ჟუნჟრუკი ხალხურ მედიცინაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჟუნჟრუკი ხალხურ მედიცინაში

ერთ ძირს სეზონზე 25 ათასი თესლის მოცემა შეუძლია. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ჟუნჟრუკის თესლი 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებს გაღვივების უნარს. სამკურნალო ნედლეულს ყვავილობის პერიოდში შეგროვებული ბალახი წარმოადგენს. ჟუნჟრუკს არა უმეტეს 40 გრადუს ტემპერატურაზე ახმობენ და ორი წლით ინახავენ მინის ქილებში ან ტილოს ტომრებში, თუმცა უმჯობესია მცენარის ყოველდღიურად მოხმარება.

ჟუნჟრუკი მედიცინაში

კლასიკური მედიცინა ჟუნჟრუკს არ იყენებს, თუმცა ბოლო პერიოდში მკვლევარი-ფარმაკოლოგები მის სამკურნალო თვისებებს ინტენსიურად შეისწავლიან. აღმოჩნდა, რომ ახალდაკრეფილი ბალახი შეიცავს 45 მგ/% ასკორბინის მჟავას, რაც მთავარია, 40 მგ/%-მდე E ვიტამინს. ჟუნჟრუკში აღმოჩენილია აგრეთვე საპონინები, ფლავონოიდები, K ვიტამინი, რომელიც განსაზღვრავს მცენარის სისხლის აღმდგენ თვისებებს, მიკროელემენტების ფართო სპექტრი. ხალხური მედიცინა ჟუნჟრუკს წარმატებით იყენებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად ანთებითი პროცესების დროს, აგრეთვე იმ პათოლოგიათა სამკურნალოდ, რომლებსაც თან ახლავს ნაწლავთა მოტორული ფუნქციის დაქვეითებით განპირობებული შეკრულობა.  ჟუნჟრუკი გამოიყენება როგორც დამარბილებელი და ამოსახველებელი საშუალება ბრონქებისა და ფილტვების ანთებითი დაავადებების დროს. პოდაგრისა და სახსრების ანთებითი დაავადებების დროს მის ბალახს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. გარდა ამისა, ჟუნჟრუკის პრეპარატები აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას. გამოიყენება ღვიძლის დაავადებათა, მათ შორის - ჰეპატიტების, სამკურნალოდ. გემოთი ჟუნჟრუკი ისპანახს წააგავს. მისგან მზადდება სალათები, პიურე, წვნიანი. ბალახს აშრობენ (ახმობენ), ამწნილებენ და ამარილებენ. სამკურნალოდ გარეგანი გამოყენებისთვის, ფურუნკულების, ნახეთქებისა და ბუასილის დროს, რეკომენდებულია ჟუნჟრუკის ნაყენის საფენები. აბაზანები ეფექტიანია ბავშვებში, კრუნჩხვების დროს და, საზოგადოდ, ნერვული სისტემის გასამაგრებლად. რქოვანას დაავადებების დროს რეკომენდებულია ჟუნჟრუკის ნაყენის თვალში ჩაწვეთება. კარგია კონცენტრირებული ნაყენით ჩირქოვანი და ძნელად შეხორცებადი ჭრილობების მობანა. მცენარის წვენი ხალხურ მედიცინაში ჭრილობების შემახორცებელ უნიკალურ საშუალებად არის მიჩნეული. მას დამწვრობებისა და ძვლების მოტეხილობების სამკურნალოდაც იყენებენ. სისხლნაკლებობის დროს ახალდაკრეფილი ბალახის სალათი უნდა მიირთვათ - მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. ღვიძლის, ბრონქებისა და ფილტვების პათოლოგიათა მკურნალობისას ჟუნჟრუკი გამოიყენება როგორც ანტისკლეროზული საშუალება, ხოლო შარდკენჭოვანი დაავადების დროს - როგორც ნივთიერებათა ცვლის გამაუმჯობესებელი. არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ ჟუნჟრუკს დადებითი ეფექტი აქვს სიმსივნური პროცესების მკურნალობის დროსაც.

ნაყენის მომზადების წესი

აიღეთ ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ბალახი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ოთხჯერ 1/4 ჭიქა.

ნახარშის მომზადების წესი

ჟუნჟრუკის ნახარშსაც იყენებენ. ამისათვის აიღეთ ორი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 20 წუთი გააჩერეთ წყლის აბაზანაში, შემდეგ გადაწურეთ. ნახარში სასარგებლოა ფეხის აბაზანებისთვის ხანგრძლივი სიარულისა და დატვირთვის შემდეგ დაღლილობის მოსახსნელად, აგრეთვე - ფეხების შეშუპების დროს. იმავე წესით მომზადებული ნახარში გამოიყენება ექსუდაციური დიათეზისა და სხვადასხვა ალერგიული გამონაყარის საწინააღმდეგოდაც.