დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • გამწვავებისას ჭვავის ან/და კარტოფილის ფქვილს ვიყრიდი გაწითლებულ ადგილზე და ზემოდან კომპრესის ქაღალდს ვიფარებდი. მერე უნდა შეიხვიოთ და გაიჩეროთ ერთი დღე. სახვევი ყოველდღე უნდა იცვალოთ.

თავად პროცედურა უნდა ჩატარდეს გამთენიისას, მზის ამოსვლამდე ერთი საათით ადრე. ძალიან მომიხდა გაწითლებულ ადგილებზე ქაფურისზეთიანი  ბამბის დადებაც, რომელიც ზემოდან უნდა გადაიხვიოთ. პროცედურის გამეორება საჭიროა დღეში 2-ჯერ. თუმცა ყველაზე თვალსაჩინო ეფექტი მაინც დინდგელის მალამოს გამოყენების შემდეგ ვიგრძენი. განსაკურნებლად აუცილებელია დღეში 3-4-ჯერ დინდგელის მალამოს წასმა. დაზიანებულ ადგილზე ტკივილი და ქავილი საგრძნობლად შეგიმცირდებათ, თუ ორ საათში ერთხელ მტკივან ადგილებზე ღორის მუცლის ქონს წაისვამთ. ქ. ჯ. გურჯაანი

საკვერცხის ანთებას გვირილის ნაყენი შველის

შვებულებას ზღვაზე ვატარებდი. გავცივდი და საკვერცხის ანთება დამემართა. დავბრუნდი თუ არა, ვიმკურნალე, მაგრამ საკმარისი იყო, ოდნავ შემცივნოდა ან ფეხი დამსველებოდა, სნეულება კვლავ მახსენებდა თავს. მეგობარმა პროფილაქტიკური მიზნით გვირილის ნაყენის გამოყენება მირჩია და შვებით ამოვისუნთქე.

  • გვირილის ყვავილის ნაყენით გამორეცხვები საუკეთესოა საკვერცხეების ანთების სამკურნალოდ. ამისთვის 1,5 სადილის კოვზ გვირილის მშრალ ყვავილს უნდა დაასხათ ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთოთ, დადგათ 20 წუთი, გაწუროთ.

გამორეცხვები უნდა ჩატარდეს ვაგინალური ოყნით. ნაყენის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36-37 გრადუსს. ნ. რ. წნორი

ჭიებს ბროწეულის ქერქით გამოდევნით

მახვილა ჭიები თუ ასეთი ძნელი მოსაცილებელი იქნებოდა, არ მეგონა. საკმარისი იყო, ჩემი პატარა საბავშვო ბაღში გამეშვა, იმავე თვეში ენტერობიოზი ეწყებოდა. საბედნეროდ, დღეს უამრავი მედიკამენტი არსებობს მის საწინააღმდეგოდ, მაგრამ ბაღში სიარულის დროს ჭიების გადადების ალბათობა იმდენად დიდი იყო, მკურნალობიდან 2-3 თვეში ხელახლა სამკურნალო ვხდებოდით. არადა, ანტიჰელმინთური პრეპარატების უმრავლესობის მიღება მხოლოდ 6 თვის შემდეგ არის ნებადართული და მათი ხშირი გამოყენებაც არ არის სასურველი. ამით შეწუხებულმა, ერთ ნაცნობს შევჩივლე ჩემი გასაჭირი და მან მასწავლა საშუალება, რომელიც შეუზღუდავად შეიძლება გამოიყენოთ მახვილა ჭიების მოსაცილებლად. იგი ყველასათვის კარგად ნაცნობი და ხელმისაწვდომი ბროწეულისგან მზადდება.

  • ერთი ბროწეულის ქერქს უნდა დაასხათ 150 მლ მდუღარე წყალი. მიღებული ნაყენი უნდა გაყოთ 3 ნაწილად და მიიღოთ 30 წუთის განმავლობაში, მშიერ კუჭზე. 3-4 საათის შემდეგ საჭიროა საფაღარათო საშუალების მიღება - ეს პარაზიტების გამოდევნას გააადვილებს.

