ფილოსოფიიდან ფარმაკოლოგიამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფილოსოფიიდან ფარმაკოლოგიამდე

თუმცა ეს ზღვაში წვეთი გახლდათ. იმის თქმა მინდა, რომ დღესაც კი უამრავი მცენარე მალავს ისეთ საიდუმლოს, რომლის ამოცნობა მედიცინასა თუ სხვა სფეროებში რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს. თუმცა ეს მომავლის საქმეა. ამჯერად კი უკვე გახსნილ ერთ-ერთ საიდუმლოზე ვესაუბრებით ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორ ლევან ხოსიტაშვილს, რომელმაც მამასთან ერთად არაერთი ორიგინალური მცენარეული პრეპარატები შექმნა.

- ბატონო ლევან, “ტყის ნობათის” შესახებ ცოტა რამ მსმენია. სანამ მასზე გადავიდოდეთ, შემთხვევით ვისარგებლებ და გკითხავთ, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი როგორ მოხვდა ფიტოთერაპიის სფეროში?

- (იღიმება) ეს მართლაც საინტერესო ამბავია. ადრე სხვა ინტერესები მქონდა. კომაროვში ვსწავლობდი. სიმართლე გითხრათ, სკოლაში ქიმია და ბიოლოგია მეორეხარისხოვნად მიმაჩნდა, პირველი ადგილი ფიზიკასა და მათემატიკას ეკავა. ჯერ ფიზიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მერე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი დავამთავრე, ამის შემდეგ - ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი ღვინის, კვებისა და პროდუქტების ტექნოლოგიის განხრით. ათი წელი გერმანიაში ვცხოვრობდი, მერე კი, როცა დავინახე, რომ მამაჩემის საქმეს გამგრძელებელი სჭირდებოდა, თანაც ეს საქმე საკმაოდ საინტერესო იყო, ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. გამიჭირდა, მაგრამ ბევრი კითხვისა და მეცადინეობის წყალობით ეს სფეროც “გავწიე”, დაახლოებით ხუთი წლის წინ დისერტაციაც დავიცავი და ამჟამად, როგორც დიპლომიანი ფარმაცევტი, ყველაფერს თავად ვაკეთებ. დღეს დაკავებული ვარ მცენარეულ საწყისებზე დამზადებული პრეპარატების წარმოებითა და რეალიზაციით. ჩვენ ოთხი პრეპარატი გვაქვს, რომლებიც გარკვეულ მცენარეთა ნაკრების საფუძველზეა დამზადებული.

- სანამ ამ პრეპარატებზე ვისაუბრებთ, მინდა, ორიოდე სიტყვით მამის საქმიანობის შესახებაც გვიამბოთ.

- მამაჩემი ვაჟა ხოსიტაშვილია, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მას პროფესორის საპატიო წოდება მიანიჭეს კოსმეტიკისა და ბიოლოგიის დარგში. მსგავსი წოდება კოსმეტიკაში, თუ კარგად მახსოვს, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მამაჩემის გარდა მხოლოდ ერთ პიროვნებას აქვს. მამაჩემის სამეცნიერო ნაშრომები კოსმეტიკას ეხებოდა და დისერტაციაც ამ დარგში დაიცვა ლენინგრადში. მამა ბევრს მუშაობდა მცენარეულ პრეპარატებზე. სხვათა შორის, ოთხმოციანი წლების ბოლოს ჩვენ კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ქარხანასთან გვქონდა ურთიერთობა. რუსეთში უმთავრესად ფიჭვზე მუშაობდნენ და მამამ რუსეთიდან საქართველოში ჩამოიტანა ცოდნა, რომლის საფუძველზეც ათ წელიწადზე მეტი ხნის წინ შეიქმნა პრეპარატი “ტყის ნობათი”.

- ახლა უკვე გასაგებია თქვენი ასეთი რადიკალური შემობრუნების მიზეზი ფილოსოფიიდან და ფიზიკიდან ფიტოთერაპიამდე...

- მართალი ბრძანდებით, მამის პროფესიამ და საქმიანობამ დიდი როლი ითამაშა. ჯერ კიდევ პატარაობისას მახედებდა თავის ყველა ნაშრომში, ზოგჯერ - ძალით, ზოგჯერ - ინტერესის გაღვივებით. მართალია, მაშინ ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ თანდათანობით დამაინტერესა ამ საქმემ, ჩამითრია. თავდაპირველად წინააღმდეგობები გვქონდა, ხშირად ვკამათობდით, და მაინც, მამამ მოახერხა ჩემი გადაბირება. მივხვდი, რომ არ შეიძლება დიდი ცოდნის დაკარგვა, მომწონს მე ეს თუ არა. მოკლედ, ვეცადე და გამომივიდა.

