დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ფეხების შეშუპების დროს შარდმდენია აუცილებელი

კარგა ხანია, რაც დიდხანს დგომის შემდეგ ფეხები მიშუპდება. ექიმმა მირჩია, პერიოდულად შარდმდენი მიიღეო. არ მიყვარს წამლები, მით უმეტეს, ქიმიური. მიმაჩნია, რომ თუ მცენარეული საშუალებებით მათი შეცვლა შესაძლებელია, ამით უნდა ვისარგებლოთ. ჰოდა, დავიწყე შარდმდენი ეფექტის მქონე ბუნებრივი საშუალებების ძებნა და მივაგენი კიდეც. ეს საზამთროს ქერქი აღმოჩნდა.

  • 1 წილ დაქუცმაცებულ საზამთროს ქერქს უნდა დაასხათ 10 წილი წყალი და ხარშოთ, მერე გააცივოთ, გაფილტროთ და მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, 1/2-1/2 ჩაის ჭიქა.

ფეხის სოკო ასე მოვირჩინე

არდადეგებს ხშირად ვატარებდი სოფლად. ერთხელ, როცა ფეხშიშველა დავრბოდი მინდორში, ცერა თითზე ფრჩხილი მომძვრა. ახალი ამოვიდა, მაგრამ შუა გზაზე ზრდა შეწყვიტა. რამდენიმე წელი ვიცხოვრე ნახევარი ფრჩხილით. აზრადაც არ მომსვლია, რომ მისი არასრულფასოვნება სოკოვანი დაავადების ბრალი იყო. ერთხელ სამედიცინო ლიტერატურის კითხვისას ფრჩხილის სოკოვანი დაავადების აღწერილობას წავაწყდი. მივხვდი, რაც მჭირდა და თვითონვე მოვირჩინე. ყოველ საღამოს ვამზადებდი კალიუმის პერმანგანატის კონცენტრირებულ (ძალიან მუქ) წყალხსნარს და ბამბიანი წკირის მეშვეობით ამ ხსნარით ვჟღენთდი დაღარულ ფრჩხილს. ფრჩხილმა ზრდა დაიწყო. მეც თანდათან ვჭრიდი ძველ, დაზიანებულ ნაწილს და მკურნალობას ვაგრძელებდი. ასე ვიქცეოდი, სანამ ძველი, დაზიანებული ფრჩხილის ადგილი ჯანსაღმა არ დაიკავა.

ნაზი ყვავილები მრისხანე დაავადებას ამარცხებს

მამა ჩერნობილის ატომურ სადგურზე მუშაობდა. აფეთქების შემდეგ იგი მალევე დაბრუნდა შინ. მაშინ პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, მის ჩამოსვლის შემდეგ ჩვენს ოჯახში სუფრის განუყოფელ ნაწილად იქცა გულყვითელას ნარინჯისფერი ყვავილების ჩაი. ყველა ამ ჩაის ვსვამდით. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შევიტყვე ბებიასგან, რომ გულყვითელას ყვავილების ჩაი ორგანიზმს მავნე გამოსხივების შემდეგ ავთვისებიანი სიმსივნეებისგან იცავს. ახლაც ხშირად ვსვამ პროფილაქტიკისთვის ამ ნაყენს. იგი არა მხოლოდ სისხლის სიმსივნეების, არამედ ნებისმიერი ავთვისებიანი წარმონაქმნის განვითარებას ეღობება წინ.

  • 1 სადილის კოვზ გულყვითელას გამომშრალ ყვავილს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 30 წუთი, გაწურეთ და დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი. დალიეთ დილით, უზმოზე.

დაფნა ყოველთვის გიშველით

მინდა გაგანდოთ რეცეპტი, რომლის დახმარებითაც დავამარცხე საჯდომი ნერვის ანთება. ისეთი ძლიერი ტკივილები მქონდა, სასწრაფო დახმარებას დღეში 2-ჯერ ვიძახებდი. მერე ეს წამალი მასწავლეს და ამოვისუნთქე.

  • აიღეთ 5 ცალი დაფნის ფოთოლი, დაასხით 300 მლ ადუღებული წყალი, ადუღეთ 5 წუთი, დააყენეთ თერმოსში 3-4 საათით, გაწურეთ, სვით პატარ-პატარა ყლუპებით 2 საათის განმავლობაში. გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ.

დაფნის ფოთლის საშუალებით შესაძლებელია სისხლში შაქრის დონის დაქვეითება, კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციების გაუმჯობესება.

  • ჩაყარეთ თერმოსში 10 ფოთოლი და დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 დღე-ღამე, მერე გადმოწურეთ და დალიეთ 50 მლ ჭამამდე 10 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ ორი კვირის განმავლობაში.

ახლა ზაფხულია და უკვე ბაბუაწვერას შეგროვებაც შეიძლება. მისგან მოამზადებთ ნაყენს, რომელიც სისხლსა და ღვიძლს წმენდს.

