დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ჰიპერტონიის დამარცხებაც შესაძლებელია

რამდენიმე წელიწადია, მაწუხებს წნევა, რომელსაც მცენარეული საშუალებით ვებრძვი. იმედი მაქვს, ეს წამალი სხვებსაც გამოადგებათ:

  • აურიეთ ერთმანეთში 100-100 მლ კატაბალახას და შავბალახას ნაყენი, 50 მლ ევკალიპტის ნაყენი, 25 მლ პიტნის ნაყენი და 10 გრამი დაფქული მიხაკი. ნარევი ჩაასხით მუქი შუშის ნახევარლიტრიან ქილაში, 2 კვირით დადგით ბნელ, გრილ ადგილას, მერე კი მიიღეთ 20-25 წვეთი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ნატო შავლაყაძე, თელავი

სახსრები აღარ გეტკივებათ

სახსრების ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა ბევრი ხანში შესული ადამიანისთვის იქნება ნაცნობი. მე ეს ძალიან მაწუხებს, მიჭირს ადგომა-დაჯდომა, გადაადგილება, მოძრაობა. ჩემმა ქალიშვილმა ძალისხმევა არ დაიშურა, რომ უკეთესობა მეგრძნო, მაგრამ ყველაზე მეტად ერთმა შინაურმა წამალმა მარგო - სახსრების ტკივილმაც მიკლო და უფრო თავისუფლადაც ვმოძრაობ. აი ამ წამლის რეცეპტი:

  • მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაასხით 300 მლ წყალი, ჩაყარეთ 5 ცალი დაფნის ფოთოლი, წამოადუღეთ, დატოვეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთით, შემდეგ გადაასხით თერმოსში, გააჩერეთ 2-3 საათი, გადაწურეთ და სვით პატარ-პატარა ყლუპებით მთელი დღე, 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირა შეისვენეთ და გაიმეორეთ.

ნელი კობალაძე, ზუგდიდი

მარილების დაგროვებით გამოწვეულ დისკომფორტს ასე შეიმსუბუქებთ...

როგორც ყველა ხანში შესულ ადამიანს, მეც მიჭირს სიარული, მტკივა სახსრები, წელი... გავიარე კონსულტაცია ექიმთან და დამისვეს დიაგნოზი, რომელსაც ხალხში მარილების დაგროვებას ეძახიან. მეზობელმა, რომელსაც იგივე პრობლემა აწუხებს, ამ ნაყენის მიღება მირჩია:

  • საღამოს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში ჩადეთ ნაძვის გირჩა, დატოვეთ მთელი ღამე, დილით გადაწურეთ და დალიეთ უზმოზე ნაყენის ნახევარი, ნახევარი კი მეორე დილით მიიღეთ.

მკურნალობის კურსი ერთთვიანია. ნაყენი ორ დღეში ერთხელ უნდა მოამზადოთ. კურსს რომ დაასრულებთ, ათი დღე შეისვენეთ და გაიმეორეთ. სასურველია სამი-ოთხი ასეთი კურსის ჩატარება.

ნატალია ნიქაბაძე, ზესტაფონი

შინაური წამალი მათთვის, ვინც შეკრულობას უჩივის

მთელი სიცოცხლე ყაბზობას ვებრძვი. ახალგაზრდობაში, ასე თუ ისე, ვუმკლავდებოდი, მაგრამ ასაკთან ერთად მდგომარეობა დამიმძიმდა. ჩემმა რძალმა, ჩემი გასაჭირი რომ შეიტყო, ეს უბრალო წამალი მასწავლა და შეკრულობაც უკვალოდ გაქრა:

  • 1 ჩაის ჭიქა კეფირში გახსენით 3-4 ჩაის კოვზი მზესუმზირას ზეთი და დალიეთ საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.

ლეილა კობახიძე, ქუთაისი

კრაზანას ნაყენი სტომატიტს უხდება

ცოტა ხნის წინ დამემართა სტომატიტი. არათუ ჭამა, წყლის სმაც კი მიჭირდა. მეგობარმა კრაზანას ნაყენის სავლები მირჩია. ვცადე და მართლაც მომიხდა. მინდა, რეცეპტი თქვენს მკითხველსაც ვასწავლო - იქნებ კიდევ ვინმეს გამოადგეს.

  • აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი კრაზანას ბალახი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 10-15 წუთი, გადაწურეთ და პირში გამოივლეთ. პროცედურა ჩაიტარეთ რაც შეიძლება ხშირად, სანამ გამონაყარი არ გაგივლით და პირის ღრუ მთლიანად არ მოგიშუშდებათ.

ნანა ლომსაძე, სურამი

თუ რძიანა გაწუხებთ

რძიანა ბევრი ქალისთვის ნაცნობი პრობლემაა, რომელიც ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. თუ ექიმთან მისვლა ვერ მოახერხეთ, ეს შინაური წამალი სცადეთ:

  • 1 ლიტრ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 10 გრამი ქრისტესისხლა, გააჩერეთ 2-3 საათი, გადაწურეთ და დღეში ერთხელ საშო ამ ნაყენით გამოირეცხეთ. 2-3 პროცედურა საკმარისია.

ლელა გიორგობიანი, ბათუმი