სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო მცენარეები

 

მცენარეული ნაყენები პაციენტის გულ-სისხლძარღვთა სისტემას, თვალის ბადურას, ღვიძლსა და თირკმელებს გართულებებისგან იცავს.

ამჟამად სისხლში შაქრის დონის დამქვეითებელი 150 მცენარეა ცნობილი. ეს მცენარეები შეიცავს გლუკოკინინებს - ინსულინის მსგავსი მოქმედების ნივთიერებებს. ზოგიერთ მათგანს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი და მატუტიანებელი მოქმედებაც. გარდა ამისა, დიაბეტის ფიტოთერაპიისას გამოყენებული მცენარეები ხელს უწყობს პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) დაზიანებული უჯრედების აღდგენას (რეგენერაციას), ზრდის ორგანიზმის სენშეუვალობას და ცალკეულ ორგანოთა ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს.

გთავაზობთ დიაბეტიანთათვის რეკომენდებული რამდენიმე ნაყენის მომზადების წესს:

  • აურიეთ ერთმანეთში 2 წილი არყის კვირტი, 3 წილი ასკილის ნაყოფი, 5 წილი ოროვანდის ფესვი და 2 წილი პიტნის ფოთოლი. აიღეთ 2 სადილის კოვზი ნარევი, მოათავსეთ თერმოსში და დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი. გააჩერეთ მთელი ღამით, დილით გადაწურეთ და მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში, 1/3-1/4 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე, უმჯობესია, თბილი. მკურნალობის კურსი 2-3 თვეს უნდა გაგრძელდეს. იმავე მეთოდით შეგიძლიათ სხვა ნაკრების ნაყენი მოამზადოთ და იმავე წესით მიირთვათ. აი რამდენიმე ნაკრები:
  • 4 წილი წითელი მოცვის ფოთოლი, 2 წილი კრაზანას ბალახი, 4 წილი სიმინდის დინგი, 5 წილი ოროვანდის ფესვი და 4 წილი მოცვის ფოთოლი;
  • 2 წილი სელის თესლი, 3 წილი კრაზანას ბალახი, 2 წილი პიტნის ფოთოლი და 3 წილი მოცხარის ფოთოლი;
  • 2 წილი ასკილის ნაყოფი, 7 წილი მოცვის ფოთოლი, 5 წილი ლობიოს საგდული, 3-3 წილი მოცვისა და მრავალძარღვას ფოთოლი;
  • ასისთავას ბალახი, სამყურას ყვავილები, მარმუჭის ფოთოლი და ბურბუშელას ფესვი - თანაბარი რაოდენობით;
  • ცირცელის ნაყოფი, პიტნის ფოთოლი, კრაზანას ბალახი და მოცვის ფოთოლი - თანაბარი რაოდენობით;
  • დაფნის ფოთოლი, ბურბუშელას ფესვი, ლობიოს საგდულები, კამის ნაყოფი და მოცვის ფოთოლი - თანაბარი რაოდენობით.

სასურველია, ნაკრები 2-3 თვეში ერთხელ ცვალოთ.

ნაყენის მიღება მედიკამენტურ სამკურნალო საშუალებებთან ერთადაც შეგიძლიათ. ფიტოთერაპიის ეფექტს ნაყენის რეგულარული მიღებიდან 3-4 კვირაში იგრძნობთ.

ჩამოთვლილი ნაკრებები დიაბეტიანთათვის არის განკუთვნილი, მაგრამ სასურველია, ნაყენის მომზადებამდე მათი კომპონენტების უკუჩვენებებს გაეცნოთ და თქვენთვის ყველაზე მეტად მისაღები ნაკრები შეარჩიოთ.

დაფნა და დიაბეტი

მართალია თუ არა, რომ დაფნის ფოთოლი სასარგებლოა დიაბეტით დაავადებულებისთვის? როგორ მოვამზადოთ ნაყენი და რა პერიოდულობით ვსვათ?დაფნის ფოთოლი უნიკალური სამკურნალო საშუალებაა. ის მდიდარია ფიტონციდებით, ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და სხვა სასარგებლო ნაერთებით. მას ორგანიზმიდან წიდის გამოდევნისა და იმუნიტეტის ამაღლების საოცარი უნარი აქვს.

დაფნა მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით, ტუბერკულოზით, სახსრის პათოლოგიით დაავადებულთათვის. წარმატებით გამოიყენება სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) და საზოგადოდ პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროსაც (რეკომენდებულია დაფნის ფოთლებისა და ღეროს ღეჭვა).

დაფნა არომატს, სამკურნალო თვისებებსა და სხვა ღირებულებებს გამხმარიც ინარჩუნებს.

პროფილაქტიკისთვის დაფნის ნაყენის მიღება ყველას შეუძლია. მის გამაჯანსაღებელ ეფექტში მალე დარწმუნდებით - გაგიადვილდებათ სუნთქვა, მოძლიერდებით, ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.

