რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ნიახური და ტყის მარწყვი ორგანიზმის გამწმენდი საშუალებები

ხალხური მედიცინა ორგანიზმის წიდისგან გაწმენდის არაერთ საშუალებას ფლობს. ამჯერად თქვენს ყურადღებას ზეთის დაგუბების პროცედურაზე, ნიახურისა და ტყის მარწყვის სამკურნალო-პროფილაქტიკურ თვისებებზე შევაჩერებთ.

ნიახური 


ნიახური მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, განსაკუთრებით - კალიუმით, ნატრიუმით, კალციუმით, თუთიით, რკინით, ფოსფორით, მაგნიუმით, C ვიტამინით, შეიცავს აგრეთვე B, PP და E ჯგუფის ვიტამინებს, პურინებს, ეთერზეთებსა და პროვიტამინ A-ს. ჩინურ მედიცინაში ნიახური ოდითგანვე ცნობილია როგორც წნევის დამწევი საშუალება. მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ნიახური არტერიული წნევის მარეგულირებელ ნივთიერებებს შეიცავს.
ნიახურის ფესვის, ღეროსა და ფოთლების ნაყენი აძლიერებს მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში დაგროვილი აირების გამოდევნას, განამტკიცებს ნერვულ სისტემას, ასტიმულირებს შარდის გამოყოფას. აქვს ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ადვილად ახორცებს ჭრილობებს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, აძლიერებს ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარს.
ნიახურის ნაყენი ძველთაგანვე გამოიყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად ჭინჭრის ციების, ლიქენისა და კანის სხვა დაავადებების დროს, მცენარის თესლის ნაყენი კი თირკმლისა და შარდის ბუშტის დაავადებათა სამკურნალო საუკეთესო საშუალებაა, რეკომენდებულია აგრეთვე პოდაგრისა და რევმატიზმის დროს.
ფოთლებისა და ფესვების ნაყენით ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების დამუშავება (მობანა) მათ სწრაფად მოშუშება-შეხორცებას  უწყობს ხელს. ამავე მიზნით ჭრილობასა თუ წყლულზე შეიძლება ნიახურის ახალმოკრეფილი და დაჩეჩქვილი ფოთლების დაფენა ან ნიახურის შეცველი მალამოს წასმა (მცენარის დაქუცმაცებულ-დაჩეჩქვილი ფოთლები ერევა მზესუმზირას ზეთს).

 

რამდენიმე საჭირო რეცეპტი

  1. აიღეთ ერთი ჩაის კოვზი ნიახურის თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული და გაცივებული წყალი, 2 საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. მიირთვით დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე თითო სადილის კოვზი.
  2.  აიღეთ ორი სადილის კოვზი ნიახურის ფესვი ან ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 4 საათს გააჩერეთ და გადაწურეთ. ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩირქოვანი ჭრილობებისა და წყლულების მოსაბანად.

 

ტყის მარწყვი


ტყის მარწყვი შეიცავს ვაშლის, ლიმონის, სალიცილისა და ფოსფორის მჟავებს, A, B და C ვიტამინებს, აგრეთვე - მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინებს, კაროტინსა და რკინას. ფოთლები განსაკუთრებით მდიდარია ჩ ვიტამინით, ფლავონოიდებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და ალკალოიდებით. მცენარის ყველა ორგანოში მოიპოვება რუტინი.
მცენარის ნაყოფს აქვს შარდმდენი და შემომგარსველი მოქმედება. ააქტიურებს სისხლის წარმოქმნის პროცესს, ამაღლებს ორგანიზმის ზოგად ტონუსს, გამოირჩევა ნაღველმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, ამიტომაც ტყის მარწყვი როგორც სამკურნალო საშუალება რეკომენდებულია ჰიპერტონიით, შაქრიანი დიაბეტით, ანემიით, ათეროსკლეროზით, გასტრიტითა და კუჭის წყლულოვანი პათოლოგიით დაავადებულთათვის. გარეგანი ფორმით იყენებენ ეგზემის დროს.
ტყის მარწყვს ჭიების გამოდევნის განსაკუთრებული თვისება აქვს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. მცენარის ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვათა ამპლიტუდას, ახასიათებს სისხლძარღვთა გამაფართოებელი მოქმედება და შაქრის დამწევი ეფექტი, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას, სასარგებლოა ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს.
არსებობს ვერსია, რომ გამოჩენილი ბოტანიკოსი კარლ ლინეი მრავალწლიანი მტანჯველი პოდაგრისაგან სწორედ მარწყვის ნაყოფმა იხსნა.

