დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ერთ დღესაც აფთიაქში წამლის საყიდლად შევედი და აფთიაქარს ჩემი გასაჭირის შესახებ მოვუყევი. მან შინაური წამალი მასწავლა და მითხრა, უებარი საშუალებაა, ვისაც კი ვასწავლე, ყველას უშველაო. მეც მიშველა. მინდა, ჩემი გამოცდილება თქვენს მკითხველსაც გავუზიარო.

  • დაჭერით წვრილად ერთი ცალი წითელი წიწაკა, დაასხით 100 გ არაყი და თავდახურული მინის ჭურჭლით ერთი კვირა გააჩერეთ გრილ, ბნელ ადგილას. შემდეგ სამი დღე ზედიზედ ძილის წინ შეიზილეთ ნაყენი სუფთა და მშრალ თმაში. თავის შეხვევა არ არის საჭირო. სამი დღის შემდეგ თავი დაიბანეთ, გაიშრეთ და კიდევ სამი დღე შეიზილეთ ნაყენი. კიდევ დაიბანეთ თავი, გაიშრეთ და ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს შეიზილეთ თმაში ნიორი.

ორი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ გამელოტებულმა ბუდეებმა შევსება დაიწყო, მკურნალობა კიდევ 3 თვე გავაგრძელე. ყველა გამელოტებული ბუდე შეივსო, აღარც თმის ცვენა მაწუხებს და მგონი, ადრინდელზე ხშირი თმაც მაქვს. შალვა შენგელია

იოდის სასწაულმოქმედი ძალა

ამა თუ იმ დაავადებისგან სწრაფად განკურნება ზოგჯერ თურმე ჩვეულებრივი საშუალებებითაც შესაძლებელია. ასეთია იოდის სპირტხსნარი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ იოდი ჭრილობის გარდა კიდევ რამეს უხდება. ცხადია, ვიცოდი, რომ მტკივან ადგილას კეთდება იოდის ბადე; ვიცოდი ისიც, რომ თუ გინდა გაიგო, გაქვს თუ არა იოდის დეფიციტი, უნდა დააკვირდე, რამდენად სწრაფად ქრება კანიდან იოდის ბადე - თუ სწრაფად გაქრა, მაშასადამე, ორგანიზმში იოდის დეფიციტია... მაგრამ იმის შესახებ, რომ იოდი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, არასოდეს გამეგონა. ერთხელ მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღით სალაშქროდ წავედი. გზაში საშინელმა წვიმამ მოგვისწრო და გვარიანადაც გავცივდი. საველე აფთიაქში აღმოგვაჩნდა მუცლისა და თავის ტკივილის ტაბლეტები, საგულე საშუალებები, კალიუმის პერმანგანატი და იოდი, მეტი არაფერი. არადა, გაციების ყველა ნიშანი მეტყობოდა: ყელში მფხაჭნიდა, მაცემინებდა, ცხვირში მწიწკნიდა...

  • ერთმა ჩემმა მეგობარმა აიღო იოდის ბოთლი, მთხოვა, ფეხზე გამეხადა, წამისვა იოდი ქუსლებზე და დასაძინებლად გამიშვა. დილით გაციების ნიშანწყალიც აღარ მეტყობოდა.

აღმოჩნდა, რომ იოდს ჯერ კიდევ ომის დროს იყენებდნენ ორგანიზმის ბრძოლის უნარის ასამაღლებლად. მოგვიანებით ეს მეთოდი კიდევ რამდენჯერმე გამოვიყენე დიდი წარმატებით და გადავწყვიტე, რომ გაციების ეს მარტივი და სანდო წამალი ყველამ უნდა იცოდეს. ნატალია ჭელიძე

