დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

მოვაგროვე ალუბლის ხის მოჭრილი ტოტები, მოვაცილე კანი, გამოვაშრე და მისგან ნაყენი მოვამზადე. 2 კვირის განმავლობაში ვმკურნალობდი მაჯის სახსრის ანთებას და წამლის ეფექტიანობაში დავრწმუნდი. მარცხენა ხელის სახსარი, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა, საერთოდ აღარ მაწუხებს.

  • აიღეთ 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული და დანაწევრებული ალუბლის ხის ქერქი, დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი და 4-5 საათი გააჩერეთ, შემდეგ შემოდგით ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. გაწურეთ. მიიღეთ 200 მლ დღეში 2-3-ჯერ.

სანდრო ირემაშვილი, ზესტაფონი

მარილების დაგროვებას ასე ვშველი

უკვე საკმაოდ ხანდაზმული ვარ, მაგრამ არ მინდა, ამას შევეგუო. ვიდრე შვილები მყავდა გასაზრდელი, საკუთარი ჯანმრთელობა არ მანაღვლებდა. როცა ისინი წამოიზარდნენ და მეც 50-ს გადავაბიჯე, მაშინ კი დაავადებებმა ერთბაშად შემახსენა თავი და მკურნალობაზე ფიქრიც აუცილებლობად მექცა. სწორედ ამ ასაკში გავიგე ჯანმრთელობის ჭეშმარიტი ფასი და საკუთარ თავზე ზრუნვაც დავიწყე. ყველაზე მეტად ქვედა კიდურების ტკივილი მაწუხებდა, სიმძიმის გრძნობის გასაქარვებლად, ახლობლის რჩევით, ვატარებდი წინდებს, რომლებშიც ჩაფენილი მქონდა ვირისტერფას ახალი ფოთლები. წინდებს ისე ვივსებდი ფოთლებით, რომ მთელი ტერფი დაეფარათ და ასე დავდიოდი მთელი დღე. ძილის წინ თბილ აბაზანას ვიღებდი, რომლის შემდეგაც მსუბუქად ვიზელდი მთელ ტერფს ისეთი ძალით, რომ სასიამოვნო ტკივილი მეგრძნო.

  • ასევე ახლობლის რჩევით, ყოველ შემოდგომაზე, მთელი ოქტომბერი, ვსვამ მზესუმზირას ფესვების ნახარშს, რათა ორგანიზმიდან, განსაკუთრებით - ძვლებიდან, გამოიდევნოს ნივთიერებათა ცვლის დაქვეითების გამო დაგროვილი არასასურველი მარილები.

ამის შემდეგ წელის ტკივილებიც მიკლებს და კისერიც ისე აღარ ტკაცუნობს, ქვედა კიდურები კი თავისუფლად იხრება. დღეში რამდენჯერმე ფეხებს 20-30 წუთით ვასვენებ და მაღლა ვწევ, რათა ვენებში სისხლი არ შეგუბდეს და ვარიკოზული დაავადება არ გამიჩნდეს.

ოლია ლათიბაშვილი, ლაგოდეხი


ვმკურნალობთ კონიუნქტივიტს

წინათ ხშირად მაწუხებდა კონიუნქტივის ანთება. თვალები პერიოდულად მიწითლდებოდა, ქუთუთოები მიშუპდებოდა. ბებიამ მასწავლა, როგორ დამემარცხებინა ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ:

  • უნდა აიღოთ 3 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ალთეს ფესვი და დაასხათ 1 ჭიქა ცივი ადუღებული წყალი, გააჩეროთ 8 საათი, მერე საგულდაგულოდ გარეცხოთ და ოდნავ შეათბოთ.

ამ ნაყენში უნდა დაასველოთ 2 ცალი ბამბის ან დოლბანდის ტამპონი და დაიდოთ გაღიზიანებულ ქუთუთოებზე 15-20 წუთით დღეში რამდენჯერმე. ანთება სწრაფად დაიხევს უკან. ეს წამალი სამწვერა ნერვის ანთებასაც შველის, ოღონდ ამ დროს მტკივან ადგილებზე თბილ ნახარშში დასველებული დოლბანდი უნდა დაიდოთ და თბილად შეიხვიოთ.

ლუკა სადრაძე, რუსთავი

როგორ გავიმაგროთ თმის ძირები

თმის ძირების გასამაგრებლად, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბუდობრივი ალოპეცია ემუქრება, რეკომენდებულია თავის დაბანის წინ ჭინჭრის კომპრესების დადება.

  • აიღეთ ახალი, მწვანე ჭინჭარი, კარგად გახეხეთ - ისე, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა, აავსეთ ნახევარლიტრიანი მინის ქილა სამ მეოთხედზე, პირამდე შეავსეთ ვაშლის ძმრით ან რძის შრატით და 2-3 დღე გააჩერეთ.

პროცედურის წინ ეს ფაფა სხეულის ტემპერატურამდე უნდა გაათბოთ, მოათავსოთ რბილი ქსოვილის ნაჭერზე და დაიდოთ თავზე ისე, რომ მთელი თმოვანი საფარი დაიფაროს, ზემოდან კი კომპრესის ქაღალდი ან რბილი პირსახოცი დაიფაროთ. გაიჩერეთ 2-3 საათი. უმჯობესია, ეს პროცედურა ჩაიტაროთ საღამოს, ძილის წინ. თავი უნდა ჩამოიბანოთ თბილი წყლით, მაგრამ არა შხაპის ქვეშ, არამედ ზევიდან დასხმით. შამპუნის ნაცვლად უნდა გამოიყენოთ მდოგვი ან ქათმის კვერცხის გული - ათქვიფოთ წყალში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ასე დაისხათ თმაზე. სცადეთ, თავად ნახავთ, როგორ გაამაგრებს თმის ძირებს ჭინჭარი.

ლელა საბაური, თიანეთი

თუ დეპრესიამ შემოგიტიათ

ვის არ ჰქონია სევდის, დათრგუნვილობის, უღონობისა და უგუნებობის პერიოდები. ეს ყველაფერი ნიღბებია საკმაოდ სერიოზული დაავადებისა - დეპრესიისა, რომელიც საფუძვლიან მკურნალობას მოითხოვს. თუ საკუთარ თავში მასთან საბრძოლველად ძალას ვერ პოულობთ, შესაძლოა, ხალხური მედიცინა დაგეხმაროთ.

  • ნერვული გადაძაბვისა და უძილობისას ძალიან მოგიხდებათ პიტნის ჩაი: 1 ჩაის კოვზ პიტნას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ 10 წუთი. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ - დილით და საღამოს, ძილის წინ.
  • ნერვულ სისტემას ამშვიდებს ბალახების ნაყენი. შემოგთავაზებთ ორიოდე რეცეპტს.

აიღეთ თანაბარი რაოდენობით:

  • სამყურასა და პიტნის ფოთლები და კატაბალახას ფესვი, ან კატაბალახას ფესვი, გვირილის ყვავილი და კვლიავის ნაყოფი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და 20 წუთით დააყენეთ. მერე გადაწურეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილით და საღამოს.

გიული სარალიძე, თბილისი