  • აიღეთ 2 სადილის კოვზი ბაბუაწვერას გამომშრალი ფესვი, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი, გააგრილეთ 40 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და სვით დილა-საღამოს თითო ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე 10 დღის განმავლობაში.

 


ღვიძლის მოსარჩენად ბუნებამ ბაყაყურათი დაგვასაჩუქრა

სახალხო მკურნალები ღვიძლის დაავადებებს ძველთაგანვე მცენარე ბაყაყურათი (სილიმარინი) მკურნალობდნენ. რამდენიმე წლის წინ ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოზი დამისვეს. ამ დაავადების მკურნალობას საკმაო თანხა სჭირდება, მე კი ამდენი არ გამაჩნია, ამიტომ გადავწყვიტე, მეგობრის რჩევით, რომელიც პროფესიით ბიოლოგია, ბუნებრივი საშუალება მესინჯა. გამოვიყენე ბაყაყურა, მით უმეტეს, რომ ღვიძლის სამკურნალო ძვირადღირებული პრეპარატების უმრავლესობა ამ მცენარეზეა დამზადებული. მინდა, რამდენიმე რეცეპტი თქვენს მკითხველსაც შევთავაზო.

  • აიღეთ 30 გრამი ბაყაყურას თესლი, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ, სანამ სითხის ნახევარი არ აორთქლდება. გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი საათში ერთხელ. მკურნალობის კურსი 2-3-კვირიანია. დაგჭირდებათ 450 გრამი ბაყაყურას თესლი.
  • მეორე მეთოდი: ბაყაყურას თესლი დაფქვით ყავის საფქვავში და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ფხვნილი დღეში 4-5-ჯერ. მკურნალობის კურსი 3-4-კვირიანია.
  • მესამე მეთოდი: 1 ჩაის კოვზ ბაყაყურას თესლს ან წვრილად დაჭრილ ბაყაყურას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10-20 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/2 ჩაის ჭიქა  დღეში სამჯერ - დილით, უზმოზე, სადილად, ჭამამდე 1 საათით ადრე, და ძილის წინ. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 კვირას.

აღიდგინეთ ძალები ინფარქტის შემდგომ

რამდენიმე ხნის წინ მიოკარდიუმის ინფარქტი გადავიტანე. კარგა ხანს ვერ მოვმჯობინდი, ისე დავსუსტდი, აღარც კი მეგონა, თუ საწოლიდან წამოვდგებოდი. მერე და მერე ვისწავლე, როგორ უნდა მებრძოლა, მხოლოდ სიცოცხლისთვის კი არა, ცხოვრების ხარისხისთვისაც. გთავაზობთ რეცეპტს, რომელმაც სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობით კატაბალახას ფესვი, კამის თესლი, პიტნა, გულყვითელას ყვავილები, წითელი მოცვი და სვია. აურიეთ ერთმანეთში. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. 2 საათით დააყენეთ და გაწურეთ. სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.

თავდაპირველად ჩაიტარეთ სამი ათდღიანი კურსი თითოკვირიანი შესვენებით, მერე და მერე კი, როდესაც მომჯობინდებით, მხოლოდ წელიწადის გარდამავალ პერიოდში - შემოდგომასა და გაზაფხულზე, როდესაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მწვავდება. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ ნაყენმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩემს მომჯობინებაში და მომცა საშუალება, კვლავ სრულფასოვანი ადამიანის ცხოვრებით მეცხოვრა.

კლიმაქსის დაძლევაში გულყვითელა დაგეხმარებათ

შარშან ჩემს მეუღლეს კუჭის წყლული გაუჩნდა და მას გულყვითელას ზეთით ვუმკურნალე, რომელსაც თავად ვამზადებდი ასეთი წესით:

  • ვიღებდი გულყვითელას ყვავილის მხოლოდ გვირგვინს - 200-300 გრამს - და ვასხამდი 1 ჭიქა

    ზეითუნის ზეთს. ასე ვტოვებდი ერთი კვირით. ამის შემდეგ ერთი საათით ორთქლის აბაზანაზე ვდგამდი, მერე კი ვწურავდი. ამ ზეთს ჩემი ქმარი სვამდა სამი კვირის განმავლობაში, ყოველ დილით, უზმოზე, თითო სადილის კოვზს. წყლული სწრაფად შეხორცდა და აღარც მერე შეუხსენებია თავი.

მოგვიანებით შევიტყვე, რომ სპირტზე დაყენებული გულყვითელა მშვენიერი წამალი ყოფილა კბილის, ყელის ტკივილის დასაამებლად. როცა კლიმაქსის პერიოდში თავის ძლიერი ტკივილები და უძილობა დამეწყო, მაშინაც გულყვითელამ მიშველა.

  • 2 სადილის კოვზ ყვავილს ვასხამდი ადუღებულ წყალს, 2 საათით ვაყენებდი, ვწურავდი და ვსვამდი ნახევარ ჭიქას დღეში 3-4-ჯერ.

ეს ნაყენი მხოლოდ სპაზმებს კი არ ხსნის, არამედ აუმჯობესებს საერთო მდგომარეობას და ძილსაც აწესრიგებს.