დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

იმ კეთილშობილ ქალბატონს მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ, ეს ამბავი იმდენი ხნის წინ მოხდა, რომც მოვინდომო, ალბათ ვეღარც მივაგნებ. მინდა, მადლიერებით მოვიხსენიო იგი და “ოჯახის მკურნალის” მკითხველსაც გავუზიარო ჩემი ცოდნა, დარწმუნებული ვარ, ჩემი უცნობი “მასწავლებელი” ამ საქციელს მომიწონებდა.

  • აიღეთ 50 გ პროპოლისი და 0,5 კგ ახალი კარაქი. გაალღვეთ ცხელი წყლის აბაზანაში და მიიყვანეთ დუღილამდე. პროპოლისის ნაჭერი დაკეპეთ წვრილად (შეგიძლიათ, შედოთ საყინულეში და როცა გაიყინება, წმინდად გახეხოთ). როგორც კი კარაქი ბუყბუყს დაიწყებს, ჩააგდეთ შიგნით  პროპოლისი და ნახევარი საათი ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა. გააცივეთ, ორფა დოლბანდში გაწურეთ და მინის ჭურჭელში ჩაასხით. კარგად რომ გაცივდება, შედგით მაცივარში. მიიღეთ დესერტის კოვზით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სვით გამოჯანმრთელებამდე. ნაილი ბერიძე

კენჭებს თავიდან ავიცილებთ

ერთხელ ექოზე თირკმელებში ქვიშა აღმომიჩინეს. მართალია, არაფერი მაწუხებდა, მაგრამ ექიმმა გამაფრთხილა, თუ დროულად არ მიხედე თავს, საქმე ცუდად წაგივაო. ექიმებში სიარულის მოყვარული არ გახლავართ, ამიტომ დიეტა ვამჯობინე, საკუთარ ბოსტანში მომყავს ბოსტნეული ქიმიური სასუქის გარეშე და ნატურალური წვენებით ვმკურნალობ. გთავაზობთ ერთ რეცეპტს. ეს ნარევი ძალიან კარგია არა მარტო თირკმელების, არამედ ნაღვლის ბუშტის კენჭების პროფილაქტიკისთვისაც.

  • აიღეთ ერთი ლიმონი და ჩააწურეთ მეოთხედ ჭიქა მდუღარე წყალში. ჩაამატეთ იმავე რაოდენობის კიტრის, ჭარხლისა და სტაფილოს წვენი. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ მთელი ზაფხულის განმავლობაში.

წვენების ასეთი კომბინაცია წმენდს მთელ საშარდე სისტემას, გამოდევნის სილას, თავიდან აგაცილებთ კენჭების წარმოქმნას. ნაღვლის შეგუბების თავიდან ასაცილებლად შეიძლება, 1-2 კვირა ამ ნაზავთან ერთად ნაღველმდენი საშუალებაც სვათ.

  • აიღეთ 2 წილი კრაზანა და 3 წილი ნეგო. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, დააყენეთ 12 საათის განმავლობაში, შემდეგ 5 წუთი ადუღეთ და გაწურეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

ნინო ცეცხლაძე


წნევის წამალი,  თანაც - გემრიელი!

მინდა, “ოჯახის მკურნალის” მკითხველს ვასწავლო ჩემი საყვარელი რეცეპტი, რომელიც აქვეითებს წნევას, თანაც ორგანიზმს ამარაგებს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც ზამთარში ყველას გვაკლია. მე მაღალი წნევაც და მისი დამწევი წამლის რეცეპტიც ბებიაჩემისგან მერგო. ეს წამალი ადვილი მოსამზადებელია:

  • აურიეთ ერთმანეთში 200 გ წითელი  ჭარხლის წვენი, თაფლი, დაამატეთ 100 გ შტოშის წვენი და 100 მლ სამედიცინო სპირტი. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ამ ნაყენს არავითარი უკუჩვენება და გვერდითი ეფექტი არ აქვს, მისი მიღება შეიძლება დიდხანს. თუ წნევა ნორმას დაუბრუნდა და მისი უეცარი აწევ-დაწევა აღარ გაწუხებთ, შეგიძლიათ, ნაყენის მიღება შეწყვიტოთ. მე ორმაგ დოზას ვამზადებ ხოლმე, ვინახავ მაცივარში და ვიღებ 3-3-კვირიან კურსებად. შუალედში 10-12 დღით ვისვენებ. ლეილა საღირაშვილი

