დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ გულყვითელას ყვავილს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 4 საათით დააყენეთ, მერე გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ.

ნანული ქიტიაშვილი, ხაშური

თუ ჭორფლი და პიგმენტური ლაქები პრობლემად გექცათ

ზაფხულობით შინიდან გასვლისა მეშინოდა - მომხვდებოდა თუ არა მზის სხივები, კანი ჭორფლითა და პიგმენტური ლაქებით მევსებოდა. დედაჩემის მეგობარმა მასწავლა თავისივე ნაცადი წამალი, რომელიც მეც ძალიან მომიხდა:

  • 2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ბაბუაწვერას ფესვი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭირჭელში, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ დუღილამდე და 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და რეგულარულად გაიწმინდეთ სახე ამ ნახარშით. კანი მალე გაგეწმინდებათ.

მანანა ალექსიძე, გორი

თირკმლის კენჭებს უოპერაციოდ მოიშორებთ

რამდენიმე წლის წინ თირკმელში კენჭები აღმომაჩნდა. ვიდრე შემეძლო, ყოველ წელს დავდიოდი საირმეში, ვიტარებდი ფიზიოთერაპიულ პროცედურებს, ვსვამდი მინერალურ წყალს და არაფერი მაწუხებდა. მერე და მერე გამიჭირდა, ამიტომ გამიხშირდა შეტევები, ხალხში კენჭის გავლას რომ ეძახიან. მეგობარმა მასწავლა შინაური წამალი, რომლის წყალობით შეტევას იოლად ვაღწევ თავს:

  • აიღეთ 1 ჩაის ჭიქა შვრია, დაასხით 5 ჩაის ჭიქა წყალი და 20 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. გადმოდგით ქურიდან, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ. სვით ნახარში მთელი დღის განმავლობაში. ყოველდღე ახალ-ახალი ულუფა უნდა მოამზადოთ. მკურნალობა 2 თვე უნდა გაგრძელდეს.

რამდენიმე კურსის შემდეგ ჩავიტარე თირკმელების ექოსკოპია, რომელმაც აჩვენა, რომ აღარც ქვიშა და აღარც კენჭები თირკმელში აღარ იყო. უშანგი ჩიკვილაძე, ონი

კუჭის დაავადებების დროს ქრისტესისხლას ნაყენი სცადეთ

ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებები საყოველთაოდ არის ცნობილი. არაერთხელ გამომიყენებია ეს მცენარე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად, ამიტომ ვცდილობ, საზამთროდ ყოველთვის გადავინახო მისი წვენი, რომელიც კუჭის დაავადებებს ძალიან უხდება.

  • ქრისტესისხლა - ღერო და ყვავილები - გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ. 1 ლიტრ წვენს დაასხით 500 გრამი არაყი და 250 გრამი სპირტი. ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ ხუფი.

პირველ დღეს მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, მომდევნო დღეებში - 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. რუსუდან გიორგაძე, გარდაბანი


ღვიძლს კოწახურის ფესვი გაგიწმენდთ

ბავშვობაში A ჰეპატიტი გადავიტანე. ცხადია, ვიმკურნალე და დიეტაც დავიცავი, მაგრამ მაინც ვცდილობ, გულისყურით მოვეკიდო ღვიძლის მდგომარეობას, რადგან გარემო მავნე ნივთიერებებით არის გაჯერებული და ჩვენი საჭმელ-სასმლის ხარისხიც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომ დროდადრო ღვიძლს კოწახურის ფესვების ნაყენით ვიწმენდ.

  • კოწახურის ფესვები კარგად გაასუფთავეთ, გარეცხეთ, დაჭერით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და მიღებული მასა გააშრეთ. 1 ჩაის კოვზ ამ ნედლეულს დაასხით 200 გრამი მდუღარე წყალი, დადგით, გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ დღეში 3-ჯერ.

მაია ართმელაძე, თბილისი

ანწლის მეშვეობით ბევრ პრობლემას დაამარცხებთ

თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ. განსაკუთრებული ინტერესით ვეცნობი სტატიებს სამკურნალო მცენარეებისა და ხალხური მედიცინის შესახებ. მინდა, მეც გაგიზიაროთ სამკურნალო ღვინის რეცეპტი.

  • ანწლის ნაყოფი გაწურეთ სამფა დოლბანდში, ჩაასხით მინის ჭურჭელში და 3 ლიტრ წვენზე დაამატეთ 2 ჩაის ჭიქა თაფლი. ბოთლს მჭიდროდ დაუხშეთ თავი, საცობს გაუკეთეთ ხვრელი, მასში გაატარეთ შლანგის ერთი ბოლო, მეორე კი ჩაუშვით წყლიან ჭურჭელში, რათა დუღილის დროს აირები გამოვიდეს. ბოთლი მოათავსეთ თბილ, ბნელ ადგილას. დუღილი რომ დასრულდება, გადაასხით ღვინო მუქი მინის ბოთლში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გრილ ადგილას დააწვინეთ. 1-2 თვის შემდეგ ღვინო მზად იქნება. მიიღეთ 50 მლ ჭამის წინ გაციების, ხველის, ანგინის დროს.

ოდითგანვე ცნობილია, რომ ანწლის ახალგამოწურული წვენი და ნაყენი უხდება შაქრიან დიაბეტს (აწესრიგებს სისხლში შაქრის დონეს), კუჭის წყლულს, ნევრალგიას, ჰეპატიტს, რევმატიზმს, რადიკულიტს.

  • 1 ჩაის ჭიქა წვენში გახსენით 1 სუფრის კოვზი თაფლი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ასევე შეიძლება, ანწლის წვენს შეურიოთ თაფლი თანაფარდობით 1:1 და მიიღოთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ანწლის ხმელი ნაყოფი. დააქუცმაცეთ, 10 გრამს დაასხით 200 მლ ოთახის ტემპერატურის ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8-10 საათი (საღამოდან დილამდე), გადაწურეთ და დალიეთ დილით, უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. ყოველდღე ახალ-ახალი ნაყენი უნდა მოამზადოთ. ლატავრა გზირიშვილი, რუსთავი

ვენები გაწუხებთ? სელის თესლი დაგეხმარებათ

ზაფხული შვებულების, ბუნების წიაღში დასვენებისა და ბანაობის სეზონია, თუმცა მას პრობლემებიც ახლავს თან: საღამოობით მიშუპდება ფეხები, მეწვის წვივის კუნთები... გადავწყვიტე, ექიმთან მისვლამდე შინაური წამლები მესინჯა და შესანიშნავი ეფექტი მივიღე.

  • აიღეთ 4 სუფრის კოვზი სელის თესლი, დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. ჭურჭელს თავზე დაახურეთ, კარგად შეფუთეთ და 1 საათით დადგით სითბოში. ნახარში მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარი ჩაის ჭიქა 2 საათში ერთხელ, დღეში 6-8-ჯერ. გემოვნებისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის ან რომელიმე ხილის წვენი.

ნატა ქუთათელაძე, თბილისი