დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ნიორი ანემიის მკურნალია

დროდადრო, როდესაც თავს სისუსტეს ვამჩნევ და დაღლილობაც ადვილად მერევა, ვიკეთებ სისხლის ანალიზს, რომელიც მიჩვენებს, რომ ჰემოგლობინი მაქვს დაბალი. ამ დროს ვიღებ ნივრის სპირტიან ხსნარს, რომელიც საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ჩემს სისხლნაკლებობას.

  • აიღეთ 300 გრამი ნიორი, დანაყეთ ან გაატარეთ ხორცსაკებ მანქანაში, დაასხით 960-იანი სპირტი, ისე, რომ დაიფაროს ნივრის მასა. გააჩერეთ 3 კვირის განმავლობაში. მიიღეთ 20 წვეთი 3-ჯერ დღეში.

ნანა კობერიძე, ბათუმი

პანარიციუმს და ძირმაგარას საჭმელი სოდა შველის

ვფიქრობ, “ოჯახის მკურნალის” მკითხველისთვის საინტერესო იქნება პანარიციუმის მკურნალობის ჩემებური მეთოდი. რამდენჯერმე დამიჩირქდა ცერა თითი, ალბათ ფრჩხილების დამუშავების დროს ინფექცია შემეჭრა. ძალიან მტკიოდა, მაგრამ ექიმთანაც არ მივდიოდი, იმის შიშით, რომ ოპერაცია არ დამჭირვებოდა. მეზობელმა საჭმელი სოდის პროცედურა მასწავლა. რამდენჯერმე ჩავიტარე და ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის გარეშე მომირჩა. ეს არის უმარტივესი და უიაფესი პროცედურა: საჭმელ სოდას ვასხამდი მდუღარე წყალს, ოდნავ რომ შეგრილდებოდა (თითისთვის ასატან ტემპერატურამდე), ვყოფდი შიგნით თითს და რამდენიმე წუთს ვაჩერებდი.

  • ერთხელ ძირმაგარამ შემაწუხა, ვიფიქრე სოდიანმა ხსნარმა პანარიციუმის ჩირქს თუ უშველა, ძირმაგარასაც მოერევა-მეთქი და არც შევმცდარვარ. სოდის ცხელ ხსნარში ვასველებდი ბამბის ტამპონს, ოდნავ ვწურავდი, ვიდებდი ძირმაგარაზე და ვიმაგრებდი ლეიკოპლასტირით ან ბინტით. ვიტარებდი ამ პროცედურას 2-3-ჯერ, ანუ მანამდე, სანამ ფურუნკული არ შეხორცდებოდა.

ზ. ზერეკიძე

ყინული მუწუკებს შველის

სამკურნალო კრემები და ლოსიონები ყოველთვის ვერ შველის მუწუკებს და ზოგჯერ შესაძლოა სრულიად საწინააღმდეგო ეფექტიც კი გამოიწვიოს. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მინდა, გასწავლოთ ერთი საშუალება, რომელიც მეც და ჩემს ახლობლებსაც ძალიან გვშველის.

  • თავდაპირველდ დაგჭირდებათ კრაზანა (მას აფთიაქში შეიძენთ). ახალი იქნება თუ გამხმარი, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მოამზადეთ კრაზანას ნაყენი ასე: 1 ლიტრ ცივ წყალში ჩაყარეთ 3-4 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული მცენარე და წამოადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, დაახურეთ სახურავი, გააჩერეთ ასე გაგრილებამდე (დაახლოებით 1 საათი) და გაფილტრეთ. ამის შემდეგ ნაყენი ჩაასხით ყინულის ფორმებში და შედგით საყინულეში.

თუ ყოველ დილით გაიწმენდთ სახეს ასეთი ყინულით, მუწუკებისგან კვალიც აღარ დარჩება.