როგორ მივატოვე სიგარეტი

28 წლისა უკვე გამოცდილი მწეველი გახლდით. ცოლის მოყვანა გადავწყვიტე. ჩემს საცოლეს არ მოსწონდა, რომ ვეწეოდი და გადავწყვიტე, გადავჩვეოდი. ვცადე სიგარეტის შეცვლა მზესუმზირათი, საწუწნი აბებით, კბილებით ასანთის დაჭერა, მაგრამ ამაოდ. მოწევის სურვილს თავს ვერ ვაღწევდი. მაშინ დედაჩემმა სადღაც ძველ ხალხურ რეცეპტს მიაგნო, რომელმაც, თქვენ წარმოიდგინეთ, მიშველა. მკურნალობა თითქმის ორი თვე გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ჩემმა ორგანიზმმა უამრავი ტოქსინი გამოაძევა. თავს დღითი დღე უკეთ და უკეთ ვგრძნობდი, თუმცა ჯანმრთელობას არც მანამდე ვუჩიოდი. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ვერც კი შევამჩნიე, როგორ გამიარა მოწევის სურვილმა. გთავაზობთ ამ რეცეპტს:

  • აიღეთ შვრიის მოზრდილი კონა და კარგად დააქუცმაცეთ. საღამოს დაქუცმაცებულ შვრიას დაასხით ორი ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი. დილით ნარევი 5 წუთის განმავლობაში ადუღეთ და ჩაის ნაცვლად დალიეთ.
  • საღამოს მოამზადეთ მეორე ნახარში: აიღეთ 100 გ შვრია, ჭვავი, ქერი და ფეტვის ბურღული, ამ ნარევს დაასხით ერთი ლიტრი წყალი, ადუღეთ 10 წუთი, გადაიღეთ თერმოსში და მთელი დღე-ღამე გააჩერეთ, მერე გაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა ჭამის შემდეგ.

ამ მეთოდით ჩემმა რამდენიმე მეგობარმაც მიატოვა სიგარეტი. სცადეთ თქვენც, ნამდვილად გიშველით. ალექსანდრე ძაძამიძე

თუ თირკმელებში კენჭები დაგიგროვდათ

უამრავი ისეთი ადამიანი ვიცი, ვისაც თირკმლისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადება აწუხებს. მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით ვასწავლო მათ უებარი წამალი და ცხოვრების ხალისის დაბრუნებაში დავეხმარო. ვისაც კენჭის გავლა გამოუცდია, ეცოდინება, რა არაადამიანური ტკივილი ახლავს მას. ყოველთვის მეგონა, ამტანი ვიყავი, მაგრამ ის, რაც ამ დროს გადავიტანე, ყოველგვარ მოთმინებას აღემატებოდა. კი არ ვტიროდი, ვღმუოდი. მართალია, მედიცინას კენჭების დასაშლელად და გამოსადევნად ფართო არსენალი აქვს, მაგრამ ვერც ერთმა ექიმმა ვერ მომცა იმის გარანტია, რომ ძველი კენჭების ადგილას დროთა განმავლობაში ახალი არ წარმოიქმნებოდა. ამ პროცესის შესაჩერებლად შევიცვალე ცხოვრების წესი, დავიწყე სპეციალური დიეტის დაცვა და ექიმის მიერ გამოწერილ წამლებთან ერთად მცენარეული ნაყენების სმაც, რომელთა მომზადებასაც სიამოვნებით გასწავლით თქვენც. მიმაჩნია, რომ მკურნალობის სწორი მეთოდი ავირჩიე, თუმცა გირჩევთ, მაინც მიმართოთ ექიმს, გაიკეთოთ აუცილებელი ანალიზები, რომელთა მიხედვითაც სპეციალისტი დაადგენს, რა ტიპის ქვების წარმოქმნისკენ არის მიდრეკილი თქვენი ორგანიზმი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სვათ ბევრი - დღეში 2 ლიტრი მაინც - სითხე. ეს ხელს შეუწყობს შარდის განზავებას და მარილების უმტკივნეულოდ გამოყოფას. ახლა კი გთავაზობთ დაპირებულ რეცეპტებს:

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი არყის ხის წვრილად დაჭრილი ფოთოლი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ, გაცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჩაის ჭიქა დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ყოველდღე მოამზადეთ ახალ-ახალი ნაყენი.
  • წვრილად დაჭრილ, მზეზე გამხმარ 2 სუფრის კოვზ მარწყვის ფოთოლს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაცივებამდე, გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

მადონა რევია