დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აიღეთ 2 საშუალო ზომის კარტოფილი, კარგად გარეცხეთ და გახეხეთ. მოათავსეთ ქაღალდის ხელსახოცზე და დაიდეთ ქუსლებზე 2-3 საათით. კომპრესის მოხსნის შემდეგ ქუსლები გაიხეხეთ, მსუბუქად დაიზილეთ და წაისვით გულყვითელას ან კრაზანას ზეთი.
  • აურიეთ ერთმანეთში 3-3 სუფრის კოვზი თევზის ქონი, ხახვისა და ალოეს წვენი, დაუმატეთ ცოტა ფქვილი, მოზილეთ და დაიდეთ ქუსლებზე მთელი ღამით. დილით მოიხსენით და გაიწმინდეთ ქუსლები ნებისმიერი მცენარის ნახარშით.
  • სტაფილო გახეხეთ, შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 1:1 და დაიდეთ ქუსლებზე მთელი ღამით. ჩაიტარეთ კვირაში 3-4 პროცედურა.
  • წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ 1 წილი წნორის ფესვი, 2 წილი სალბი, 3 წილი მატიტელა. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. მიიღეთ ფეხების აბაზანა ამ ნახარშით დღეში 2-3-ჯერ.
ნათელა ცქიტიშვილი, ზესტაფონი

არყის ხის ფოთლები ნაღველკენჭოვანი დაავადებისგან გიხსნით

დიდხანს მაწუხებდა ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ. ბოლოს და ბოლოს მივედი ექიმთან, ჩავიტარე ექოსკოპიური გამოკვლევა და დამისვეს ნაღველკენჭოვანი დაავადების დიაგნოზი. გადავწყვიტე, მცენარეული საშულებით მემკურნალა და მართლაც მივაგენი რამდენიმე ეფექტურ რეცეპტს:

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი არყის ხის გამხმარი ფოთოლი (ფოთლები გაზაფხულზე უნდა დაიკრიფოს), დაფშვენით, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით მდუღარე წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, ვიდრე სითხე არ განახევრდება. გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 საჩაროზე კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე 3 თვის განმავლობაში.
მელანო მდინარაძე, თერჯოლა

მუხლების ტკივილის დროს სცადეთ...

სამზარეულოში ჭურჭლის მრეცხავად ვმუშაობ. იქ სულ ნესტია, თანაც მთელი დღე ფეხზე მიხდება დგომა. თანამშრომელმა მასწავლა თხევადი მალამოს დამზადება, რომელმაც მუხლების ტკივილი დამიამა:

  • აიღეთ 100 მლ სამედიცინო სპირტი, 50 გრამი ქაფური და ამდენივე მდოგვის ფხვნილი, დაამატეთ 100 გრამი მიქსერით ათქვეფილი კვერცხის ცილა. ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და საღამოს, ძილის წინ, მუხლებზე შეიზილეთ. ნარჩენი მოიწმინდეთ ხელსახოცით და მუხლები თბილად შეიხვიეთ. დილით სახვევი მოიხსენით და მალამო ჩამოიბანეთ დაიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე გამოჯანმრთელებამდე.
ნინელი ჟღენტი, ბათუმი

სახსრების ტკივილს კიტრის ფოთლებით დაამარცხებთ

სამეგრელოში ვცხოვრობ. მოგეხსენებათ, აქ ნოტიო კლიმატია, ამიტომ ხშირად მაწუხებს სახსრების ტკივილი, პერიოდულად მისივდება და მტკივა, მიჭირს სიარული, კიბეზე ასვლა-ჩასვლა. მეზობელმა კიტრის ფოთლებისა და ყვავილების ნახარში მირჩია, რომელიც ძალიან მომიხდა:

  • აიღეთ 5 გრამი კიტრის ყვავილი ან 10 გრამი გამხმარი ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თავზე დაახურეთ და ნაყენის გაგრილებას დაელოდეთ. მერე გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.

ნინა თოდუა, ზუგდიდი