დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

* მოამზადეთ კარტოფილის სქელი პიურე და სქლად წაისვათ ხელებზე, ზემოდან ცელოფანი შემოიხვიოთ, მერე კი სქელი შალი. 20-30 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით უნდა ჩამოიბანოთ და ხელებზე კრემი წაისვათ.

ხელისგულების ოფლიანობისას კარგია მარილიანი წყლის აბაზანები:

* გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ ანადუღარ წყალში და ცხელ ხსნარშივე (რამდენსაც გაუძლებთ) მოათავსეთ ხელები.

ამავე მიზნით კარგია ჩვეულებრივი შავი ჩაის აბაზანებიც:

* მოამზადეთ შავი ჩაის საკმაოდ მუქი ნაყენი და 10-15 წუთით ჩაყავით ხელები.

სალომე ვაჭარაძე, სავანეთი

ყაბზობა აბზინდის დახმარებით დავამარცხე

უკვე წლებია, ქრონიკული შეკრულობა მაწუხებს. ზოგი ექიმი ამას ჩემს მჯდომარე ცხოვრების წესს აბრალებს, ზოგი - გენეტიკურ განწყობას, ზოგი - დისბაქტერიოზს, ნამდვილი მიზეზი კი დღემდე ვერ დაუდგენიათ. რეგულარულად ვიღებდი საფაღარათო საშუალებებს და არც სპეციალური ვარჯიშების შესრულება მეზარებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა კარგავდა ეფექტს. გამიჩნდა თავსატეხი, რა მეღონა. ბოლოს აღმოვაჩინე რეცეპტი, რომელმაც საგრძნობლად გამომიკეთა საჭმლის მონელება. ვიცი, ყაბზობას ბევრი უჩივის, ამიტომ მინდა, ეს რეცეპტი სხვებსაც გავაცნო.

ნ აიღეთ 1 სადილის კოვზი მწარე აბზინდა, დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი და 20-30 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სვით 3-4 კვირა, ვიდრე არ შეამჩნევთ, რომ ნაწლავთა მუშაობა მოგიწესრიგდათ.

ლევან ჯაბადარი, რუსთავი

ლეღვის ჩირი გახანგრძლივებულ ხველას ამარცხებს

გახანგრძლივებული ხველისას, განსაკუთრებით - ვირუსული ინფექციების შემდეგ, კარგია რძეში მოხარშული ლეღვის ჩირის ნახარში:

ნ 7-8 ცალი ლეღვის ჩირი უნდა მოხარშოთ 2 ჭიქა რძეში და თბილ-თბილი ნახარში ძილის წინ დალიოთ.

განსაკუთრებით უხდება ანგინით ხშირად მოავადე ბავშვებს. სცადეთ ხახვის ნაფცქვენიც:

ნ მშრალი ხახვის ნაფქცვენი დააქუცმაცეთ, 3 ჩაის კოვზი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში, დააყენეთ 4 საათით, გაფილტრეთ და დროდადრო ყელში გამოივლეთ.

გივი ზარქუა, ფოთი

საფუვრის ნიღაბმა ახალგაზრდობა დამიბრუნა

საფუარი, ურომლისოდაც წარმოუდგენელია პურისა და საკონდიტრო მრეწველობა, იმდენად მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რომ კანზე საოცარი მატონიზებელი მოქმედება აქვს, აძლიერებს სისხლმომარაგებას და ნივთიერებათა ცვლას, თანაც მშვენივრად ასუფთავებს ფორებს. ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც ქვემოთ გთავაზობთ, რეკომენდებულია როგორც ნორმალური, ისე ცხიმიანი, მშრალი და მოშვებული კანისთვის:

ნ აიღეთ 50 გრამი ჩვეულებრივი საფუარი, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა თბილი რძე და მცენარეული ზეთი (თუ კანი მშრალია) ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი (თუ ცხიმიანია). კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის მასა. წაისვით სახეზე და 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მკურნალობის კურსი 20 ნიღაბია, რომლებიც ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ.

ნელი მოსიაშვილი, რუსთავი

გადიდებულ ფარისებრ ჯირკვალს სვია უხდება

ფარისებრი ჯირკვლის გადიდება საქართველოში არავის უკვირს. როდესაც ექიმებმა ჩემს ვაჟს ეს დიაგნოზი დაუსვეს, ძლიერ შევშფოთდი და მაშინვე ხალხური საშუალებების ძებნას შევუდექი, რადგან არ მინდოდა, ისედაც დაზიანებული ღვიძლი ქიმიური პრეპარატების ხანგრძლივი მიღებით გადაეტვირთა. დიდი რჩევა-რჩევის შემდეგ სვიის გირჩების ნაყენზე შევაჩერე არჩევანი და არც მინანია - შედეგმა ყველა გაგვაოცა. ნახარში ასე მზადდება:

ნ აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის დაქუცმაცებული სვიის გირჩა, შავბალახა და თავშავა. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, 30 წუთით დააყენეთ და გადაწურეთ.

ნაყენი დღეში ორჯერ, დილა-საღამოს უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი გრძელდება 3-4 კვირას.

რუსუდან აბულაძე, ხოტევი

წითელი მოცვის ფოთლები თირკმლის კენჭოვან დაავადებას უხდება

რამდენიმე წლის წინ მქონდა მწვავე ტკივილის შეტევა. გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, რომელმაც დამისვა თირკმლის ჭვალის დიაგნოზი. მეორე დღესვე მივედი ექიმთან, ჩავიტარე გამოკვლევა - თირკმელში აღმომაჩნდა კენჭი. ბევრი ვეძებე და ხალხურ მედიცინაში მივაგენი ეფექტურ წამალს.

ნ აიღეთ მომცრო მომინანქრებული ქვაბი, ჩაყარეთ შიგ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი წითელი მოცვის ფოთოლი (შეიძლება მზეზე გამხმარიც), დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და 20 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დილით, უზმოზე, საუზმემდე ნახევარ საათით ადრე.

ოთარ ჩხიკვიშვილი, ბათუმი