ნაოჭები ნუ დაგაღონებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაოჭები ნუ დაგაღონებთ

ყველას ერთად მოვუყარე თავი და მორიგეობით შევუდექი საკუთარ თავზე მათ გამოცდას. რამდენიმე თვეში ნაოჭები არამცთუ არ მომემატა, გამიქრა კიდეც და მივხვდი, ვიდრე ახალგაზრდობა გწყურია, სიბერე ვერაფერს დაგაკლებს.

საფუვრის ნიღაბი

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საფუარი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, აქვს საოცარი მატონიზებელი მოქმედება, აძლიერებს სისხლმომარაგებას და ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავენს კანის ფორებს. ეს საშუ-ალება რეკომენდებულია როგორც ნორმალური, ისე ცხიმიანი, მშრალი და მოდუნებული კანისთვის: აი-ღეთ 50 გრამი ჩვეულებრივი საფუარი, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა თბილი რძე და მცენარეული ზეთი (თუ კანი მშრალია) ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი (თუ კანი ცხიმიანია). კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ არა-ჟნის სისქის მასა. წაისვით სახეზე და 20 წუთს გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მკურნალობის კუ-რსი მოიცავს 20 ნიღაბს, რომლებიც ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ.

 

ლობიო

ლობიოს ხარშავენ, სრესენ, ამატებენ ცოტაოდენ ლიმონის წვენს და მცენარეულ ზეთს. ეს ნიღაბიც კარგად კვებავს და აჯანსაღებს კანს, ასწორებს ნაოჭებს.

 

ალოე

ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატეთ 5-ჯერ მეტი წყალი. 1 საათი გააჩერეთ და 2-3 წუთით წამოადუღეთ, გაწურეთ და გაიკეთეთ საფენები მთელ სახეზე.

 

კრაზანა

აიღეთ 5 გრამი კრაზანას ახალმოკრეფილი ყვავილი, დაასხით ცოტაოდენი მზესუმზირის ზეთი, 2 კვირა გააჩერეთ სიცივეში და გაწურეთ. ეს საშუალება კარგია მშრალ კანზე ნაოჭების პროფილაქტიკისთვის.

 

ბანანი

მწიფე ბანანი ჩანგლით გასრისეთ. დაუმატეთ იმდენი კარტოფილის ფქვილი, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. სახეზე ჯერ მკვებავი კრემი წაისვით, შემდეგ კი ბანანისა და კარტოფილის ფქვილის ნარევი. თუ ნიღაბი გაშრა, ახალი ულუფა წაისვით. შეგიძლიათ, ზემოდან დოლბანდი დაიფაროთ, რათა ნიღაბი სწრა-ფად არ გამოშრეს. ნიღაბი 30-40 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ კი ბამბის ტამპონით მოიშორეთ. ეს ნიღაბი მშრალი კანისთვის არის რეკომენდებული, კურსი კი 10 პროცედურისგან შედგება.

 

ჩაის ნაყენი

ჩაის ცხელ ნაყენში დაასველე ბამბა ან დოლბანდის ნაჭერი და დაიდე სახესა და ყელზე. ზემოდან დაი-თბუნეთ პირსახოცით. თუ მშრალი კანი გაქვთ, საფენი გაიჩერეთ 15-20 წუთი. ნორმალურ კანზე შეგი-ძლიათ 20-30 წუთი გაიჩეროთ. კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს. სასურველია, ჩაიტაროთ კვირაში ორჯერ.