რუბრიკები
ხალხური საშუალებები

თურმანიძეთა გაგონებაზე ყველას მათი საგვარეულო, საუკუნეებით გამოცდილი დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო ახსენდება... ჩვენც ასე დაგვემართა, როდესაც რედაქციაში თურმანიძეთა გვარის წარმომადგენელი, ქალბატონი ვარა დაგვიკავშირდა და გვთხოვა, სახალხო გაგვეხადა ორასწლიანი ისტორიის მქონე უნიკალური რეცეპტი, რომელიც, ჩვენდა გასაკვირად, სულაც არ აღმოჩნდა დამწვრობის სამკურნალო. 86 წლის სანდომიანი ქალბატონი ვარა თურმანიძე პროფესიით ექიმი არ არის. საჩხერის I საშუალო სკოლა 15 წლისამ დაამთავრა და მამის დიდი სურვილის გამო, ექიმი გამხდარიყო, სამედიცინო ინსტიტუტს მიაშურა, მაგრამ არ მიიღეს - არასრულწლოვანი ხარო.

კომენტარი არ გაკეთებულა

კვების ხარისხი უშუალო გავლენას ახდენს ჩვენს გონებრივ შესაძლებლობებზე, კერძოდ, მეხსიერებაზე. მეცნიერები უძველესი დროიდან ადევნებდნენ თვალს თავიანთ გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და რაც უფრო მეტ ინფორმაციას იღებდნენ, მით მეტ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მეხსიერების შენარჩუნებას. მეხსიერების გასაუმჯობესებელი საშუალებებისადმი ინტერესმა სათავე დაუდო მეცნიერულ კვლევას. ხანგრძლივმა ძიებამ საშუალება მისცა სწავლულებს, მიეგნოთ იმ საკვებისა თუ სასმელებისთვის, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მეხსიერებასა და ინტელექტზე. ტვინს, ისევე როგორც ადამიანის სხვა ორგანოებს,  განსაკუთრებული კვება სჭირდება. ჩვენ მიერ შედგენილი რაციონი დაგეხმარებათ, გაიუმჯობესოთ მეხსიერება, რეაქცია, კონცენტრაციის უნარი, რაც, დაგვეთანხმებით, დღეს ძალზე აქტუალურია.

თქვენს ჟურნალში წავიკითხე, რომ იმუნიტეტის ასამაღლებლად კარგია დინდგელი. როგორ მივიღო, უზმოზე თუ ჭამის შემდეგ, რამდენჯერ და რა სახით?


დინდგელის (იმავე პროპოლისის) ანტიმიკრობული თვისებები ფართოდ არის ცნობილი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ ის იმუნიტეტის შემადგენელი ცალკეული რგოლების ფუნქციაზეც ახდენს გავლენას, ასტიმულირებს იმუნიტეტის როგორც სპეციფიკურ, ასევე არასპეციფიკურ ფაქტორებს და, აქედან გამომდინარე, უნიკალურ იმუნომასტიმულირებელ საშუალებას წარმოადგენს.

კიტრის დიეტა
ცოტამ თუ იცის, რომ კიტრი ერთ-ერთი უძველესი საკვებია. მას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლით ადრე მიირთმევდნენ. კიტრის 95-96% წყალია, ამიტომ იგი სასარგებლოა საჭმლის მონელებისთვის, აწესრიგებს წყალ-მარილოვან ბალანსს, წმენდს კანს, მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას. კიტრისგან მზადდება ლოსიონები, ნიღბები, რომლებიც წმენდს კანს, აბაცებს პიგმენტურ ლაქებს, ჭორფლს. როცა კიტრისგან სალათს მოამზადებთ, ნუ დაიზარებთ - მოიტოვეთ პატარა ნაჭერი და სახე მსუბუქად დაიზილეთ.

ბრონქიტი

ჩირქოვანი ბრონქიტის დროს

  • ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნაძვის ან ფიჭვის კვირტი, მრავალძარღვასა და ვირისტერფას ფოთოლი. 4 ჩაის კოვზი ნარევი დააყენეთ 2 საათის განმავლობაში 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალზე, შემდეგ 5 წუთს ხარშეთ. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მრავალძარღვას ნახარში აკრძალულია ჰიპერაციდული გასტრიტისა და მაღალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.

ვაშლის ძმარი დიდი ოდენობით რკინას შეიცავს, თანაც ადვილად შესათვისებელი ფორმით. გარდა ამისა, მდიდარია B12 ვიტამინით, ამიტომაც შეუცვლელია ანემიის (სისხლნაკლებობის) დროს. პექტინების შემცველობის წყალობითAამცირებს ქოლესტერინის ოდენობას (პექტინები ხელს უშლის ცხიმების შეწოვას, ხოლო ანტიოქსიდანტ ბეტა-კაროტინთან ერთად აქვეითებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს), ამიტომ ათეროსკლეროზული პროცესების პროფილაქტიკისათვისაც სასარგებლოა.

რეინოს დაავადების დროს
ვინაიდან რეინოს დაავადება სისხლძარღვების პრობლემით არის გამოწვეული, ხალხურ მედიცინაში მის სამკურნალოდ ხშირად სისხლძარღვების გაწმენდას მიმართავენ. შინაურ პირობებში სისხლძარღვების გაწმენდა ამგვარად არის შესაძლებელი:

 კარგა ხანია, ზამთარი კარს მოგვადგა და უამინდობით თავიც მოგვაბეზრა, ზამთრის სუსხიან დღეებში კი გაციება ყველაზე იოლია. გთავაზობთ გაციების საწინააღმდეგო შინაურ რეცეპტებს.

ოფლის მოსადენად
აიღეთ ორი წილი ვირისტერფა, ერთი წილი ცაცხვის ყვავილი და ერთი წილი თავშავა, ჩაისავით დააყენეთ და მიიღეთ ძილის წინ.

ნაჩვენებია მე-1 გვერ 2 - დან
"იყიდება 105 კვმ. ფართის მაღაზია, ამჟამად მოქმედი,...
"იყიდება ნისანის რადიატორი, თითქმის ახალი"
"ქირავდება სამშენებლო დონგარები (დანგრატები), ცალი - 12...