი პრობლემის მოგვარებას არცთუ უვნებელი ხერხებით ცდილობს, სწორედ მათ ვთავაზობ სამკურნალო საშუალების რეცეპტს, რომელიც, გამოფიტულებსა და ენერგიისგან დაცლილებს, საოცარი მხნეობით აავსებს.

  • აიღეთ 10 გრამი კაკლის ხმელი ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ.
  • 2 სუფრის კოვზ ხმელ, დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 2 საათი და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

დარწმუნებული ვარ, ამ წამლების ეფექტიანობაში მალე თვითონვე დარწმუნდებით. ირა მუმლაძე

სელის თესლი თირკმელებს კენჭებისგან წმენდს

დიდი ხანია, თირკმელებში კენჭები მაქვს. წინათ სისტემატურად დავდიოდი სამკურნალოდ კურორტებზე, მინერალურ წყლებს ვსვამდი და ფიზიოთერაპიულ პროცედურებსაც ვიტარებდი, ახლა კი ამის საშუალება აღარ მაქვს. დახმარებისთვის ისევ ბუნებას მივმართე და არც მინანია. სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემ მიერ ნაცად რეცეპტს:

  • აიღეთ 1 ჩაის ჭიქა დაფქული სელის თესლი, დაასხით 3 ჩაის ჭიქა რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, თან განუწყვეტლივ ურიეთ, ვიდრე ქვაბში 1 ჩაის ჭიქა ნახარში არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ დილით, უზმოზე. სვით ზედიზედ 5 დღის განმავლობაში. მერე 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. კენჭები ორგანიზმიდან გამოვა. ერთი წლის შემდეგ მთელი კურსი გაიმეორეთ.

მკურნალობა შედეგიანი რომ იყოს, რაციონიდან ამოიღეთ ცხარე და შემწვარი კერძები. ნიკო ტყეშელაშვილი, ვანი


ნიგვზის უღელი დიარეას უხდება

სუსტი კუჭ-ნაწლავი მაქვს, საკმარისია, ხილი და ბოსტნეული ცოტა ზედმეტი მომივიდეს, რომ მაშინვე კუჭის აშლილობა მეწყება. ყველაზე ეფექტური წამალი კაკლის უღლების სპირტიანი ხსნარი აღმოჩნდა:

  • აიღეთ 300 გრამი ნიგვზის უღელი, დაასხით 250 მლ სპირტი, გააჩერეთ 3 დღე. 6-10 წვეთი 50 გრამ თბილ წყალში გახსენით და მიიღეთ.

ლეილა ისმაილოვა, სიღნაღი

ნაწოლებსა და ჩირქოვან ჭრილობებს მოგიშუშებთ

ჩემს დედამთილს ბარძაყის ყელის მოტეხილობის გამო დიდხანს მოუხდა წოლა. ყველანაირად ვუმუშავებდით კანს, რომ ნაწოლები არ გასჩენოდა, მაგრამ მაინც ვერ ავცდით. მაშინ მეგობარმა, რომლის მეუღლესაც იგივე პრობლემა ჰქონდა, მასწავლა მალამოს რეცეპტი, რომელმაც ძალიან კარგად მოაშუშა ნაწოლები:

  • ორთქლის აბაზანაზე გაალღვეთ 25 გრამი თაფლის სანთელი და 100 გრამი ნაღების კარაქი, დაუმატეთ ამ ნარევს 100 გრამი თაფლი, 3 ცალი მოხარშული კვერცხის გული და 3 სუფრის კოვზი პურის ფქვილი. კარგად აურიეთ, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა, დადგით გასაცივებლად სიგრილეში და დაადეთ ნაწოლებზე ამ მალამოს საფენები.