- მოდი, პრეპარატებზე ვისაუბროთ. როგორც თქვენი ნათქვამიდან გავიგე, “ტყის ნობათი” წიწვოვან მცენარეებზეა დამზადებული...

- უხეშად რომ ვთქვათ, მისი ძირითადი კომპონენტი ფიჭვია, უფრო სწორად, ფიჭვის ექსტრაქტები. “ტყის ნობათს” მოსდევს “ტყის ნობათი პლუსი”, რომლის შემადგენლობაში კალიუმის იოდიდი შევიტანეთ. კლინიკური დასკვნების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ის შედეგიანია იოდდეფიციტის დროს. ჩვეულებრივ, კალიუმის იოდიდი სწრაფად გამოდის ორგანიზმიდან, მაგრამ ამ პრეპარატთან ერთად ის აბსორბირდება და უფრო მეტხანს რჩება. მასში ქიმია არ არის, კონსერვანტსაც კი არ შეიცავს, ტკბილია და ეკოლოგიურად სუფთაა. წიწვები ბაკურიანიდან და ბორჯომიდან ჩამოგვაქვს. ამჯერად ატენიდან ჩამოვიტანეთ, დასახლებული პუნქტებიდან მაქსიმალურად დაშორებული ადგილებიდან, შეიძლება ითქვას, უღრანი ტყიდან, რომ ეკოლოგიურად ზედმიწევნით სუფთა ყოფილიყო. ქიმიურ პრეპარატებს გვერდითი მოვლენები აქვთ, ამას კი არავითარი. შემდეგ დამზადდა “მენჯუნი”. ეს სახელწოდება იშიფრება როგორც “მცენარეული ნაკრები, ჯამი, უნივერსალური”. ის ხუთ მცენარეს შეიცავს, რომელთა ნაკრებიც ძალიან უხდება გულს. მისი გავლენით სისხლძარღვები სიმტკიცესა და ელასტიკურობას იძენს, რაც გარკვეულწილად ამცირებს ინფარქტის განვითარების რისკს. მის შემადგენლობაში შედის ც და პპ ვიტამინები და კახური ღვინის ტანინი, რომელთა სწორი კომბინაცია გულსა და სისხლძარღვებზე დადებით გავლენას ახდებს.


- “უნივერსალური” მეტისმეტად ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის?

- შესაძლოა, ოდნავ ხმამაღალი იყოს, მაგრამ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში სწორედ ეს სახელი შეარჩიეს. სიმართლე გითხრათ, არც ერთი პრეპარატის ნათლობისას, გარდა ერთისა, იქ არ ვყოფილვარ, თორემ მე ლათინურ სახელებს ავირჩევდი, რომლებიც მარკენტიგულად უფრო მომგებიანია.

- თქვენ მეოთხე პრეპარატიც ახსენეთ... ეს პრეპარატები  ქარხნული წესით არის დამზადებული?

- დიახ, ჩვენ გვაქვს ლიცენზირებული მინიქარხანა. ეს პრეპარატები ლიცენზირებულია, სერტიფიცირებული. არსებობს კლინიკური დასკვნებიც. ძალიან კარგად გვიცნობენ ჯანდაცვის სამინისტროში და სხვაგანაც. მეოთხე პრეპარატია “მულტიპექტინი”. სწორედ მის ნათლობაზე ვიყავი და ეს სახელიც მე შევთავაზე. ის პირველის მსგავსი პრეპარატია, ოღონდ სხვა მექანიზმით მუშაობს, ანუ “მულტიპექტინიც” ანტიოქსიდანტია და თავისუფალ რადიკალებს ბლოკავს.

- ხომ არ გახსენდებათ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა რომელიმე პრეპარატთან დაკავშირებით?

