დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

2. ვიდრე ყინული თავის საქმეს აკეთებს, აიღეთ რამდენიმე ღერი ოხრახუში და კარგად დანაყეთ, შემდეგ ყინულით გაცივებულ ადგილზე დაიდეთ და კარგად შეიხვიეთ. ოხრახუში ამცირებს ტკივილს, აცხრობს ანთებასა და შეშუპებას.

3. არანაკლებ კარგია ჩვეულებრივი ძმარი ან ძმრის ესენციაც. უნდა აიღოთ დოლბანდი (ან სუფთა ქსოვილის ნაჭერი), დაასველოთ ძმარში, კარგად გაწუროთ და დაშავებულ ადგილზე დაიდოთ. ანთება მალე ჩაქრება.

ლალი კაკიტელაშვილი, გორი

საავადმყოფოს გზა დამავიწყდა

თქვენი ჟურნალის უერთგულესი მკითხველი ვარ, სამკურნალო წერილებს ენციკლოპედიასავით ვკინძავ. რამდენიმე თვის წინ წავიკითხე წერილი შვრიის სასარგებლო თვისებების შესახებ. განსაკუთრებით მომეწონა მისი კისელით მკურნალობა, თუმცა ოდნავ რთული მეჩვენა, ახლახან კი თავად გადავაწყდი, ჩემი აზრით, უფრო უკეთეს საშუალებას. სწორედ მისი რეცეპტი მინდა შემოგთავაზოთ.

  • აიღეთ ლიტრიანი ქილა და სანახევროდ აავსეთ ჩვეულებრივი შვრიის ფანტელით (ჰერკულესს რომ ეძახიან). დაასხით 1 ჭიქა კეფირი და ბოლომდე შეავსეთ ანადუღარი წყლით. მოურიეთ კარგად და მთელი ღამით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. დილით აიღეთ, გადაასხით სხვა ჭურჭელში თავზე მომდგარი წყალი, ამოიღეთ ქილიდან 1 ჭიქა გაჯირჯვებული შვრიის ფანტელი, სითხე კი კვლავ ქილაში ჩააბრუნეთ.
  • აიღეთ ქვაბი, ჩაასხით შიგ ქილიდან ამოღებული ჰერკულესი, დაამატეთ 1 ჭიქა მდუღარე და მოხარშეთ ფაფა. შეაზავეთ 1 ჩაის კოვზი შაქრითა და ცოტა მარილით, თან განუწყვეტლივ ურიეთ გასქელებამდე, დაახლოებით 3-5 წუთი. ასე მიიღებთ შვრიის კისელს.

ქილაში დარჩენილი მასა მაცივარში შეინახეთ, მისგან კიდევ 2-3 ულუფა კისელი მოიხარშება. ამგვარი მკურნალობით 2 კვირაში კუჭის ტკივილი სრულიად გადამავიწყდა, აღარც მუცელი მებერება და არც მეტეორიზმი მაწუხებს. ნორა კანდელაკი


მედიკამენტების ალერგიას ასე უშველით

ყველამ იცის, რომ როგორც ნატურალური, ისე სინთეზური სამკურნალო საშუალებები შესაძლოა ძლიერი მედიკამენტური ალერგიის მიზეზად იქცეს. ასეთი ალერგიის დროს გამოიყენეთ შემდეგი რეცეპტები:

  • აიღეთ თითო ჩაის კოვზი დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი, გულყვითელას ყვავილი და ორკბილა. დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე. დადგით მთელი ღამით, მერე კი გაწურეთ, უკვე გაწურულს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და ამდენივე მუქი ფერის თაფლი, სასურველია წაბლისა. სვით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თან ყოველი ჭამის შემდეგ ენაზე დაიყარეთ ცოტაოდენი (დანის წვერით) დაფქული კვერცხის ნაჭუჭი (უმჯობესია, სოფლის ქათმისა იყოს). ასე გააგრძელეთ, ვიდრე ალერგიისთვის დამახასიათებელი გამონაყარი, ქავილი ან შეშუპება არ გაგივლით.
  • შაქრის ნატეხს დააწვეთეთ 5 წვეთი დაფნის ზეთი და მოწუწნეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ჭამის შემდეგ კი დალიეთ 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, რომელშიც გახსნილი იქნება 1 ჩაის კოვზი კალიუმის ქლორიდი.

