დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი, დაახურეთ თავზე და 30 წუთით ჩადგით ორთქლის აბაზანაში. დროდადრო ურიეთ. შემდეგ ნაყენი ოთახის ტემპერატურამდე გააცივეთ, დაასველეთ მასში დოლბანდის ხელსახოცები და ნახევარი საათით დაიდეთ ქუსლებზე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში ორჯერ - დილა-საღამოს.

არანაკლებ ეფექტიანია ეს მეთოდი:

  • აურიეთ ერთმანეთში კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი კარტოფილის სახამებელი. დაიდეთ ეს მასა ცხელ წყალში დარბილებულ ქუსლებზე და დაიტოვეთ, ვიდრე არ გაშრება და მყარ ქერქად არ გადაიქცევა. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და ფეხებზე დამარბილებელი ემულსია ან რომელიმე მალამო წაისვით.

ეკა ქაცარავა, ბათუმი

სისხლძარღვებზე ახალგაზრდობიდანვე უნდა იზრუნოთ

სისხლძარღვები ჩვენი ორგანიზმის უმთავრესი გამტარებია, რომელთა მეშვეობითაც ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები თითოეულ უჯრედამდე აღწევს. ვიდრე ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდევთ, ისინიც ერთგულად გვემსახურებიან, ნეგატიური ფაქტორების გავლენით კი ადვილად ზიანდებიან. სწორედ ამიტომ რჩება დღემდე ინფარქტი და ინსულტი მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზებად. უმეტესობა სისხლძარღვებზე ზრუნვას უკვე ასაკში შესული იწყებს. რა თქმა უნდა, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ თუ ჯანმრთელობას ახალგაზრდობიდანვე მივაქცევთ ყურადღებას, საზრუნავიც ნაკლები გვექნება და შედეგიც - უკეთესი. გთავაზობთ სისხლძარღვების დაავადებათა პროფილაქტიკის ერთ-ერთ მეთოდს:

  • აურიეთ ერთმანეთში 100 გრამი ნატურალური თაფლი, 100 გრამი კამის თესლი და 3 სადილის კოვზი მშრალი კატაბალახას დაქუცმაცებული თესლი. დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი და მთელი ღამით დადგით. დილით გადაწურეთ და მიიღეთ 2 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. სვით 2 კვირა, შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

სათანადო ეფექტისთვის ასეთი მკურნალობა წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ:

საბა გუნცაძე, თბილისი


შარდის ბუშტის ანთების დროს გამოგადგებათ

მე თქვენი ერთგული მკითხველი ვარ. მინდა გიამბოთ, როგორ მოვარჩინე ჩემი მეუღლე ცისტიტისაგან. კარგა ხანს სვამდა ექიმის დანიშნულ წამლებს, ანთება ცხრებოდა, მაგრამ მცირე შეციება და თავიდან იწყებოდა. გადავწყვიტე, სამკურნალო მცენარეებით მეცადა მკურნალობა. უამრავი რეცეპტი ვსინჯე და მივაგენი რამდენიმეს, მართლაც ეფექტურს:

  • დაფქვით ყავის საფქვავში კამის თესლი, 1 სუფრის კოვზ ფხვნილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით გააჩერეთ, გააგრილეთ და ნალექითურთ დალიეთ. სვით 2 კვირა.
  • აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის თაფლი და ნიახურის თესლი. მიღებული ნარევი საკმაოდ გემრიელია. მიიღეთ 2 კვირის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზი.
  • აიღეთ კედრის გირჩები, დააქუცმაცეთ, დაამატეთ იმავე ოდენობის თაფლი. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დღეში სამჯერ, ორი კვირის განმავლობაში. ეს ნარევი არა მარტო შარდის ბუშტს, არამედ თირკმელებსაც ასუფთავებს.

ქეთევან ბაბალაშვილი, გორი

ოხრახუში საუკეთესო შარდმდენია

დიდი ხანია, გული მაწუხებს, რის გამოც ხშირად მიშუპდება ფეხები. ვსვამდი უამრავ წამალს, მათ შორის - შარდმდენებსაც. მივხვდი, რომ ამდენი ქიმია სიკეთეს არ დამაყრიდა და გადავწყვიტე, მცენარეები მიმეშველებინა, თუნდაც მხოლოდ შეშუპების საწინააღმდეგოდ. მოვიძიე შარდმდენი მცენარეული საშუალებების რეცეპტები, ვსინჯე ნიახურის ძირების ნახარში. თითქოს მშველოდა, მაგრამ დროდადრო ფუროსემიდის მიღება მაინც მიხდებოდა. ერთხელ ახლობელმა ოხრახუშის ნახარში მირჩია. დავუჯერე, თანაც ეფექტის გასაძლიერებლად ოხრახუშს ნიახურიც დავუმატე და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე. კარგა ხანია, შარდმდენი აბების ნაცვლად ოხრახუშის ნახარშს ვიღებ და ფეხები აღარ მიშუპდება. ნახარშს ასე ვამზადებ:

  • ვიღებ 1 სუფრის კოვზ გამხმარ ოხრახუშს - ფოთლებს, ღეროსა და ფესვებს - და ამდენივე ნიახურის ძირებს, ვაქუცმაცებ, ვასხამ 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, წამოვადუღებ, 1/2 საათით ოთახის ტემპერატურაზე ვტოვებ, ვფილტრავ და ვიღებ 2 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ, ჭამის წინ.
  • მიხდება ოხრახუშის თესლის ნაყენიც: 1/2 ჩაის კოვზს ვასხამ 2 ჭიქა ცივ წყალს, ვაჩერებ 8-10 საათს, ვფილტრავ და ვიღებ 2-3 სუფრის კოვზს დღეში სამჯერ.

სესილია ჭონქაძე, თბილისი

დახეთქილ ქუსლებს ასე მოიშუშებთ

რამდენიმე თვის წინ ქუსლებზე კანი დამისკდა და გამიუხეშდა. შემთხვევით პოლიკლინიკაში აღმოვჩნდი და საუბრისას ექთანს სასხვათაშორისოდ ჩემი გასაჭირიც შევჩივლე. მან ეს მეთოდი მასწავლა, რომელმაც სწრაფად მომიშუშა ნახეთქები და კანიც დამირბილა:

  • ძილის წინ დაიბანეთ ფეხები, ქუსლებზე წაისვით სარეცხი საპონი და დილამდე დაიტოვეთ. დილით თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ იმდენი პროცედურა, რამდენიც დაგჭირდებათ.

ნაირა ჩუხრუკაძე, თელავი