დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • საშუალო ზომის ლიმონი გაჭერით სამად, ერთი მესამედი გამოწურეთ, დაუმატეთ 200 გრამი ცივი ანადუღარი წყალი, გაყავით 3 ულუფად და სვით ყოველი ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში.

მომდევნო 10 დღე მიიღეთ იგივე წამალი, ოღონდ1/2 ლიმონის წვენისგან მომზადებული. ამასთან, კვირაში 2-ჯერ (სამშაბათს და პარასკევს) სვით 60 გრამ ზეითუნის ზეთში ჩაწურული 1/2 ლიმონის წვენი. მე-20 დღეს დაშლილი ქვები შარდთან ერთად, უმტკივნეულოდ უნდა გამოვიდეს ორგანიზმიდან. გაითვალისწინეთ: კურსის დაწყებამდე აუცილებლად აცნობეთ ამის თაობაზე თქვენს მკურნალ ექიმს.

დავით ინასარიძე, ახალსოფელი

ტონზილიტის გამწვავებისას ანისული და ნემსიწვერა გიშველით

ჩემს 5 წლის შვილს გადიდებული აქვს ნუშურა ჯირკვლები. ექიმმა მითხრა, მდგომარეობა ისეთი არ არის, რომ სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდესო და 6 წლამდე მოცდა მირჩია. შიშით მოველი ზამთარს, რადგან თითქმის ყოველ წელს 1-2-ჯერ მაინც უმწვავდება ანთება, თუმცა გამოცდილებამ რაღაც-რაღაცები მასწავლა და შემოდგომის მიწურულიდან უკვე ანგინის დასახვედრად ვემზადები. ამაში კი, აი, ეს წამალი მეხმარება:

  • აიღეთ 1,5 ჭიქა ანისულის თესლი და დაასხით იმავე მოცულობის ცივი წყალი, შედგით ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი. როცა შეგრილდება, გაფილტრეთ და შეურიეთ 1 ჭიქა ცაცხვის თაფლი, მერე კვლავ ცეცხლზე შემოდგით და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, ვიდრე გაცივდება, დაამატეთ 1 სადილის კოვზი კონიაკი.

სწრაფი ეფექტისთვის უნდა ასვათ თითო ჩაის კოვზი ნახევარ საათში ერთხელ. ნახარშის სმა 10 დღემდე შეიძლება, ვიდრე ყელი არ დაცხრება და ანგინა უკან არ დაიხევს. ტონზილიტის დროს კარგია ნემსიწვერას ნახარშიც:

  • 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნემსიწვერას უნდა დაასხათ 2 ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი და 6-8 საათით სიგრილეში დადგათ. დროდადრო კარგად მოურიოთ. ნაყენი უნდა სვათ მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, ოდნავ შემთბარი.

ცირა ლომთათიძე, გორი

ალოე, ღვინო და თაფლი მრავალი უსიამოვნების წამალია

80 წელს ვარ მიღწეული და ათასი რამ მაწუხებს - კუჭი, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი; მაქვს დაბალი ჰემოგლობინი, ხშირად ვცივდები. ყველაფრის მკურნალობისა არც დრო მაქვს და არც საშუალება. სამაგიეროდ, ყოველთვის ხელთ მაქვს ალოე, ღვინო, თაფლი და ეს რეცეპტი:

  • აიღეთ 500 გრამი ალოეს ფოთოლი, დაჭერით წვრილად, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში და დაასხით 3/4 ჩაის ჭიქა თაფლი. 3 დღე-ღამით დადგით სიბნელეში, მერე კი დაამატეთ 750 მლ შავი ღვინო. კარგად აურიეთ და გააჩერეთ კიდევ ერთი დღე-ღამე.

მიიღეთ 1 სუფრის კოვზი ნარევი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შეინახეთ მაცივარში.

ნათელა დოჭვირი, თელავი

ერთი წამალი რამდენიმე დაავადებისთვის

თქვენი ჟურნალის ერთგული მკითხველი ვარ, ინტერესით ვეცნობი რეცეპტებს, რომლებსაც მკითხველებისგან იღებთ. მინდა, მეც გაგიზიაროთ გამოცდილება - გასწავლოთ, როგორ გაუმკლავდეთ ერთი რეცეპტით რამდენიმე დაავადებას. დიდხანს მაწუხებდა კრუნჩხვები, მქონდა დაბალი ჰემოგლობინი, ჭარბი წონა, შარდის შეკავება და ყაბზობა. უამრავი ექიმი მოვიარე... ბოლოს მეგობარმა ბოსტნეულის წვენებით მკურნალობა მირჩია.

  • ყოველ დილით ვიღებდი 3 ცალ საშუალო ზომის სტაფილოს, 2 ძირ ოხრახუშს და 1 ცალ საშუალო ზომის ჭარხალს, ვწურავდი - გამოდიოდა დაახლოებით 250-300 მლ წვენი - და მთელი დღე ამ ნაზავს ვსვამდი. მეორე დღეს ვიღებდი 200 მლ კომბოსტოს წვენს და ასე, დღეგამოშვებით ვცვლიდი.

ერთთვიანი კურსის შემდეგ ყაბზობამ გამიარა, წონა დავიკელი, კრუნჩხვებიც შემიწყდა, შარდის გამოყოფაც ნორმაში ჩამიდგა და ჰემოგლობინმაც ნორმამდე აიწია.

სულიკო გარსევანიშვილი, გორი

ჯანჯაფილი - არა მხოლოდ გასახდომად

ყველას გაუგონია, რომ ჯანჯაფილი (კოჭა) ხელს უწყობს გახდომას, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ის მშრალი, მტანჯველი ხველისგანაც გვათავისუფლებს.

  • აიღეთ ცოტაოდენი ჯანჯაფილი, დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და დაასხით მდუღარე წყალი. გააჩერეთ 1 დღე-ღამე. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ.

მაკა ბაღათურია, ზუგდიდი