ნაყენის მომზადების წესი: აიღეთ 5 გ დაფნის ფოთოლი (ეს დაახლოებით 15 ფოთოლია), ჩაუშვით 300 გ წყალში, წამოადუღეთ და დაახლოებით 5 წუთს დატოვეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ თერმოსში გადაასხით და 3-4 საათს გააჩერეთ. ბოლოს გადაწურეთ და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, მაგალითად, თითო სადილის კოვზი. მიირთვით ერთი ულუფა? 30-40 წუთის შემდეგ მეორე მიაყოლეთ და ა. შ. მეორე დღეს ახალი ნაყენი მოამზადეთ და ასევე სადილის კოვზით გამოცალეთ. სასურველია, ნაყენი სამ დღეს სვათ, შემდეგ 2-3 კვირა შეისვენოთ, შესვენებას კი ისევ სამდღიანი კურსი მიაყოლოთ. ამ ორი კურსის შემდეგ სახსრების ტკივილი, შებოჭილობა და სხვა უსიამოვნებანი გაივლის.


 

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია შემდეგი რეცეპტი: აიღეთ 30-40 ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 20-30 წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიირთვით დილით, უზმოზე, და დღის განმავლობაში კიდევ 3-4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, ორ-ორი სადილის კოვზი. დაფნის ნაყენს უკუჩვენება არ გააჩნია, მაგრამ შემკვრელი ეფექტი აქვს და ყაბზობას იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს ისედაც აქვს მიდრეკილება შეკრულობისკენ. ასეთმა პაციენტებმა სამკურნალო თუ პროფილაქტიკური კურსის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ კვების რაციონს - მიირთვან ქლიავი, ჭარხალი, ნაყენის მიღებაც შედარებით მცირე დოზით დაიწყონ, რათა ორგანიზმი მას იოლად შეეგუოს.

ლობიო და დიაბეტი

იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ლობიოს სამკურნალო თვისებებზე. როგორ უნდა მოვამზადოთ და გამოვიყენოთ შაქრიანი დიაბეტის დროს? კიდევ რას უხდება, როდის შეიძლება დალევა?

ლობიოს ნაყოფი შეიცავს ცილას (23,2%), ცხიმებს (2,1%), ნახშირწყლებს (58%), ვიტამინებს (B1, B2, B6, K, PP, ჩ, კაროტინს), მინერალურ ნივთიერებებს - რკინას (8 მგ%-მდე), კალციუმს (132 მგ%), ფოსფორს (475 მგ%), კალიუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, იოდს (3 მგ%), ასევე - უჯრედისს (3, 6%), ლიზინს, არგინინს, ლიმონმჟავას, სპილენძისა და თუთიის შემცველობით კი ლობიო მრავალ ბოსტნეულს სჯობს. ხალხური მედიცინის უნიკალური რეცეპტებიდან ირკვევა, რომ ეს მცენარე სასარგებლოა რევმატიზმისა და თირკმლის პათოლოგიების დროს.

მომზადების წესი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი გამომშრალი  და წვრილად დაჭრილი ლობიოს საგდული, დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, ერთ საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. დღეში 3-4-ჯერ, საკვებისგან დამოუკიდებლად, უნდა მიიღოთ 1/2-1/2 ჭიქა ცხელი ნაყენი.

თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, უნდა აიღოთ 15 გ დაქუცმაცებული ლობიოს საგდული, დაასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, 10 წუთის განმავლობაში ადუღოთ ნელ ცეცხლზე, გააცივოთ, გადაწუროთ და დღეში 3-ჯერ მიიღოთ 2 სადილის კოვზი, ჭამის წინ, 10-15 წუთით ადრე.

აიღეთ 2 სადილის კოვზი ლობიოს საგდული, ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 0,5 მლ მდუღარე წყალი, 3-4 საათს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2-ჯერ, 1/2 ჭიქა, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

შეგიძლიათ, შედარებით კონცენტრირებული ნახარშიც მოამზადოთ: აიღოთ 2-3 ჭიქა დაქუცმაცებული ლობიოს საგდული, დაასხათ 3-4 ჭიქა წყალი, 10-15 წუთს ადუღოთ ნელ ცეცხლზე, გადაწუროთ და მიიღოთ დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ნახევარ-ნახევარი ჭიქა.

სახალხო მკურნალებმა დიდი ხნის წინ შეამჩნიეს, რომ მათ, ვინც კვირაში ერთხელ მაინც მიირთმევს ლობიოს, პრაქტიკულად არ უჩნდება თირკმლის, ნაღვლისა და კბილის კენჭები. ხმელი ლობიოს ფქვილს (ხმელი ლობიო ოდნავ უნდა მოხალოთ და დაფქვათ) ხალხური მედიცინა ჭრილობების, წყლულების, დამწვრობისა და ეგზემის დროს კანზე მისაყრელად იყენებს. ფურუნკულის დროს ლობიოს ფქვილს თაფლს ურევენ და ამ ცომისებრ მასას პლასტირივით აწებებენ ჩირქგროვას მოსამწიფებლად და გასახეთქად. ნაწოლებისა და ჩახურებული უბნების მოსაშუშებლადაც ლობიოს ფქვილის მიყრაა რეკომენდებული.

კომბინირებული სამკურნალო საშუალებები:

  • შარდკენჭოვანი დაავადების დროს: აიღეთ 2 წილი ლობიოს საგდული და 1 წილი მინდვრის შვიტა. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი, ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავსახური, ერთ საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ, 2-3 თვის განმავლობაში.
  • შაქრიანი დიაბეტის დროს: აიღეთ 1 წილი სელის თესლი, 2 წილი ლობიოს საგდული, 2 წილი შვრიის ნამჯა, 3 წილი მოცვის დაქუცმაცებული ფოთოლი. 3 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 20 წუთს ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ერთ საათს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ 3-3 სადილის კოვზი.