სხვათა შორის, ჩემმა მეგობარმა ამ მალამოთი თავის ქალიშვილს მასტიტიც მოურჩინა. მაია მექოშვილი, საგარეჯო

ბუასილის ეფექტური წამალი

პროფესიით მძღოლი ვარ. მჯდომარე ცხოვრების წესის გამო გამიჩნდა ბუასილი. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ კვების რეჟიმიც მოუწესრიგებელი მაქვს და ხშირად მიწევს წახემსება მშრალი საკვებით. ბუასილის გამწვავების დროს ვხმარობ ამ მალამოს, რომლის მომზადება ჩვენი პოლიკლინიკის მედდამ მასწავლა:

  • თუჯის ჭურჭელში მოათავსეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, 10 გრამი სუფთა პროპოლისი, 50 მლ ზეთი, 50 გრამი თაფლის სანთელი. ჭურჭელი შედგით კარგად გახურებულ ღუმელში, ვიდრე ყველა კომპონენტი კარგად არ გალღვება, მერე გამოიღეთ და გააცივეთ. ძილის წინ ამ ნარევით გაჟღინთეთ დოლბანდის ტამპონი და ჩაიდეთ ანალურ ხვრელში მთელი ღამით. ასე გაიმეორეთ ყოველ ღამე ჩივილების გაქრობამდე.

ავთანდილ კაკაბაძე, სამტრედია

გულის ტკივილსა და ქოშინს დაგავიწყებთ

რამდენიმე თვის წინ დამჩემდა სისუსტე, გულის ტკივილი, მაღალი წნევა, თავის ტკივილი, დროდადრო წნევაც მიწევდა, მაწუხებდა ქოშინი. წავედი ექიმთან, ჩამიტარეს გამოკვლევები, დამინიშნეს მკურნალობა, მაგრამ ბუნებრივი საშუალებები ვამჯობინე, მით უმეტეს, მის ეფექტურობაში მეზობლის მაგალითზე დავრწმუნდი.

  • აიღეთ თითო ჩაის ჭიქა თაფლი, ხახვისა და პირშუშხას ახალგამოწურული წვენი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და 2 კბილი დანაყილი ნიორი. მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დილით, უზმოზე, მზის ამოსვლამდე, და 2 ჩაის კოვზი - საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ. მკურნალობის კურსი 1-2 თვეა. წამალი შეინახეთ მინის ან თიხის ქილაში.

ლატავრა ძიძიშვილი, თბილისი

წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალო საშუალება

50 წელს გადავაბიჯე. ეს რამდენიმე თვეა, შემაწუხა ხშირმა შარდვამ, ღამღამობითაც ვდგებოდი ხოლმე. მივედი ექიმთან, ჩავიტარე ექოსკოპია - აღმომაჩნდა წინამდებარე ჯირკვლის ადენომის საწყისი სტადია. თანამშრომელმა მომიტანა შინაური წამალი, რომელიც ძალიან მომიხდა და თავადაც ვისწავლე მისი დამზადება.

  • მომინანქრებულ ქვაბში ჩაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, ჩაამატეთ 1 მუჭა ხახვის გარეცხილი ფურცელი და ადუღეთ 3-5 წუთი ნელ ცეცხლზე, გადმოდგით ქურიდან, გააჩერეთ 1 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ 25 დღის განმავლობაში.

ელგუჯა ქავთარაძე, ზესტაფონი

ასე შეიძლება მოვირჩინოთ ქოლანგიტი

ბოლო ხანს არასასურველი ეკოლოგიისა და უხარისხო საკვების გამო თითქმის ყოველ მეორეს ქოლანგიტი - ღვიძლშიდა ან ღვიძლგარე ნაღვლის სადინარების ანთება - ემართება. მეც ეს პრობლემა მაწუხებს. ხშირად მაქვს ნაწლავთა აშლილობა, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ზოგჯერ ტემპერატურაც მიწევს. გამწვავებას ასე ვუმკლავდები:

  • ვიღებ 1 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ბაბუაწვერას ფესვს, ვასხამ 200 მლ მდუღარე წყალს, ვაჩერებ 1 საათს, ვწურავ და ვიღებ 50 მლ-ს დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ცისანა ჟორჟოლიანი, ქუთაისი