ოქროს ულვაში ნაწლავის პოლიპებს გაგიქრობთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ოქროს ულვაში ნაწლავის პოლიპებს გაგიქრობთ

გაჩენილ პოლიპებს, მაგრამ უშედეგოდ. "ბოლოს და ბოლოს სპეციალისტებმა გამომიცხადეს, რომ ჩემი ხსნა მხოლოდ ქირურგიული ოპერაცია იყო. ოპერაციის ხსენებამ შემაშინა. გადავწყვიტე, ჯერ ხალხური საშუალებები მეცადა, ხოლო თუ არ მიშველიდა, ოპერაციას წინ რაღა დაუდგებოდა... მეგობრის რჩევისამებრ, დავიწყე ოქროს ულვაშით (Callisia fragrans) მკურნალობა. ვსვამდი მის ნაყენს, მოგვიანებით კი ბურახს. 5-6 თვეში პოლიპები თანდათან დაპატარავდა და ბოლოს ისეთი ზომის გახდა, რომ ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება აღარ შეეძლო", - წერს მკითხველი.

• ნაყენი ასე მზადდება: პატარა ნაჭრებად უნდა დაჭრათ ოქროს ულვაშის 18 მუხლი, დაასხათ ნახევარი ლიტრი არაყი და 12 დღე გააჩეროთ. როცა ნაყენი ფერს შეიცვლის - გაიისფრდება, უკვე მზად არის. უნდა მიიღოთ 1 საჩაროზე კოვზი დღეში ერთხელ, უზმოზე, საუზმემდე 30-40 წუთით ადრე.

ბურახის მომზადების წესი კი ასეთია:

• აიღეთ ოქროს ულვაშის რამდენიმე მუხლი და წვრილად დაჭერით. დაჭრილი ნედლეული აწყეთ 200-გრამიანი ჭიქით. ერთი სავსე ჭიქა ჩაყარეთ დოლბანდის თოფრაკში, ჩააყოლეთ ერთი საშუალო ზომის ქვა და თოფრაკი სუფთა წყლით სავსე სამლიტრიან ქილაში მოათავსეთ. ამავე ქილაში ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი შაქარი და ჩადეთ 1 სადილის კოვზი სქელი არაჟანი. ქილას გადააფარეთ დოლბანდი და სითბოში დადგით. ბურახი დუღილს დაიწყებს. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა დუღილი შეწყდება, ბურახი თითქმის მზად არის, მაგრამ სრულ დადუღებამდე 14-16 დღე სჭირდება.

უნდა სვათ მთელი თვის განმავლობაში, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე. მერე ერთი თვე შეისვენოთ და კურსი გაიმეოროთ.