ლეღვის სამკურნალო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლეღვის სამკურნალო თვისებები

ლეღვის სასარგებლო თვისებები

თუ შიმშილის გრძნობა გაწუხებთ და რაც მთავარია, დაღლილი ხართ, აუცილებლად უნდა მიირთვათ ლეღვი. ის უნიკალურად ანაყრებს, ენერგიითა და ხალისით ავსებს ადამიანს. ამასთან ბევრი ხილისაგან განსხვავებით ლეღვი არ იწვევს წყურვილს. სწორედ ამ თვისებათა გამო  ალექსანდრე მაკედონელის საომრად წასულ მებრძოლებს თურმე ყოველთვის ჰქონდათ თან ბუნების ეს საოცრება. ძალთა მოზღვავების, წყურვილის მოკვლისა და დანაყრების მიზნით მეომრები შეტაკებების შემდეგ ყოველთვის მიირთმევდნენ ლეღვს. ლეღვით მკურნალობენ მოწამვლებს, რადგანაც ის ხელს უწყობს კუჭის ფუნქციობის ნორმალიზებას, აქტიურად ასტიმულირებს ღვიძლსა და თირკმელებს. ლეღვი სასარგებლოა ანგინის დროს. ამისთვის ის ცხელ რძეში უნდა მოხარშოთ. დაახლოებით 5-6 ცალი ლეღვი ორ ჩაის ჭიქა რძეში ადუღოთ იმდენ ხანს, რომ ნახევარზე ცოტა ნაკლები რძე აორთქლდეს. მეოთხედი ჭიქა ნახარში ყლუპ-ყლუპად უნდა მიირთვათ დღეში რამდენჯერმე. ყელის ტკივილი უმალ დაგიამდებათ და ხმის ჩახლეჩაც უკან დაიხევს. აღნიშნული საშუალება ხსნის ხველას, აქვს აგრეთვე  სიცხის დამწევი  მოქმედება. მშრალი ხველის დროს აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე და მასში 4 ცალი მწიფე ლეღვი მოხარშეთ. ამის შემდეგ ნაყოფი კარგად გასრისეთ და მიირთვით თბილ-თბილი, სამ ჯერზე. ლეღვი რეკომენდებულია ტაქიკარდიისა და თრომბოზებისადმი მიდრეკილების მქონე პირთათვის. ასევე ანემიებითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის. ლეღვი სასარგებლოა ბრონქული ასთმის დროსაც. მცენარის მწიფე ნაყოფი მდიდარია კალიუმით, რომლის ნაკლებობაც ორგანიზმში ჩონჩხისა და გულის კუნთის მუშაობის დარღვევებს განაპირობებს. კალიუმის მწვავე დეფიციტმა შესაძლოა  მწვავე ნევრალგიას მისცეს დასაბამი. ლეღვში უხვადაა რკინა. მისი უგემრიელესი ნაყოფი  ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ლეღვის სიროფი შესანიშნავი საფაღარათო საშუალებაა. უმნიშვნელო ჭრილობების შესახორცებლად, ნახეთქებისა და სიმსივნური წარმონაქმნების დასარბილებლად  გამოიყენება მწიფე ნაყოფის ფაფა. ამ უნიკალური თვისებების გამო ლეღვისგან იაპონელმა სწავლულებმა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატიც კი შექმნეს. ლეღვის ფოთლებისაგან გამოყოფილ ეთერზეთს გააჩნია ბაქტერიციდული, დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ლეღვის ენერგეტიკული ღირებულება 300 კილოკალორიაა 100 გრამზე.

ლეღვის მავნებლობა და უკუჩვენებები

ახალდაკრეფილ ლეღვს პრაქტიკულად არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. მისმა საკვებად გამოყენებამ შესაძლოა ერთეულ (იშვიათ) შემთხვევებში მიაყენოს ადამიანს ზიანი. ეს ხილი უკუნაჩვენებია მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, აგრეთვე იმ პირებისათვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის მწვავე პათოლოგიები ან პოდაგრა აწუხებს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მექსიკელი მეცნიერებისა და ექიმების მტკიცებით ლეღვი არ არის უკუნაჩვენები მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგანაც ის ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას. ყველა დანარჩენი უკუჩვენება უკავშირდება ლეღვის ჩირის (ანუ გამომშრალი ხილის) საკვებად გამოყენებას, რადგანაც ეს უკანასკნელი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებს.

ეს უნდა ვიცოდეთ:

  • ლეღვის ჭამა განსაკუთრებით სასარგებლოა უზმოზე.
  • ლეღვი საუკეთესო საშუალებაა ნაბახუსევის სინდრომისგან თავდასაღწევად. მისი წყალობით ქრება გულისრევა, წყურვილის გრძნობა  და პირის სიმშრალე. ლეღვი ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხსნის მოთენთილობას. ყოველივე ეს ნაყოფში უხვად შემავალი მაკროელემენტების - ადამიანის სულიერი კომფორტისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის დამსახურებაა.

ლეღვის მთელი სეზონის განმავლობაში სასურველია დილაობით მისი ჭამა - ჩ ვიტამინის, ბეტა-კაროტინის, ანტიოქსიდანტების, ამინმჟავებისა  და B ჯგუფის ვიტამინების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო ის იდეალური საუზმეა.