გულყვითელა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულყვითელა

ქიმიური შედგენილობა: გულყვითელას ყვავილები შეიცავს ეთერზეთებს, კალენდულინს (ლაბისებრი ნივთიერებაა), ფიტონციდებს, საპონინებს, ცილოვან ნივთიერებებს, ლორწოს, კაროტინოიდებს, რომელთა წყალობითაც შეფერილია ყვავილი ნარინჯისფრად. ყვავილის შეფერილობის მიხედვით შეიძლება მსჯელობა მცენარეში კაროტინოიდების შემცველობაზე - რაც უფრო ღაჟღაჟაა ყვავილი, მით უფრო მეტია მასში კაროტინი. გარდა კაროტინისა, გულყვითელას ყვავილი მდიდარია ლიკოპენით, რუბიქსანტინით, ციგროქსანტინით, ფლავოქრომით, ფლავოქსანტინით.

გამოყენება

ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილია, რომ გულყვითელას პრეპარატები დამამშვიდებლად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აძლიერებს გულის მუშაობას, აქვს ძლიერი ბაქტერიციდული ეფექტი. გულყვითელას პრეპარატებს (ნაყენსა და მალამოს)  მედიცინაში იყენებენ ჭრილობების, დამწვრობების, ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულებისა და ნაპრალების სამკურნალოდ, ასევე - პირის ღრუსა და ყელში გამოსავლებად ანგინისა და სტომატიტის დროს. გულყვითელას პრეპარატები კარგია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, გასტრიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს. მათ ფართოდ იყენებენ აგრეთვე გულის რიტმის დარღვევით მიმდინარე დაავადებების სამკურნალოდ, ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ, კლიმაქტერულ პერიოდში.

ჰიპერტონიული დაავადების დროს

არტერიული ჰიპერტენზიის დროს წნევის დასარეგულირებლად ნაყენი დიდხანს უნდა სვათ. ორ სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 100 მლ 40-გრადუსიანი სპირტი. მიიღეთ 20-40 წვეთი დღეში სამჯერ. უმჯობესდება ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა, იმატებს შრომის ნაყოფიერება, წესრიგდება ძილი, ქრება თავის ტკივილი.

სიმსივნური პათოლოგიების დროს

გულყვითელა უძველესი დროიდან აღიარებულია სიმსივნური პათოლოგიების სამკურნალო მეტად ეფექტურ საშუალებად. ის განსაკუთრებით ეფექტურად ამცირებს ორგანიზმის ინტოქსიკაციას სიმსივნური პათოლოგიების დროს. გულყვითელას პრეპარატების მიღებისას ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულთა უმრავლესობა უკეთესობას გრძნობს. კერძოდ, კუჭის კიბოთი დაავადებულებს უქრებათ დისპეფსიური მოვლენები, ბოყინი, გულისრევა და ღებინება. აიღეთ ორი ჩაის კოვზი გულყვითელას ყვავილი, დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთს. გადაწურეთ, გაყავით 4 ნაწილად  და დღის განმავლობაში ერთნაირი ულუფების სახით დალიეთ.

სასარგებლო რეცეპტები

გულყვითელას ნაყენი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული გულყვითელა, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ. ნაყენი სასარგებლოა კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის, გასტრიტისა და ღვიძლის დაავადებების დროს. რეკომენდებულია ამ ნაყენის ყელსა და პირის ღრუში გამოვლება ანგინისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგიების დროს. გულყვითელას სპირტიანი ნაყენი: აიღეთ 10 გრამი გულყვითელას ყვავილი, დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი და გააჩერეთ რამდენიმე საათი. ეს ნაყენი გარეგანი მოხმარებისთვის გამოიყენება. მოხმარების წინ აუცილებელია მისი განზავება - ერთი ჩაის კოვზი ნაყენი უნდა გაიხსნას 200 მლ მდუღარე წყალში. განზავებული ნაყენით რეკომენდებულია ჩირქოვანი ჭრილობების, დამწვრობებისა და ნახეთქების მკურნალობა. გულყვითელას მალამო: აიღეთ 50 გრამი გულყვითელას ყვავილი, დააქუცმაცეთ, შეურიეთ 200 გრამ გამდნარ ღორის ქონში, მიღებული ნარევი ჩადგით წყლის აბაზანაში და განუწყვეტლივ ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი არ გახდება. შეაგრილეთ და მაცივარში შედგით. ეს მალამო კარგია ძნელად შეხორცებადი ჭრილობების სამკურნალოდ. ის აუმჯობესებს კანში სისხლის ცირკულაციას, ანიჭებს კანს ელასტიკურობას,  იცავს მას ქიმიური და მექანიკური გაღიზიანებისგან, უხდება დამწვრობას, ნახეთქებს, აშუშებს გადატყავებულ, ამძვრალ კანს.