დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, კარგად დაახურეთ თავზე და 30 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. ხშირად ურიეთ. მერე გადმოდგით და გააცივეთ. ოთახის ტემპერატურამდე რომ გაცივდება, ამოავლეთ მასში დოლბანდის ხელსახოცები და ნახევარი საათით დაიდეთ ქუსლებზე.

პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში ორჯერ - დილა-საღამოს. არანაკლებ ეფექტიანია ეს მეთოდიც:

  • აურიეთ ერთმანეთში კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი. მიღებული მასა დაიდეთ ცხელ წყალში დარბილებულ ქუსლებზე და დაიტოვეთ, ვიდრე კარგად არ გაშრება და მყარ ქერქად არ გადაიქცევა. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და კიდურებზე დამარბილებელი ემულსია ან კრემი წაისვით.

ეკა ქაცარავა, ბათუმი

სისხლძარღვებზე ახალგაზრდობაშივე უნდა იზრუნოთ

სისხლძარღვები უმთავრესი გამტარებია, რომელთა მეშვეობით ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ჩვენი სხეულის ყოველ უჯრედამდე აღწევს. როცა ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდევთ, ისინი დიდხანს და ხარისხიანად გვემსახურებიან, ნეგატიური ფაქტორები კი მათ ადვილად აზიანებს. ამიტომაც რჩება დღემდე ინფარქტი და ინსულტი მსოფლიოში სიკვდილიანობის ორ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად. ბევრი სისხლძარღვებზე ზრუნვას საკმაოდ გვიან იწყებს, არადა ამის გაკეთება ახალგაზრდობიდანვე ჯობს - ამ შემთხვევაში ძალისხმევაც ნაკლები დაგვჭირდება და შედეგიც გაცილებით უკეთესი იქნება. გაგაცნობთ სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკის ერთ-ერთ მეთოდს. სასურველია, პროფილაქტიკური კურსი ამ მეთოდით წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ:

  • აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი ნატურალური თაფლი, 100 გრამი კამის თესლი და 3 სადილის კოვზი კატაბალახას გამომშრალი, დაქუცმაცებული თესლი. დაასხით ამ ყველაფერს 2 ლიტრი ადუღებული წყალი და მთელი ღამით დატოვეთ. დილით გადაწურეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი 2-კვირიანია. ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

საბა გუნცაძე, თბილისი


წყლულოვანი დაავადების მორჯულება შესაძლებელია

მათ, ვისაც კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობით მიმდინარე წყლულოვანი დაავადება აქვს, გამწვავების პროფილაქტიკისათვის ასეთ წამალს ვთავაზობ:

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის მრავალძარღვასა და სალბის ბალახი, წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ადუღეთ 5 წუთი, შემდეგ ეს ნაყენი 1 საათით გააჩერეთ და მზად არის.

გაზაფხულის დადგომისთანავე, როცა დაავადების გამწვავებაა მოსალოდნელი, მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ერთხელ 14 დღის განმავლობაში. შემოდგომაზეც უნდა ჩაიტაროთ 14-დღიანი კურსი, ოღონდ შედარებით მოზრდილი დოზებით - ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ.

  • წამლის მომზადება მხოლოდ მრავალძარღვასგანაც შეიძლება. ამისთვის მრავალძარღვას ფოთლები უნდა გარეცხოთ ცივი წყლით, გააშროთ, დაასხათ ადუღებული წყალი და მაშინვე ამოიღოთ, დადოთ ვარცლზე დასაწრეტად და მალევე გაატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

მიღებული მასიდან უნდა გამოწუროთ წვენი. თუ სქელი და წელვადი წვენი მიიღეთ, დაასხით იმავე რაოდენობის წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. გამოწურული წვენი უნდა ადუღოთ 1 წუთის განმავლობაში. მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.

რეზო პაპასკირი

კბილებისა და ღრძილების სიჯანსაღისთვის

კბილის ტკივილი უმრავლესობას ყველაზე გაუსაძლის ტკივილად მიაჩნია. რასაკვირველია, ყველაზე მართებული ამ დროს სტომატოლოგთან მისვლაა, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში კბილის ტკივილს შეიძლება ხალხური მეთოდებით ვუმკურნალოთ. მე ხშირად მაწუხებდა კბილები, ამიტომ უამრავი ხალხური რეცეპტი მაქვს ჩაწერილი უბის წიგნაკში. მინდა, თქვენც გაგიზიაროთ:

  • ნაცადი საშუალებაა კრაზანას მაგარი ნაყენი. ასეთივე ნაყენი შეიძლება მომზადდეს სალბის, ჟოლოს ან პიტნის ფოთლებისგან. ეს ყველაფერი შეიძლება ერთმანეთშიც ავურიოთ თანაბარი რაოდენობით. ნაყენი უნდა იყოს რაც შეიძლება თბილი, ოღონდ არა ცხელი. ივლეთ პირში რაც შეიძლება ხშირად.

ზოგიერთი მტკივან ღრძილზე მრავალძარღვას ფოთოლს იდებს. ტკივილი ნახევარ საათში გაივლის. ჩირქგროვის გახეთქვაში დაგეხმარებათ შემწვარი ხახვი. მიიდეთ იგი მტკივან კბილზე. ძალზე უსიამოვნო რამაა პაროდონტოზი - სუსტი და სისხლმდენი ღრძილები. არსებობს უამრავი საშუალება ღრძილების გასამაგრებლად. კარგია, მაგალითად, ნივრისა და უმი კარტოფილის ჭამა. ღრძილების გაფაშრების დროს კარგია მჟავე კომბოსტო. რაც შეიძლება მეტხანს გააჩერეთ იგი პირში და ღეჭეთ. კომბოსტო სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისთვის, ხელს უწყობს წონის დაკლებას.

  • ფიჭის თაფლი უძველესი დროიდან ფასობს ხალხში - არა მარტო არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის, არამედ საუკეთესო სამკურნალო თვისებების გამოც. ცნობილია, რომ მას გაცილებით ძლიერი გამაჯანსაღებელი უნარი აქვს, ვიდრე გამოწურულს. ის ძალიან უხდება პირის ღრუს ანთებით დაავადებებს. ფიჭის ღეჭვა ამაგრებს ღრძილებს.

თაფლიანი ფიჭა ცვილის საცობითურთ უნდა დაღეჭოთ. მოჭერით პატარა ნაჭერი და ღეჭეთ 10-15 წუთი. 2-3 საათის შემდეგ აიღეთ ახალი ულუფა. ცვილი არ გადაყლაპოთ. გაიმეორეთ დღეში 3-4-ჯერ. მწვავე ანთება 2-3 დღეში გაგივლით.

თემურ ბიბილაშვილი