დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • 1 სუფრის კოვზ სალბის წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 20 წუთის შემდეგ გადაწურეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ გამოჯანმრთელებამდე. სალბის უფრო კონცენტრირებული ნაყენი (2-3 სუფრის კოვზ დაჭრილ ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 15 წუთით) გამოიყენეთ კომპრესისა და საფენისთვის ჭრილობის, დამწვრობისა და ტროფიკული წყლულის დროს.
მაკო უნგიაძე, ჩოხატაური

ანტიდეპრესანტებს სჯობია

ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია მორალური, მატერიალური ან ფსიქოლოგიური კრიზისი. ერთნი უმტკივნეულოდ გადალახავენ კრიზისულ სიტუაციას, ხოლო მეორენი დეპრესიას ეძლევიან და იწყებენ სხვადასხვა ანტიდეპრესანტის სმას, მაგრამ უეკთესობას ვერ გრძნობენ. როდესაც საზოგადოებას ზნეობრივად უჭირს, დეპრესიისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ მისი დაძლევა შესაძლებელია საინტერესო წიგნების კითხვით, ბუნების წიაღში გასეირნებით, საინტერესო ადამიანებთან კონტაქტით, საკუთარი თავისა თუ გარშემო მყოფთა სიყვარულითა და პატივისცემით. დეპრესიის დროს კარგია ხალხური საშუალებებიც:

  • აიღეთ 10 გრამი ბარამბოს ფოთოლი, 1 გრამი ანგელოზას ფესვი, 1 ცალი ლიმონის ქერქი, მიხაკის 1-2 კვირტი, მწიკვი დაფქული ქონდარი. ამ ნარევს დაასხით 1 ლიტრი არაყი, დააყენეთ 2 კვირის განმავლობაში და გადაწურეთ. მიიღეთ ყლუპობით.
ლენა გოცირიძე, ქუთაისი

აბზინდა - არომატული მკურნალი

ახალგაზრდობაში სისხლნაკლულობას ვუჩიოდი - ადვილად ვიღლებოდი, გამუდმებით სისუსტეს ვგრძნობდი, ცუდად გამოვიყურებოდი - აბა, ვის მოეწონება ავადმყოფურად გაფითრებული ქალიშვილი? დედა მაჭმევდა კალორიულ კერძებს, ვაშლს, მასმევდა პომიდვრის წვენს. ერთხელ კი ვიღაცამ აბზინდის ნაყენის რეცეპტი ასწავლა, რომელიც საოცრად მომიხდა. დედა თვითონვე აგროვებდა აბზინდას მაისში, ახმობდა და ასე ინახავდა. სხვათა შორის, ვისაც სახლში აბზინდა გაუხმია, ეცოდინება, რა სასიამოვნოა იმ ოთახში ძილი, სადაც ეს მცენარეა გაშლილი: ჰაერი სასიამოვნო არომატით არის სავსე და, გამოღვიძებული, თავს არაჩვეულებრივად გრძნობ.

  • ნ აბზინდის ნაყენი კი ასე მზადდება: აიღეთ 100 გ მცენარე, დაასხით ნახევარი ლიტრი არაყი და 1 კვირით დააყენეთ. შემდეგ გააზავეთ 5 წვეთი 30 მლ წყლით და უზმოზე მიიღეთ.

დღეს თავს სავსებით ჯანმრთელად ვგრძნობ, ხოლო აყვავებული აბზინდის დანახვაზე საოცრად სასიამოვნო ემოცია მეუფლება.

ქეთევან დაფქვიაშვილი


ტაქიკარდიას მცენარეული ნაყენი შველის

ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან შემომიტია ტაქიკარდიამ. გული რომ არ ამჩქარებოდა, ღამღამობით ზოგჯერ წამომჯდარს მეძინა. შემდეგ მეგობარმა მომიმზადა ეს ნახარში, რომელიც ძალიან მომიხდა:

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი გულყვითელას დაქუცმაცებული ყვავილი, 2 სუფრის კოვზი ბარამბოს ფოთოლი, 3 სუფრის კოვზი პიტნის ფოთოლი. 3 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე, წამოადუღეთ, 1 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ გადმოდგით და კიდევ 1 საათი აცადეთ. ბოლოს გადაწურეთ. გაყავით 3 თანაბარ ულუფად და მიიღეთ ჭამიდან ჭამამდე შუალედებში. მკურნალობის კურსია 2 კვირა.

ნუნუ ფიცხელაური, ახმეტა

ორკბილას ნაყენი ფსორიაზის პროგრესირებას აჩერებს

მაქვს ფსორიაზი. ალბათ იცით - ეს კანის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც დროდადრო მწვავდება. მოვიძიე რამდენიმე ხალხური რეცეპტი, რომლებსაც პერიოდულად ვიყენებ, რათა რაც შეიძლება მეტად გავიხანგრძლივო სიმშვიდის პერიოდი და შევაჩერო ამ დაავადების პროგრესირება.

  • 2 სუფრის კოვზ ხმელ, წვრილად დაჭრილ ორკბილას დავასხათ 500 მლ მდუღარე წყალი, გავაჩეროთ 20 წუთი ორთქლის აბაზანაში, შემდეგ 12 საათით დავაყენოთ, გადავწუროთ და მივიღოთ 100 მლ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. გაზაფხულსა და შემოდგომაზე უნდა ჩაიტაროთ 10-10-დღიანი პროფილაქტიკური კურსი.
ლულუ აბაევა, გორი

ქრონიკული რინიტის უბრალო და იაფი წამალი

რამდენიმე წელია, მაწუხებდა ქრონიკული სურდო. სულ ცხვირსახოცი მეჭირა ხელში, მიჭირდა ძილი, ხვრინვით ვაწუხებდი ოჯახის წევრებს... როგორც იქნა, ვიპოვე გამოსავალი და ერთ თვეში სურდოს ნასახიც აღარ დამრჩა:

  • დღეში ორჯერ ნესტოებში ვისვამ ქაცვის ზეთით გაჟღენთილ ბამბის ტამპონს. დღეში 1-ხელ ვიწვეთებ 3 წვეთ ქაცვის ზეთს ცოტაოდენ წყალთან ერთად. სცადეთ, იქნებ თქვენც მოგიხდეთ.
ნუგზარ კობაიძე, თელავი

მეძუძურ დედებს მასტიტის დროს გამოადგებათ

სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ დამემართა მასტიტი, რომელმაც მშობიარობის სიმწარე დამავიწყა. მასტიტს დედაჩემის რეცეპტის წყალობით გავუმკლავდი:

  • 3 კვერცხის გულის, 1 სუფრის კოვზი ზეთისა და ცოტა ფქვილისგან მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ ისე, რომ 2 სმ-მდე სისქის, ლამბაქის დიამეტრის ლავაში მივიღოთ. დავაფინოთ მტკივან ძუძუზე და დავიტოვოთ მთელი ღამით. დილისთვის სიმაგრე გასკდება. ჩირქი ფრთხილად უნდა გამოიწველოთ და ძუძუ დაიმუშაოთ ლევომიკოლის მალამოთი. ანთებამ 5 დღეში გამიარა.
ნინო ჭაბუკიანი, ქუთაისი