დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

მე ბავშვობიდანვე გეახლებით მას, 70 წელს მივუკაკუნე და სერიოზულად არაფერს შევუწუხებივარ. ჩემი მეუღლე, შვილები და შვილიშვილებიც ვაზიარე დღეგრძელობის ამ საიდუმლოს და, ღვთის შეწევნით, თავს ჯერჯერობით კარგად გრძნობენ.

  • ჩაის ვაყენებ ვაშლის, მსხლის, ალუბლის, წითელი და შავი მოცხარის ტოტებისგან. ვიღებ ყველა ხის თითო ტოტს - 10-15 სმ სიგრძისას, ვაქუცმაცებ, ვყრი ჩაიდანში და ვასხამ ცივ წყალს. 1-2 საათს ვაჩერებ, მერე ნახევარ საათს ნელ ცეცხლზე ვადუღებ, გადმოვდგამ, გავაჩერებ კიდევ 15 წუთს და ჩაიც მზადაა. უფრო არომატული რომ გავხადო, პიტნასა და გვირილას ვამატებ, თუ რამე ავადმყოფობამ შეგვაწუხა - სამკურნალო ბალახებსაც.

სინჯეთ, იქნებ თქვენი ოჯახის წევრებსაც ეგემრიელოთ ჩემი რეცეპტით მომზადებული ჩაი.

გიული მანჯგალაძე

ვებრძოლოთ გამონაყარს პროპოლისით

ჩემი ვაჟი 14 წლისაა. ძალიან აწუხებდა გარდატეხის ასაკის გამონაყარი. ისე დააკომპლექსა, რომ შინიდან გასვლა აღარ უნდოდა. ათასი საშუალება ვსინჯეთ - ფართოდ რეკლამირებულიც, ნაკლებად ცნობილიც, შინაურიც, მაგრამ ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა დინდგელის (პროპოლისის) 30%-იანი მალამო, რომელიც ასე მზადდება:

  • აიღეთ 30 გრამი დაჭრილი დინდგელი, დაამატეთ 80 გრამი ნაღების კარაქი ან ვაზელინი, კარგად აურიეთ, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, გააჩერეთ 15 წუთი, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ცხელ-ცხელი გაწურეთ დოლბანდში და გააცივეთ. ისვით კანის პრობლემურ უბნებზე.
  • გარდა ამისა, გირჩევთ, პირი იბანოთ ნაძვის წიწვების ნახარშით (2 მუჭა წიწვს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში).

მაიკო დალაქიშვილი, საგურამო


ქოლეცისტიტის დროს გამოგადგებათ

ქოლეცისტიტს მე ჩემს ოჯახურ დაავადებას ვუწოდებ. მე და დედაჩემს ის წლების განმავლობაში გვტანჯავდა. მკურნალობაც ვცადეთ, მაგარამ ამაოდ. ერთხელ სოფლიდან ნათესავი გვესტუმრა და მოგვიყვა, როგორ დაამარცხა ქოლეცისტიტი. თურმე ამისთვის საკმარისი ყოფილა მცენარეული ჩაის სმა. გთავაზობთ რეცეპტს:

  • აურიეთ ერთმანეთში 2 კოვზი პიტნა, თითო კოვზი ნეგო და გვირილა. 1 ს. კ. ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე 30 წუთით, მერე კი გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა ყოველი ჭამის წინ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე. მკურნალობის დროს იკვებეთ ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით.

მე და დედას უკვე აღარ გვაწუხებს ქოლეცისტიტი, მაგრამ პროფილაქტიკისთვის ყოველ შემოდგომაზე და ზამთარში ვიტარებთ ამ ჩაის კურსს.

ქეთევან ჭიჭინაძე

შარდკენჭოვანი დაავადება

რამდენიმე წელიწადია, შარდკენჭოვანი დაავადება მაქვს. მაწუხებს თირკმელები, დარღვეული მაქვს შარდის გამოყოფა. უამრავი წამალი ვცადე - შინაურიც და ტრადიციულიც, მაგრამ ეს ხალხური რეცეპტი ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა.

  • აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით თაფლი და ნიახურის დაფქული თესლი. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი დღეში 2-3-ჯერ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ნინო ჟორჟოლაძე, ქუთაისი

დიაბეტთან ბრძოლაში მოცვი დაიხმარეთ

როდესაც სისხლში შაქარი მომატებული აღმომაჩნდა, საგონებელში ჩავვარდი. რამე უნდა მეღონა - მე ხომ ალერგიული ვარ, ბევრ წამალს ვერ ვიტან, ამიტომ ვცდილობ, როცა შესაძლებელია, წამლების სმას თავი ავარიდო. ერთმა მხცოვანმა ექიმმა მითხრა, რომ შავი მოცვი მდიდარია ე. წ. ბუნებრივი ინსულინით, რომლითაც შაქრიანი დიაბეტის არა მარტო პროფილაქტიკა, არამედ მისი ზოგიერთი ფორმის მკურნალობაც კია შესაძლებელი. მომზადების წესი უმარტივესია:

  • 1 ს. კ. მოცვის ფოთოლს უნდა დაასხათ 1 ჭიქა მდუღარე და სვათ რეგულარულად, 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

მე უკვე 75 წლის ვარ და მოცვის წყალობით ისე ვუმკლავდები დიაბეტს, რომ თავს სავსებით ჯანმრთელად ვგრძნობ.

მადონა ქავთარაძე

მძივები შაკიკის წინააღმდეგ

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მე კი უკვე სამი წელია შაკიკს ჩვეულებრივი ნივრით ვებრძვი. ეს ხერხი მეგობარმა მასწავლა.

  • თავის ტკივილის დროს ის 1-2 კბილ ნიორს ხეხავს, ახვევს დოლბანდში და რამდენიმე წუთით იდებს საფეთქლებზე. მე უფრო მარტივად ვიქცევი: ძაფზე ვაცვამ ნივრის გაურჩეველ კბილებს, როგორც კი ტკივილის შეტევა დამეწყება, იმწამსვე ვიკიდებ ყელზე ამ მძივს და თავის ტკივილიც 20-30 წუთში გამივლის ხოლმე.

ასე არც ნივრის სუნი შეგაწუხებთ და მძივიც შესანიშნავად შეინახება მაცივარში.

ზოია აზმაიფარაშვილი