დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • ძალიან კარგია ჭარხლის წვენისა და თაფლის ნარევი: გამოწურეთ 1/2 ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, კარგად ამოურიეთ, გაყავით 2 თანაბარ ულუფად და მიიღეთ დილა-საღამოს. ყოველდღე მოამზადეთ ახალ-ახალი.
  • ეფექტურია ასეთი ნარევიც: 1 ჩაის ჭიქა თაფლს შეურიეთ ჭარხლის, სტაფილოს, 2 ცალი ლიმონის, პირშუშხას ახალგამოწურული წვენი და 30 მლ არაყი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. 2 თვის შემდეგ აუცილებლად გაიმეორეთ. წამალი შეინახეთ მაცივარში.

ნათელა გობრონიძე, ქუთაისი

კანის გაახალგაზრდავება ღვიას ანდეთ

კანის დაბერებისას, ასევე - სხვადასხვა ტიპის გამონაყარის, თმის ცვენისა და ქერტლის დროს კარგია ღვიის გირჩის ლოსიონი, რომელიც ასე მზადდება:

  • 4 სადილის კოვზ დაფქულ-დაქუცმაცებულ ღვიას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ერთი საათით, გაწურეთ, შეურიეთ 1 სადილის კოვზი გლიცერინი და 100 მლ 70%-იანი სპირტი.

ამ ლოსიონით უნდა გაიწმინდოთ კანი დღეში 1-2-ჯერ, 3-4 კვირის განმავლობაში.

ალერგიული გამონაყარის დროს კი ღვიის აბაზანებს გირჩევთ:

  • აიღეთ ღვიის დაქუცმაცებული ტოტი - 200-300 გრამი - და დაასხით 10 ლ ცივი წყალი, დააყენეთ 2 საათის განმავლობაში, შემდეგ ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთი, გაწურეთ და ჩაასხით აბაზანაში (36-370ჩ).

აბაზანა უმჯობესია მიიღოთ ძილის წინ. მკურნალობის კურსი მოიცავს დაახლოებით 10-12 პროცედურას, რომლებიც დღეგამოშვებით უნდა ჩაიტაროთ.

ლამზირა ქუმსიაშვილი, თიანეთი


პოდაგრას მოცვის ფოთლების ნაყენი უხდება

პოდაგრა მთელი ჩემი სანათესაოს დაავადებაა. წამიკითხავს, რომ ის უმეტესად მამაკაცებს ემართებათ, თუმცა ჩემი დებიც არანაკლებ იტანჯებიან. მეც ხან რომელი სახსარი შემისივდება, ხან - რომელი, მიწითლდება, მტკივდება და არ მაძინებს. ჩემმა დამ მასწავლა წითელი მოცვის ფოთლების ნაყენი, რომელიც მანამდე თვითონვე გამოსცადა. ამ ნაყენის წყალობით დაავადების პროგრესირების შეჩერება მოვახერხეთ. ნაყენი ასე მზადდება:

  • წითელი მოცვის ფოთოლი დაკეპეთ, 4 ჩაის კოვზს დაასხით 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 1 საათი გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ნუგზარ აგულაშვილი, ახმეტა

სახსრების ტკივილს დაფნის ფოთლების ნაყენი დაგიამებთ

რამდენიმე წლის წინ ვირუსული გრიპი შემხვდა, რომელიც საკმაოდ მძიმედ გადავიტანე. გრიპმა დამიტოვა სახსრების ძლიერი ტკივილი. დავიწყე ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სმა, რომლებმაც ძალიან გამიღიზიანა კუჭი. ტკივილი ცალკე მტანჯავდა... მეგობარმა მირჩია, დაფნის ფოთლების ნაყენი მესინჯა. ვცადე და 4 დღეში ტკივილი შესამჩნევად დამიცხრა, ერთი თვის შემდეგ კი სულ მთლად გამიარა. გთავაზობთ ნაყენის რეცეპტს:

  • აიღეთ 5 გრამი დაფნის ფოთოლი, დაასხით 300 მლ წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 5 წუთი. ნახარში გადაიღეთ თერმოსში და გააჩერეთ 4 საათი, შემდეგ კარგად გაწურეთ და სვით პატარ-პატარა ყლუპებად მთელი დღის განმავლობაში. 5 დღის შემდეგ ერთი კვირით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ. კიდევ ერთი კურსი ჩაიტარეთ ნახევარი წლის შემდეგ.

ნინა ბიკაშვილი, თელავი

ყაბზობის დროს ხეჭრელას ნაყენი მიიღეთ

რაც ასაკში შევედი, ძალიან გამაწვალა კუჭის შეკრულობამ. რა არ ვცადე: დიეტა, მცენარეული საშუალებები, საფაღარათო პრეპარატები, - მაგრამ ყველაზე ეფექტური ხეჭრელას ნაყენი აღმოჩნდა.

  • აიღეთ ხეჭრელას ქერქი და დააქუცმაცეთ ან წვრილად დაჭერით. 2 სუფრის კოვზს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. 1 საათის შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დილით, უზმოზე, და ღამით, ძილის წინ.

ირინა მაიერი, თბილისი