რომან დიდბერიძე, საჩხერე

წნევა აღარ მაწუხებს

მინდა, გიამბოთ, როგორ მოვიწესრიგე წნევა. გრიპის შემდეგ საკმაოდ დიდხანს ვიწექი საავადმყოფოში. წნევა ვერა და ვერ დამიქვეითეს. იქ ერთი კარდიოლოგი გავიცანი, რომელსაც კურორტის კლინიკაში მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. წნევით შეწუხებულს, სწორედ მან მასწავლა ეს წამალი არტერიული წნევის მოსაწესრიგებლად:

  • შეიძინეთ აფთიაქში ქრისტესისხლა. აიღეთ მომინანქრებული ჭურჭელი (ბზარი არ უნდა ჰქონდეს, არც მინანქარი იყოს ამოცვენილი), ჩაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. როცა ადუღდება, ჩაყარეთ შიგ 1 სადილის კოვზი ქრისტესისხლა და ადუღეთ 5 წუთი. გადმოდგით, გააცივეთ და გაწურეთ. ნახარში გადაასხით მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში,  მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. პერიოდულად იზომეთ წნევა. როდესაც დასტაბილურდება, შეგიძლიათ, 3 დღის განმავლობაში მცენარის ნახარში აღარ მიიღოთ.

მკურნალობის ეფექტი 2-2,5 წელიწადი გასტანს, ოღონდ ამ ხნის განმავლობაში არ უნდა გაეკაროთ სასმელს. უკვე 87 წლის ვარ და წნევა ჯერჯერობით კვლავ ნორმის ფარგლებში მაქვს. დავით ცანავა

კატარაქტის შეჩერება შესაძლებელია

გასწავლით, როგორ გაიუმჯობესოთ მხედველობა კატარაქტის დროს.

  • აიღეთ 1 ცალი მოზრდილი ქათმის კვერცხი და კარგად მოხარშეთ. გაფცქვენით, თავი მოაჭერით, გული გამოუღეთ, ცილა კი პატარა ჭიქაში ჩადეთ და თაფლით ამოავსეთ. დატოვეთ ერთი ღამით. დილით თაფლის ნაცვლად იქ თხელი სითხე დაგხვდებათ, რომელიც კარგად უნდა გაწუროთ და ჩაიწვეთოთ თვალში დღეში 2-3-ჯერ. ჩაწვეთების შემდეგ თვალები კარგად აამოძრავეთ, რათა წამალი თანაბრად განაწილდეს. თავი 2 წუთით უკან გადაწეული გეჭიროთ.

მკურნალობის კურსი 20-25 დღეა. შეგიძლიათ, გაიმეოროთ წელიწადში ერთხელ. ნუცა კუტალაძე, თბილისი

თუ პირის ღრუში წყლულები გაგიჩნდათ

ზოგჯერ პირის ღრუს ლორწოვანი წყლულდება, იფარება სითხიანი ბუშტუკებით, რაც ძლიერ ტკივილს და დისკომფორტს იწვევს. დროდადრო ბუშტუკები სკდება და ენაზე წყლულები ჩნდება, რომლებიც წყლის მიმართაც კი მგრძნობიარეა. მდგომარეობა ძალიან წააგავს სტომატიტს, მაგრამ მისგან განსხვავებულად მიმდინარეობს. მისი განვითარების ხელშემწყობი მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია.  გავრცელებული მოსაზრებით, ის ზოგიერთ დაავადებას ახლავს თან. ხალხურ მედიცინაში ამ წყლულების წამალიც მოიპოვება.

  • ჭიქაში - სასურველია, იყოს კერამიკული და სქელკედლიანი - ჩაყარეთ 2 სადილის კოვზი კრაზანა და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით თავდახურული 1 საათით. როდესაც ნაყენი ლამაზ მოწითალო ფერს მიიღებს, გაწურეთ და გამოივლეთ პირის ღრუში.
  • 1 სადილის კოვზი გულყვითელა ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხით 1 ჭიქა ქაფქაფა წყალი, ადუღეთ 10 წუთი ძალიან დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ და გაწურეთ. ეს ნახარში გამოივლეთ პირის ღრუში.
  • პირის ღრუში დღეში რამდენჯერმე გამოისვით ნატურალური თაფლი. ეს ხერხი საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა მხოლოდ მაშინ, როდესაც პროცესი ეს-ესაა დაიწყო და პირის ღრუში მხოლოდ თითო-ოროლა ბუშტუკია.
  • კარგია ახალგამოწურული კომბოსტოს წვენიც. გამოწურეთ, გააზავეთ იმავე ოდენობის თბილი ანადუღარი წყლით და დროდადრო გამოივლეთ პირის ღრუში.

ნათელა წოწონავა