დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აიღეთ 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 კოვზი თაფლი, თითო ამპულა B1 , B6 , B12 ვიტამინები, აურიეთ ერთმანეთში და წაისვით მშრალ თმაზე. კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, შეიხვიეთ ცელოფნით, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. 35-40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კურსი მოიცავს 5-10 პროცედურას დღეგამოშვებით.

მკვებავი შამპუნები

  • მშრალი თმისთვის: 1 კვერცხის გულს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, კარგად აურიეთ და ჩვეულებივი შამპუნივით შეიზილეთ თმაში. შეიძლება დავამატოთ 1 კოვზი მშრალი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი და Е ვიტამინიც.
  • ცხიმიანი თმისთვის: აიღეთ მდოგვის ფხვნილი, გახსენით მინერალურ წყალში - უნდა მიიღოთ არაჟნის კონსისტენციის მასა - და თმის ძირებში შეიზილეთ. გაიჩერეთ 5 წუთი და ჩამოიბანეთ წყლით ან მცენარეული ნახარშით.
  • ყველა ტიპის თმისთვის: აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჟელატინი, დაასხით 3 სუფრის კოვზი ცივი წყალი და გააჩერეთ 40 წუთი. შედგით წყლის აბაზანაზე და გააცხელეთ, ვიდრე ჟელატინი არ გაიხსნება. დაამატეთ 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი შამპუნი, წაისვით თმაზე და გაიჩერეთ 5-10 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  • კვერცხის შამპუნი: აიღეთ 150 გრამი წყალი, 1 სუფრის კოვზი სოდა, 2 სუფრის კოვზი არაყი და 1 კვერცხი. კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმაში. ჩამოიბანეთ ლიმონიანი წყლით.
  • ბანანის შამპუნი: ნახევარი ბანანი გაჭყლიტეთ, დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი, კვერცხის გული და კარგად აურიეთ. ეს შამპუნი კარგად ქაფდება, თმას არბილებს და აბზინებს.

მე ყველა მათგანი მოვსინჯე და შედეგით კმაყოფილი დავრჩი. დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გაგიცრუებთ იმედს. დალი ფანცულაია, ზუგდიდი

როგორ შევინარჩუნე თმა

გენეტიკური განწყობა ისეთი მაქვს, წესით, ახლა სრულიად მელოტი უნდა ვიყო, როგორც მამაჩემი ჩემს ასაკში. მისი მონათხრობით, ბაბუაც ასე ადრე გამელოტდა. მეც რომ ასეთივე სიბერე მელოდა, ახალგაზრდობაშივე მივხვდი. გამელოტების პირველი ნიშნები ჯერ კიდევ სტუდენტობისას შევამჩნიე. ამან ძალიან დამაფიქრა, ხოლო 30 წლის ასაკში, როცა ჩემი შუბლი სოკრატესას დაემსგავსა, არასრულფასოვნების კომპლექსი გამიჩნდა. თმის გადანერგვაზე არც მიფიქრია, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძალიან მეძვირა, მეორე - იმიტომ, რომ მტკივნეულია. ჰოდა, დავიწყე გამელოტების საწინააღმდეგო ხალხური მეთოდების ძიება. ბირკავას ზეთმა ვერ მიშველა. შესაძლოა, იგი აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მაგრამ რადიკალურად ვერაფერს ცვლის. დავიწყე სამედიცინო ლიტერატურის შესწავლა და ახლობლების გამოკითხვა - ვის რა ჰქონდა გაგონილი გამელოტების მკურნალობის შესახებ. ჩავიწერე ბევრი საინტერესო რეცეპტი, გავიგე ისიც, რომ თმის ინტენსიური ცვენა ორგანიზმში ზოგიერთი ნივთიერების უკმარისობაზე მიუთითებს, ამიტომ ყურადღება შევაჩერე მეთოდზე, რომელიც არა მარტო გარეგან, არამედ შინაგან მკურნალობასაც ითვალისწინებს. ნახარში, რომელსაც ორი თვის განმავლობაში ვსვამდი, ასე მზადდება:

  • აიღეთ 10 გ ჟენშენის, 6 გ ძირტკბილას, 15 გ გლერძის (астрагал - გლარჯანა, კუტეკალი) ფესვი, 10 გ მანდარინის ქერქი. ეს ყველაფერი 30 წუთის განმავლობაში ადუღეთ 400 მლ წყალში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 100 მლ დღეში 2-ჯერ.

ამის პარალელურად თავის კანში ვიზელდი კოჭას ზეთს. ჯერჯერობით სულ ორი კურსი ჩავიტარე და შედეგი უკვე თვალსაჩინოა - ახალი თმა აღარ ამომსვლია, მაგრამ ცვენა შენელდა და, იმედი მაქვს, შეწყდება კიდეც. ერეკლე კაკალაშვილი

შვილი ტუბერკულოზისგან განვკურნე

ვაჟი ჯარიდან ფილტვების ტუბერკულოზით დამიბრუნდა. მის მკურნალობას თავად მოვკიდე ხელი. ვერ ვიტყვი, რომ მედიცინის არ მჯერა, მაგრამ ფაქტია - ჯარშიც იყვნენ ექიმები, ჩემს ვაჟს კი მაინც შეერყა ჯანმრთელობა. ვიცოდი, რომ ტუბერკულოზი მძიმე დაავადებაა, მაგრამ განკურნება შესაძლებელია. რასაკვირველია, ჩემი ვაჟი მაშინვე გავგზავნე ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერში, სადაც მას გამოკვლევა ჩაუტარეს და აღრიცხვაზე აიყვანეს. აღმოჩნდა, რომ დახურული ფორმა ჰქონდა და მდგომარეობა არც ისე მძიმე იყო, დაავადება შეეხო მხოლოდ მარჯვენა ფილტვს. გამოუწერეს წამლები და ურჩიეს, რეგულარულად გაევლო გამოკვლევა. პარალელურად დავიწყეთ ხალხური მეთოდებით მკურნალობაც. დიდხანს ვეძებე საუკეთესო წამალი და, როგორც იქნა, მივაგენი.

  • აიღეთ 1,5 კგ 3-დან 5 წლამდე ასაკის ალოეს ფოთოლი (მცენარე მოჭრამდე 5 დღის განმავლობაში არ უნდა მორწყოთ). დააქუცმაცეთ, დაამატეთ 2,5 კგ მაისის თაფლი (შეიძლება სხვაც, ოღონდ ნამდვილი და ხარისხიანი) და 5 ლიტრი 15-16-გრადუსიანი წითელი ღვინო. კარგად აურიეთ ერთმანეთში და გადაიღეთ მინის ჭურჭელში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და 5 დღით შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას.

პირველი 5 დღის განმავლობაში მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დღეში ერთხელ, მომდევნო დღეებში - 1 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე. სასურველია, კურსი თვე-ნახევარი გაგრძელდეს, უკიდურეს შემთხვევაში, 2-3 კვირა მაინც. სხვაგვარად შედეგს ვერ მიიღებთ. ასეთი ნარევი რეკომენდებულია კიბოს, კუჭის წყლულის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ანთებითი დაავადების დროსაც. გოგონა გონჯილაშვილი