- იყო ერთი მეტად საინტერესო შემთხვევა... სიმართლე გითხრათ, აღარც კი მახსოვდა ეს ამბავი. სამი ადამიანი, რომლებმაც, თუ არ ვცდები, ჯართში ჩასაბარებლად რადიაქტიური ნივთიერება გადაზიდეს, უმძიმეს მდგომარეობაში მოხვდა ონკოლოგიურ საავადმყოფოში. თუ არ ვცდები, ისინი სოფელ ჭუბურხინჯის მაცხოვრებლები იყვნენ. ონკოლოგიურში სწორედ იმ დროს “ტყის ნობათის” კლინიკური შემოწმება მიმდინარეობდა, უფრო სწორად, მასზე თითქმის დამთავრებული გახლდათ მუშაობა და კლინიკური დასკვნებისთვის ყველაფერი მზად იყო. იმ ადამიანების უმრავლესობას, რომლებიც ქიმიოთერაპიას იტარებენ, სისხლის ანალიზები უუარესდება. ამ სამი ადამიანის სისხლის ანალიზებიც ასეთივე მდგომარეობაში იყო. მამის რჩევით, მათ დაიწყეს ჩვენი პრეპარატის მიღება და ერთი კვირის შემდეგ, როცა მამა საავადმყოფოში მივიდა, ეს “გადადებული” პაციენტები დომინოს თამაშით იქცევდნენ თავს. სამივე ჯანმრთელი გაეწერა საავადმყოფოდან. კიდევ ერთ საინტერესო შემთხვევას გავიხსენებ. ექიმებმა ჩემს ერთ ნათესავს ექვსი თვის სიცოცხლე უწინასწარმეტყველეს. ის მარტო ამ პრეპარატს სვამდა და ექვსი წელი იცოცხლა. არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავ, ეს მისი “ბრალიც” იყოს. “ტყის ნობათი” შედარებით ძველი პრეპარატია. მას შეიძლება “მცენარეული რედბულიც” უწოდო, ენერგიის მომცემია და ნევროზულ მდგომარეობასაც უხდება. კარგია მათთვის, ვინც ზღვაზე მიდის, ვინც რენტგენულ აპარატებთან მუშაობს. მას ორგანიზმიდან რადიონუკლიდები და მძიმე მეტალები გამოაქვს. ჩვეულებრივ, ადამიანი მთელი დღის განმავლობაში შარდთან ერთად გამოყოფს 2-3 ბეკერელ ურანს. თავიდან არც ვიცოდი, მართლა იყო თუ არა ადამიანის ორგანიზმში ურანი, მაგრამ ცდებმა ეს დაადასტურა. ცდების დროს, როცა ადამიანი ამ პრეპარატს სვამდა, მისი ზემოქმედებით შარდში 200 ბეკერელი ურანი გამოიყოფოდა.

- ეს ხომ ძალიან ბევრია...

- გეთანხმებით, თვეზე გადაანგარიშებით ათასები გამოდის. საკუთარ თავზე, - მე რადიოლოგიის ინსტიტუტში ვმუშაობდი, - ახლობლებსა და თანამშრომლებზეც ჩავატარეთ ცდები... სხვა პრეპარატებიც შევისწავლეთ ამ კუთხით, მაგრამ მათ სასურველი შედეგი ვერ მოგვცეს, მხოლოდ “ტყის ნობათმა” მოახერხა ამ რაოდენობის მძიმე მეტალების გამოტანა.

- დაუჯერებელ ამბავს მეუბნებით.

- მესმის, დაუჯერებელია, ჩვენთვისაც თავიდან დაუჯერებელი იყო. დამეთანხმებით, ნამდვილად უცნაურად ჟღერს, რომ ორგანიზმში ამ რაოდენობის ურანი შეიძლება იყოს. პატარა კამათიც კი მოგვიხდა ჯანდაცვის სამინისტროში. ბოლოს ინტერნეტში იმდენი მასალა მოვიძიეთ, რომ შესაძლებელი გახდა ამ მოვლენის მეტ-ნაკლებად შესწავლა. წესით, ორგანიზმში არ უნდა იყოს ურანი, რადგან თუ მისმა რაოდენობამ მოიმატა, შესაძლოა უჯრედი სიმსივნედ გადაგვარდეს. გარემოც რომ დაბინძურებულია მძიმე მეტალებით, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. საკმაოდ საინტერესო მასალები შემიძლია მოგაწოდოთ ამ მხრივ. ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყოველთვე საწვავის წვის შედეგად საქართველოს თავზე რამდენიმე ათეული ტონა მძიმე ლითონი და სხვა მავნე ნივთიერება იფრქვევა. მძიმე მეტალებთან ერთად “ტყის ნობათს” ორგანიზმიდან მარილებიც გამოაქვს, ამიტომ აუცილებელია, ამ პრეპარატის ერთი კურსის მიღების შემდეგ ადამიანმა შეისვენოს, რათა ორგანიზმმა მოახერხოს ამ მარილების მარაგის აღდგენა. ამ პრეპარატს აღმოაჩნდა სხვა სასარგებლო თვისებებიც. კერძოდ, ზოგიერთმა ექიმმა ის დამამშვიდებლად გამოიყენა, გარდა ამისა, მასში არის ბუნებრივი ალკალოიდები, რომლებიც მომადუნებელ ეფექტს იძლევა და სხვა. “ტყის ნობათი” 12-13 წელია ბაზარზეა და ამ ხნის განმავლობაში დიდი გამოცდილებაც დაგროვდა და დიდი სტატისტიკური მასალაც. დაბოლოს, მინდა ისიც გითხრათ, რომ ამ პრეპარატების მიღება პროფილაქტიკის მიზნით ჯანმრთელ ადამიანსაც შეუძლია. წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით მათთვის იქნება სასარგებლო, ვინც ზღვისა და მაღალმთიან  კურორტებზე აპირებს დასვენებას.