დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ნაღვლის ბუშტი უკვდავათი მოვირჩინე

ბავშვობიდან მაწუხებს ნაღვლის ბუშტი. ოდნავ ცხიმიან საჭმელს შევჭამდი თუ არა, მეწყებოდა ტკივილი და გულისრევა. მეზობელმა, რომელიც ხალხური მედიცინით არის გატაცებული, მასწავლა წამალი, რომელიც უკვდავასგან მზადდება. დავიწყე მისი მიღება და დღეს აღარც კი მახსოვს, ნაღვლის ბუშტი სად მაქვს. გთავაზობთ რეცეპტს:

  • აიღეთ 3 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული უკვდავას (ნეგოს) ყვავილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და თავდახურული ჭურჭლით ნელ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთი, დროდადრო ურიეთ. შემდეგ გადმოდგით, გააცივეთ, გაწურეთ, ანადუღარი წყლით შეავსეთ საწყის მოცულობამდე და ბნელ, გრილ ადგილას 2 დღით დადგით. ამის შემდეგ მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.
ელზა ქარდავა

დიარეას ასე მოერევით

ამ ზაფხულს, აგარაკზე - არ ვიცი, რამ მაწყინა - დამემართა ფაღარათი. დღეში 4-5-ჯერ გავდიოდი კუჭში. ისე დავსუსტდი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი. მეზობელმა შემომიტანა თავისი მომზადებული წამალი, რომელმაც ნელ-ნელა შემიჩერა აშლილობა და რამდენიმე დღეში ფეხზე წამომაყენა. გთავაზობთ ამ წამლის რეცეპტს:

  • დანაყეთ მუხის ქერქი, კოთხოჯისა და ანგელოზას ფესვი. აიღეთ თითო სუფრის კოვზი და ერთმანეთში აურიეთ, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, ადუღეთ 3 წუთი ნელ ცეცხლზე. როდესაც გაცივდება, გადაწურეთ ორფა დოლბანდში. მიიღეთ 100 მლ დღეში 3-4-ჯერ ერთი კვირის განმავლობაში.
ლალი ჯოჯიშვილი, რუსთავი

გაიწმინდეთ სახე მრავალძარღვას ნაყენით

სულ რაღაც ორი წლის წინ არ ვიცოდი, რა წყალში ჩავვარდნილიყავი - სახეზე გამუდმებით მიჩნდებოდა მუწუკები. სამაგიეროდ, ახლა აღარაფერი მაწუხებს, სარკეში ჩახედვა მიხარია. წამალი ბებიამ მასწავლა - ჩვეულებრივი მრავალძარღვა. მინდა, თქვენც მოგიყვეთ, რა ადვილია სახის კანის გაწმენდა.

  • გარეცხეთ საშუალო ზომის ახალმოწყვეტილი, ახალგაზრდა მრავალძარღვა. გაამშრალეთ და დასრისეთ. ეს ფაფა დაიდეთ დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ. ნიღაბი არ ჩამოიბანოთ, ნაზად მოიშორეთ დასველებული ბამბის ტამპონით. მრავალძარღვას ფოთლება კი ასე შეინახეთ: სათითაოდ გარეცხეთ, გააშრეთ და სუფთა ქაღალდის ან ნაჭრის ტომარაში შეინახეთ. რაც მთავარია, ეცადეთ, არ დააზიანოთ.
ქეთევან სარიშვილი

დიდგულა გაციების დროს

მინდა, ერთი სასარგებლო რეცეპტი გასწავლოთ. დიდგულა (ანწლი) არის მცენარე, რომელიც მე არა მარტო საუკეთესო წამლად, არამედ დაავადებების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებადაც მიმაჩნია. მაგრამ არ აურიოთ ერთმანეთში წითელი და შავი დიდგულა. წითელი შხამიანია, თუმცა ზოგჯერ მასაც იყენებენ მედიცინაში. მე შავ დიდგულაზე გესაუბრებით. წავიკითხე, რომ მას ჰქონია გაციების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი, ოფლმდენი, შარდმდენი თვისებები. სამკურნალოდ ვარგისია დიდგულას თითქმის ყველა ნაწილი - ყვავილით დაწყებული, ნაყოფით დამთავრებული. ყვავილების ნაყენს მე ხშირად ვიყენებ გრიპისა და გაციების დროს. მას ასე ვამზადებ:

  • 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ დიდგულას ყვავილს ვასხამ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, ვახურავ თავზე და ვდგამ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. შემდეგ 45 წუთს ვაჩერებ ოთახის ტემპერატურაზე და ვფილტრავ. უნდა მიიღოთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
  • ცივი ნაყენით შეგიძლიათ ჩამოიბანით დაღლილი და ანთებითი თვალები, მერწმუნეთ, ყოველგვარი სიწითლე გაქრება. თუ დიდგულას ნაყენით გაიწმენდთ სახეს, გაგიქრებათ არა მარტო ჭორფლი, არამედ პიგმენტური ლაქებიც.
ნინელი შავლაყაძე

როგორ მოვიშორე ლიბრი თვალიდან

თვალზე მღვრიე აპკი გადამეკრა. უსიამოვნო შეგრძნება კი დამეუფლა, მაგრამ მხედველობა არ დამკლებია, ამიტომ ექიმთან არ მივსულვარ, თუმცა მკურნალობა მაინც გადავწყვიტე. გადავიკითხე უამრავი სახელმძღვანელო ხალხური მედიცინის შესახებ და მივაგენი არაჩვეულებრივ საშუალებას, რომელმაც თვალი წინანდებურად გამიკრიალა. აი, ჩემი რეცეპტი:

  • 1 ჩაის კოვზ გახეხილი ხახვის ფაფას დაასხით 100 მლ ცხელი რძე, 6 საათი გააჩერეთ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ და თბილ-თბილი ჩაიწვეთეთ თვალში - 1-2 წვეთი კვირაში 1-2-ჯერ.
ბელა ქაცარავა