 

ზეთის დაგუბების პროცედურა

ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა აღსადგენად და დამცველობით მექანიზმთა მოსაძლიერებლად სასარგებლოა მზესუმზირას ზეთის პროცედურები: პირში 20-25 წუთით უნდა დაიგუბოთ

You must have Flash Player installed in order to see this player.
1-2 სადილის კოვზი ზეთი და პირის ღრუში ისე ატრიალოთ, თითქოს ივლებდეთ ან კანფეტს წუწნიდეთ. ამ არცთუ ისე სასიამოვნო პროცედურის დროს, გირჩევთ, სასიამოვნო მოგონებებში ჩაიძიროთ, თქვენი ცხოვრების მშვენიერ წუთებზე იფიქროთ, ასე დრო უფრო მალე გავა და პროცედურაც უსიამოვნოდ აღარ მოგეჩვენებათ. პირში დაგუბებული ზეთი თავდაპირველად სქელდება, შემდეგ კი თხევადდება, წყალწყალა ხდება. პირველ ხანებში შეგიძლიათ პროცედურას 12-15 წუთი დაუთმოთ, მერე კი დრო გაახანგრძლივოთ. საკმაო დრო რომ გავა, ზეთი უნდა გადააფურთხოთ და პირში თბილი წყალი გამოივლოთ. უმჯობესია, პროცედურა დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ ჩაიტაროთ. სასურველი შედეგის დასაჩქარებლად ზეთი შეგიძლიათ დღეში რამდენიმეჯერაც კი დაიგუბოთ. ამ პროცედურას ორგანიზმიდან წიდა - მავნე ნივთიერებები და ნივთიერებათა ცვლის არასასურველი პროდუქტები - გამოაქვს.

 

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
“კუნთების ატროფია კუნთური ქსოვილის განლევაა, რომელსაც ხშირად კუნთების ნერვული რეგულაციის დარღვევა განაპირობებს. კუნთების ატროფიის მიზეზი სხვადასხვა რამაა, მათ შორის - სიბერე, ინფექციური და სხვა დაავადებები”, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა მცენარეთა განხრით ოთარ წიწილაშვილმა, რომელიც რედაქციაში გვესტუმრა და ამ საკმაოდ მძიმე პრობლემის მკურნალობის კიდევ ერთი ახალი გზა გაგვაცნო.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.
გარგრის კურკა აქტიურად გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების დროს. სპეციალისტების თქმით, მას აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისება. გარგრის კურკას ტეხენ და მას მიირთმევენ ცოცხალი სახით დღეში 7-20 ცალს.
მართალია, ჩვენი წინაპრები თანამედროვეს მსგავსი ტექნიკური საშუალებებითა თუ სამეცნიერო მიღწევებით (ვგულისხმობ თეორიულ საფუძვლებს) არ სარგებლობდნენ, მაგრამ დაკვირვების, საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე დაასკვნეს, რომ მცენარეები, რომლებიც მზის ენერგიის, ნოყიერი მიწიდან მიღებული ვიტამინებისა და სასარგებლო მიკროელემენტების აკუმულირებას ახდენდნენ, ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო საშუალება იქნებოდა. და იყენებდნენ კიდეც. გავიდა წლები. მეცნიერებმა უამრავი მცენარე შეისწავლეს და წარსულის გამოცდილების საფუძველზე მათგან მრავალი წამალი შექმნეს.

ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


ხალხური მედიცინა ჰიპერტონიისა და ჰიპოტონიის სამკურნალო უამრავ საშუალებას გვთავაზობს. გაგაცნობთ ყველაზე მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს.


წნევის ამწევი საშუალებები

შტოში და ასკილი
არტერიული წნევის ნორმალიზებისთვის საკმარისია დილით, უზმოზე, დალიოთ შტოშის ვაჟინი: 2 ჭიქა შტოშის წვენს დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გაცივდება და მიირთვით. დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ დალიოთ 1 ჭიქა ასკილის ნაყენი.


08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.