ლ. ე. თბილისი


გამოცდებმა დაგღალათ და გამოგფიტათ?

მისაღები გამოცდების პერიოდი ურთულესი ხანაა თითოეული აბიტურიენტისა თუ მისი მშობლის ცხოვრებაში. გამოცდების ჩაბარების შემდეგ ბევრ ახალგაზრდას დაუძლეველი სისუსტე და მოთენთილობა იპყრობს. ზოგჯერ ეს ისე მკვეთრადაა გამოხატული, რომ ექიმისგან ექიმთან სიარულს ვერ აუდიან. გთავაზობთ ბაბუაწვერასგან მომზადებულ საშუალებას, რომელიც სწრაფად აღგიდგენთ გამოცდებისთვის მზადების პერიოდში დაკარგულ ენერგიას:

  • 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში და გადაწურეთ.

უნდა სვათ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში. ბაბუაწვერას ახალი ფოთლები აძლიერებს ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას, არეგულირებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. თუ მოისურვებთ, შეგიძლიათ, მისი ნორჩი ფოთლებისგან სალათა მოიმზადოთ და ისე მიირთვათ ან დალიოთ ფოთლების ახალგამოწურული წვენი - 1 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ. ზოგიერთს ურჩევნია, ბაბუაწვერას ფესვების წვეთები სვას, რომლებიც ასე უნდა მოამზადოთ:

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი ბაბუაწვერას ფესვი და დაასხით 1 ჩაის ჭიქა არაყი ან სპირტი. გააჩერეთ 2 კვირა, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

რ. ნ., თბილისი

კატაბალახა ლიბიდოს დაგიბრუნებთ

ჩვენი ერთობ დაძაბული, საკმაოდ მაღალი ტემპითა და რიტმით მიმდინარე ცხოვრების თანამდევ პრობლემად იქცა ალიბიდემია, ქრონიკული გადაღლითა და სტრესით პროვოცირებული სქესობრივი ლტოლვის გაქრობა, რომლის აღდგენაც ადვილად შეიძლება, თუ ნერვული სისტემის დამშვიდებას მოახერხებთ. ამისთვის საუცხოო გამოდგა კატაბალახას ფესვების აბაზანა:

  • უნდა აიღოთ 30 გრამი დაქუცმაცებული კატაბალახას ფესვი და დაასხათ 1 ლიტრი ცივი წყალი. გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ ადუღეთ 20 წუთი და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ. შემდეგ ეს ნაყენი უნდა ჩაასხათ აბაზანაში, რომელშიც წყლის ტემპერატურა არ აღემატება 36 გრადუსს, ჩაწვეთ შიგ და იმდენ ხანს იყოთ, ვიდრე წყალი არ გაცივდება.

ეს პროცედურა ძილის წინ უნდა ჩატარდეს. მკურნალობის კურსი დაახლოებით 12-14 პროცედურაა. თუ აბაზანების პარალელურად კატაბალახას ფესვების ნაყენსაც მიიღებთ, შედეგი კიდევ უფრო მალე გახდება თვალსაჩინო. ლ. კ. გორი

მოათვინიერეთ მადა

წონის დაკლების მსურველთათვის სიახლე არ იქნება, თუ ვეტყვი, რომ დიეტის დროს მთავარია, მადა “მოათვინიეროთ”. ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ის გვიქმნის, გამუდმებით გვიშლის ხელს დასახული მიზნის მიღწევაში. გთავაზობთ მადის მოსათვინიერებელ საშუალებას, რომელიც დიეტის პერიოდში რამდენჯერმე შეგიძლიათ გამოიყენოთ:

  • აიღეთ 50 გრამი სიმინდის ულვაში და დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1-2 საათი და გადაწურეთ.

როგორც კი შიმშილის შემოტევას იგრძნობთ, მაშინვე უნდა დალიოთ 2-3 სადილის კოვზი - მადას აქვეითებს და შიმშილიც გაცილებით ადვილი ასატანი ხდება. ც. ს. ქუთაისი