დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აიღეთ 50 გრამი ხეჭრელის დაქუცმაცებული ქერქი და დაასხით 50 მლ 30%-იანი სპირტი, დააყენეთ 5-6 დღე, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-40 წვეთი ჭამამდე დღეში ერთხელ.

კუჭის მოქმედება ნაყენის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ იწყება. გასწავლით მეორე რეცეპტსაც:

  • აიღეთ 3 წილი ხეჭრელის ქერქი, 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი, 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ძილის წინ. კარგია ქრონიკული კუჭშეკრულობის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს.

ამ ნაყენის დიდხანს მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, ამასთან, იგი, სხვა საშუალებათა მსგავსად, იწვევს შეჩვევას, ამიტომ 1 თვის შემდეგ, სასურველია, სხვა წამლით შეცვალოთ. გახსოვდეთ, ეს მხოლოდ დროებითი დახმარებაა, პრობლემის საბოლოოდ მოსაგვარებლად სპეციალისტს უნდა მიმართოთ.

ელზა რაზმაძე, რუსთავი

მხედველობას პიტნა შეგინარჩუნებთ

პიტნას უხსოვარი დროიდან იყენებენ მხედველობის შესანარჩუნებლად და აღსადგენად. მისგან წამლის მომზადება ადვილია:

  • გამოწურეთ პიტნის ფოთლებისგან წვენი, დაუმატეთ იმავე რაოდენობის წყალი და ნატურალური თაფლი და კარგად აურიეთ. ჩაიწვეთეთ 2-2 წვეთი ორივე თვალში ყოველ დილა-საღამოს. ორიოდე თვეში შედეგს საკუთარი თვალით დაინახავთ.

ალექსანდრე ლეჟავა

ღვიძლს დროულად სჭირდება შველა

ჰეპატიტის ძირითადი მედიკამენტური თერაპიის შემდეგ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკის მიზნით ასეთ კურსს ვიტარებ:

  • ვიღებ ვარდკაჭაჭას ფესვებსა და ღეროებს, ვაქუცმაცებ, 2 სადილის კოვზს ვასხამ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს, ვხარშავ 15 წუთის განმავლობაში და ვწურავ, შემდეგ ვამატებ 2 სადილის კოვზ ნატურალურ თაფლს და 1 ჩაის კოვზ ძმარს.

ნახარშს ვიღებ ყავის ჭიქით, სადილამდე 1 საათით ადრე 1 კვირის განმავლობაში. ის რამდენადმე ცვლის ქიმიურ პრეპარატებს, რომლებიც დაზიანებული ღვიძლისთვის ორმაგ საშიშროებას წარმოადგენს. ასე რომ, სცადეთ, ნამდვილად არ ინანებთ.

ნუგზარ რამიშვილი


ისიამოვნეთ და წონაც დაიკელით

ჭარბი წონის პრობლემა მილიონობით ადამიანს აწუხებს. მინდა, მკურნალობის ერთი მეტად სასიამოვნო მეთოდი გაგაცნოთ. ყველამ იცის, რა შესანიშნავი არომატი აქვს ჟოლოს. იგი, გარდა იმისა, რომ ძალზე სასარგებლოა, წონის დაკლებასაც უწყობ ხელს. ამისთვის შეგიძლიათ მიირთვათ ცოცხალი კენკრა ან სვათ მისი ფოთლების ჩაი. შეგიძლიათ, სასმელი ყვავილებისა და თავად კენკრისგანაც მოამზადოთ.

  • ჩაი ასე მზადდება: აიღეთ 300-300 გრამი ჟოლოს ფოთოლი და ნაყოფი, ამდენივე მაყვლის ფოთოლი და ნაყოფი, 100-100 გრამი შავი მოცხარის ფოთოლი და ნაყოფი და ამდენივე თავშავას ბალახი. აურიეთ ერთმანეთში.

50 გრამ ნარევს დაასხით 250 მლ ცივი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. გადმოდგით და 1 საათი გააჩერეთ. სვით ჩაისავით თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ. ეს ჩაი ორგანიზმიდან უვარგის ნარჩენებს გამოდევნის და ნივთიერებათა ცვლას მოგიწესრიგებთ.

ეთერ წამალაძე, ციხისძირი

რევმატულ ტკივილებს ნიახური დაგიამებთ

რევმატულ ტკივილებს ისე არაფერი უხდება, როგორც ნიახურის ფესვების წვენი.

  • აიღეთ ნიახურის ფესვი, დააქუცმაცეთ, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, შეფუთეთ და 4 საათის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

შეგიძლიათ, ნიახურის ფესვების ნაყენი ცივი წყლითაც მოამზადოთ, ოღონდ ასე მომზადებული ნაყენი უნდა სვათ მეოთხედი ჭიქა, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

ეთერ საყვარელიძე

თუ ძირმაგარა გაგიჩნდათ

  • აიღეთ 50 გრამი კურდღლის ქონი, 5 გრამი ფუტკრის ფიჭა და 20 გრამი კრაზანას ყვავილი, აურიეთ ერთმანეთში და შემოდგით ძალიან დაბალ ცეცხლზე, ურიეთ, ვიდრე არ გასქელდება.

მიღებული მასა უნდა გააცივოთ და დღეში ორჯერ წაისვათ მტკივან ადგილზე. ეს მალამო რამდენიმე დღეში ამწიფებს ჩირქგროვას და იგი თავისთავად, ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე იხსნება. როცა ჩირქგროვა გაიხსნება, უნდა მოასუფთაოთ რომელიმე ანტისეპტიკური ხსნარით, მერე კი კრაზანას ნაყენით ჩამოიბანოთ.

  • ნაყენის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი კრაზანას ყვავილი და დაასხათ 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი, ადუღოთ კიდევ 2-3 წუთი, მერე კი გააცივოთ და გამოიყენოთ.

ნინო კაკაურიძე, თბილისი

ქოლეცისტიტს მატიტელა უხდება

ქოლეცისტიტი ანუ ნაღვლის ბუშტის ანთება ლამის ქართველების ეროვნულ დაავადებად არის მიჩნეული. არც მე აღმოვჩნდი გამონაკლისი... ტკივილმა ბოლო რომ მომიღო, სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ეს რეცეპტი. გთავაზობთ ყველას, ვისაც ამ დაავადებამ ცხოვრება გაგიმწარათ:

  • დააქუცმაცეთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხით 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი. ჩადგით ჭურჭელი ორთქლის აბაზანაში და გააჩერეთ 15 წუთი. გადმოდგით და გადაწურეთ.

სვით თითო სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. უკეთესობას 2-3 კვირის შემდეგ იგრძნობთ, მკურნალობა კი შეგიძლიათ 6 თვე გააგრძელოთ.

ნინო რიჟამაძე, ქუთაისი