ნიახური ჩვენი მეგობარია

ავადმყოფობა არ მაშინებს - ჩემს ბოსტანში ყოველთვის მოიძებნება საჭირო მცენარე. სამკურნალო მცენარეებს სხვაგანაც ვაგროვებ. სამკურნალო წიგნებიდან წლების განმავლობაში ვიწერდი ინფორმაციას ბოსტნეულისა და სხვა მცენარეების სამკურნალო თვისებების შესახებ. მსურს, გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა, გაგაცნოთ ნიახურის სამკურნალო თვისებები და მოგიყვეთ, როგორ ვმკურნალობ ამ მცენარით. დიდხანს ვიტანჯებოდი პოლინოზით. ერთხელ ნაცნობმა ექთანმა მირჩია, ნიახურის წვენი მესინჯა:

  • აიღეთ ნიახურის მსხვილი და წვნიანი ღეროები და გამოწურეთ. მიიღეთ 1 ჩ/კ ახალგამოწურული წვენი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. დოზა თანდათანობით გაზარდეთ და მესამედ ჭიქამდე ადით.

სანამ ამგვარად ვმკურნალობდი პოლინოზს, აღმოვაჩინე, რომ მიკლო სახსრების ტკივილმა. მალე თირკმელების  ტკივილიც დამიცხრა. მოგვიანებით წიგნებშიც ამოვიკითხე, რომ ნიახურის ნაყენი კარგი ყოფილა თირკმლის დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის. 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ცივი წყალი, დააყენოთ 2 საათით და გაწუროთ. მიიღოთ 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ ჭამამდე. ამ ნაყენს აქვს მსუბუქი შარდმდენი მოქმედება და შესანიშნავად არეგულირებს წყალმარილოვან ცვლას. ნ. მიროტაძე

პირში უსიამოვნო სუნი რომ არ გვქონდეს

ბევრს ჰგონია, რომ კბილის ტკივილს პირში სოდიანი წყლის გამოვლება შველის. ეს შეცდომაა. თბილი სოდიანი წყალი არათუ არ აქრობს ანთებას, არამედ მავნეც კია - ღრძილის ქსოვილს აფაშრებს. ანთებითი პროცესების დროს პირში გამოსავლებად უკეთესია მარილიან-იოდიანი ხსნარი  - 1 ჩ/კ მარილი და 5 წვეთი იოდი ერთ ჭიქა წყალზე. წყალი ცხელი უნდა იყოს, მაგრამ არა იმდენად, რომ დაგწვათ. არ შეიძლება მისი ბუყბუყიც და მთელ პირში გადაადგილება - უნდა ჩაიგუბოთ დაავადებული კბილის მხარეს და გააჩეროთ 30-40 წამი, მერე გადმოაფურთხოთ და ახალი ულუფა ჩაიგუბოთ. ასე გაიმეოროთ 10-15-ჯერ. გამოვლება კი 2 საათში ერთხელ არის საჭირო. კარგია აგრეთვე კრაზანას, მუხის ქერქის, არყის ფოთლების ნაყენი, მწვანე ჩაი.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი რომელიმე ბალახი და დაასხით ერთი ჭიქა ადუღებული წყალი. დააყენეთ 30 წუთით, გაწურეთ და გამოივლეთ.
  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი კრაზანა, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და გააჩერეთ 2 საათი. გამოივლეთ პირში დღეში სამჯერ ღრძილების გასამაგრებლად და უსიამოვნო სუნის გასაქრობად.

თუ კბილი ამოგიღეს, ხსნარი სხეულის ტემპერატურისა უნდა იყოს. ამ დროს კარგია ანტისეპტიკური ხსნარები: კრაზანას, გვირილის, ვარდის ფურცლების, მწვანე ჩაის ნაყენი. ივლეთ 2-3 დღე. მე ეს სავლებები მშველის. იქნებ თქვენც მოგიხდეთ. ნინო, 55 წლის