ბ. ბასილია

პიელონეფრიტი - ჩვენი სატკივარი

ექიმებმა პიელონეფრიტის დიაგნოზი დამისვეს. რასაკვირველია, წამლებიც გამომიწერეს. ძალიან ძვირი მიჯდებოდა მათი ყიდვა, ამიტომ ორი დღის სამყოფი შევიძინე და დავლიე, მეტი ვერ შევძელი. ჩემი ავადმყოფობა გულთან მიიტანა მეზობელმა, გამომიტანა თავისი ხელით მომზადებული პროპოლისის კარაქი, ამიხსნა, როგორ უნდა მესვა, მეც დავუჯერე და, შეიძლება ითქვას, დღეს უკვე განკურნებული ვარ. მეზობელმა ამ წამლის მომზადებაც მასწავლა და მითხრა, დიდი მადლი იქნება, თუ სხვებსაც ასწავლიო. ძალიან მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველებს გავაცნო ეს რეცეპტი, ვინ იცის, იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს.

  • ერთი კილოგრამი უმარილო ნაღების კარაქი გაალღვეთ მომინანქრებულ ქვაბში და დაელოდეთ, სანამ 80 გრადუსამდე არ გაგრილდება. ამასობაში მჭრელი დანით ან სახეხით დააქუცმაცეთ პროპოლისი. ზამთარში პროპოლისი მაგრდება და ადვილად იფხვნება, ზაფხულში კი წებოვანია და ძნელი დასაქუცმაცებელი, რადგან დანას ან სახეხს ეკვრის, ამიტომ წელიწადის ცხელ დროს მაცივარში უნდა შეინახოთ.
  • 150 გ დაქუცმაცებული პროპოლისი ჩაყარეთ 80 გრადუსამდე შეგრილებულ კარაქში და გულდასმით აურიეთ ლითონის კოვზით. შემდეგ ქვაბს დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 20 წუთი. ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერმე აურიეთ, რათა პროპოლისი არ მიეკროს ქვაბის კედლებსა და ძირს. 20 წუთის გასვლის შედეგ მიიღებთ ფაფისმაგვარ მასას. შემდეგ ეს მასა გააცხელეთ 80-90 გრადუსამდე (და უფრო მეტად) 15-20 წუთის განმავლობაში. მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად ქვაბი ხან უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან, ხან ისევ შედგათ. უმჯობესია მიიყვანოთ 90 გრადუსამდე, შემდეგ გადმოდგათ ქურიდან და 80 გრადუსამდე გაგრილებული კვლავ შედგათ. მზა მასა უნდა გაფილტროთ ცალფა დოლბანდში ან ლითონის საცერში და ქილაში გადაიღოთ.

მზა პროპოლისის კარაქს აქვს მოყვითალო-მომწვანო ფერი, პროპოლისის სპეციფიკური სუნი და სასიამოვმო მომწარო გემო. შედედების შემდეგ ქილის ძირზე რჩნება პროპოლისის ნაწილაკების ნალექი. ის უვნებელია და მისი ჭამა შეიძლება. თუ პროპოლისის კარაქს დაბალი ხარისხის ნაღების კარაქისგან მოამზადებთ, მაშინ ქილის ძირზე წარმოიქმნება წყალი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაასხათ. ამისთვის კარაქი გახვრიტეთ რაიმე მჭრელი საგნით (დანით, ჩხირით) და წყალი გადმოღვარეთ. ქილის ძირზე წყალი არ გაჩნდება, თუ ნაღების კარაქს წამოდუღების დროს (პროპოლისის გარევამდე) მოხდით ქაფს.

  • ასე ვამზადებდი პროპოლისის კარაქს და ვიღებდი ჭამამდე დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზს, 1 საათით ადრე, თან წვენს ან კომპოტს ვაყოლებდი. გარდა ამისა, პერიოდულად ვსვამდი სიმინდის ულვაშის, ნიახურის ან დათვის კენკრას ნახარშს.

ქ. ცირეკიძე


პროპოლისი ადენომის წინააღმდეგ

ალბათ გაგიგონიათ, რომ პროსტატიტი და პროსტატის ადენომა ძალიან გავრცელებული პრობლემაა და ასეთ დროს ექიმები პაციენტებს უფრო მეტად ოპერაციას სთავაზობენ. იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ოპერაცია არ არის საჭირო - რასაკვირველია, ეს ექიმმა უნდა გადაწყვიტოს პაციენტის საგულდაგულო გამოკვლევის შემდეგ, - მაგრამ სხვა საშუალებებიც ვიცი.

  • დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, მიიღეთ 1 სუფრის კოვზი პროპოლისის ექსტრაქტი. ყოველღამე გაიკეთეთ სწორ ნაწლავში პროპოლისის სანთლები. იმკურნალეთ 2-4 კვირა.
  • სანთლების დასამზადებლად აიღეთ 40 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი, დაასხით 200 მლ სპირტი, გააჩერეთ 10-12 დღე (ყოველდღე შეანჯღრიეთ). შემდეგ შემოდგით ნელ ცეცხლზე, ადუღეთ, სანამ სპირტი არ აორთქლდება. მიღებულ მასაში ჩაყარეთ 2 გ კაკაო, გულდასმით აურიეთ და გააკეთეთ სანთლები.
  • ოხრახუშის წვენი: კარგად გარჩეული და გარეცხილი ახალი ოხრახუში გამოწურეთ, აურიეთ იმავე ოდენობის თაფლში და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ. კარგია ცისტიტის დროსაც.

შესანიშნავი იქნება, თუ ამის პარალელურად ყვავილის მტვერსაც მიიღებთ: 1 ჩაის კოვზი კარგად დაღეჭეთ დღეში 3-ჯერ და მიაყოლეთ ცოტაოდენი წყალი. მე 6 თვე ვმკურნალობდი და პროსტატის ადენომა აღარ მაწუხებს.

კ. ბასილაშვილი

კონიაკი - სიმელოტის მკურნალი

სიმელოტის მკურნალობის შესახებ სხვისგან კი არ გამიგონია, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. სხვათა შორის, ეს რეცეპტი მეგობარსაც ვასწავლე, მაგრამ დაიზარა გაკეთება, მერე მისი მეუღლე ჩავრიე საქმეში და ორივემ ერთად გადავარჩინეთ იგი გამელოტებას. ახლა გასწავლით, როგორ უნდა მომზადდეს გამელოტების საწინააღმდეგო წამალი.

  • აიღეთ 200 გ კარგი კონიაკი, აურიეთ 100 გ გახეხილ ხახვში ან ნიორში (წვენიც შეიძლება) და ეს ნარევი ყოველდღიურად შეიზილეთ თმის ძირებში. თუ სასურველი შედეგი ვერ მიიღეთ, ფარ-ხმალი არ დაყაროთ, მეორე კურსი ჩაიტარეთ. როცა თავზე ღია ფერის თმა ამოგივათ, მოიპარსეთ და განაგრძეთ მკურნალობა. თქვენი თმის ბოლქვები აუცილებლად აღდგება და ჩვეულებრივი (როგორიც ადრე გქონდათ) თმაც ამოგივათ. ყოველ შემთხვევაში, მე და ჩემს მეგობარს გვიშველა.

გ. მარშანია

აბუსალათინის ზეთი, იქთიოლი,  სტრეპტოციდი და ვარიკოზი

თქვენს ჟურნალში ბევრი სასარგებლო რჩევა წავიკითხე, ბევრი შინაური წამლის მომზადება ვისწავლე, რომელთაც წარმატებით ვიყენებ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. მინდა, ჩემი რჩევით მეც დავეხმარო ვინმეს. მარჯვენა ფეხზე ვენები ძალიან მქონდა გაგანიერებული და მტკიოდა. ნემსების ხანგრძლივი კურსის შემდეგ გამიჩნდა ოცთეთრიანისოდენა წყლულები. მივმართე უბნის ექიმს. მირჩია, აფთიაქში შემეძინა აბუსალათინის ზეთი, იქთიოლის მალამო, სტრეპტოციდი და მომემზადებინა მალამო:

  • ერთმანეთში კარგად უნდა აურიოთ 100 გ აბუსალათინის ზეთი, 5 გ იქთიოლის მალამო და 1 გ დაფშვნილი სტრეპტოციდი. გამოყენების წინ ვათბობდი ცხელი წყლის აბაზანაში, ვურევდი და ვიდებდი დაწყლულებულ ფეხზე ამ მალამოს კომპრესს. ორ კვირაში წყლულების კვალიც აღარ დამრჩა.

ს. კვირტია