დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • აიღეთ 2 წილი მოცვის ნაყოფი, 3 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 3 წილი ასკილის ნაყოფი. დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 4 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 3-4 საათი და გაფილტრეთ.

მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ ერთბაშად. სასურველია, მიიღოთ დღეში, სულ მცირე, 3-ჯერ. მოცვი, ჭინჭარი და ასკილი მდიდარია ნაერთებით, რომლებიც ორგანიზმს ენერგიასა და ამტანობას მატებს, რათა დეპრესიამ ვერაფერი დააკლოს.

რამაზ სანიშვილი, გურჯაანი

გახანგრძლივებული სურდოს მორჩენა ასე შეიძლება

ახალგაზრდობაში ხშირად მეჭედებოდა ცხვირი. თავდაპირველად ეს ბანალური სურდოს ბრალი მეგონა. ასე ფიქრობდნენ სპეციალისტებიც, მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ გაჭედილობა მთელი წელი გრძელდებოდა, ალერგიული რინიტის დიაგნოზი დამისვეს და მკურნალობაც დამინიშნეს. არ ვიცი, მუდმივმა სურდომ და ცხვირის წვეთების ხშირმა გამოყენებამ მავნო თუ რამ, მაგრამ სერიოზულად დამიზიანდა ცხვირის ლორწოვანი გარსი, რამდენიმე ხანში კი ყნოსვაც დავკარგე. ვისაც ეს არ გამოუცდია, ვერაფრით წარმოიდგენს, რას ნიშნავს სურნელის შეგრძნების უუნარობა. დიდი კვლევა-ძიების შემდეგ მივაგენი ერთ შინაურ საშუალებას, რომელმაც ყნოსვა და სიცოცხლის ხალისი დამიბრუნა.

  • აიღეთ 10 გრამი პროპოლისი და 50 გრამი ნაღების კარაქი, 2 საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, გაწურეთ, გააცივეთ, დაამზადეთ მისგან პატარა, ოვალური სანთლები და დილა-საღამოს ნახევარი საათით ტამპონებივით ჩაიდეთ ცხვირში.

ეკა ჭავჭავაძე, თბილისი

თალგამი უბრალო ბოსტნეული როდია

  • მას ხველის საწინააღმდეგო საოცარი თვისებებიც აქვს. ამაში იოლად დარწმუნდებით, თუ გახეხავთ თალგამს და ფენა-ფენად ჩააწყობთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში. თითოეულ ფენას მოაყარეთ 1 საჩაროზე კოვზი შაქარი. ასე შეავსეთ ქილა და 24 საათით დადგით სითბოში, დაახლოებით 20 გრადუსზე.

მიიღეთ დღეში 3-ჯერ, პატარებმა - 1 ჩაის კოვზი, მოზრდილებმა კი 1 სადილის კოვზი.

ზეინაბ როსტიაშვილი, თბილისი

ასაკოვან მამაკაცთა საყურადღებოდ

პროსტატა, წინამდებარე ჯირკვალი, იმდენად მნიშვნელოვანი ორგანოა, რომ მას მამაკაცის მეორე გულსაც კი უწოდებენ, ამიტომ მის სიჯანსაღეზე 40 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა უნდა იზრუნოს. შეგიძლიათ, დაიწყოთ მიწის თხილისა და წაბლისგან დამზადებული წამლით. არაქისის მარცვლები ტაფაზე კარგად მოხალეთ, გააცივეთ, გაფცქვენით და დანაყეთ.

  • აიღეთ 2 სუფრის კოვზი დანაყილი არაქისი და ჩაყარეთ თერმოსში, დაუმატეთ 3 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ტუხტის ფესვი და დაასხით 0,5 ლ მდუღარე რძე. გააჩერეთ თავახდილ თერმოსში 20 წუთი, შემდეგ მჭიდროდ დაახურეთ სახურავი და კიდევ 10 საათი დატოვეთ.

მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20-40 წუთით ადრე. ამის შემდეგ, საღამოს, სასურველია მიირთვათ 1 პატარა თავი ხახვი და 1-2 კბილი ნიორი. მკურნალობის კურსი 10 დღეა. ორკვირიანი შესვენების შემდეგ აუცილებელია კურსის გამეორება.

  • მეორე რეცეპტი კი ასეთია: დააქუცმაცეთ 25 გრამი წაბლის ნაყოფის ქერქი და დაასხით 250 მლ სპირტი. 10 დღით გააჩერეთ სიბნელეში, დროდადრო შეანჯღრიეთ, 10 დღის შემდეგ კი გადაწურეთ.

მიიღებთ თხელ ნაყენს. უნდა დალიოთ დღეში 40-50 წვეთი, განზავებული 2-ჯერ ნაკლები ოდენობის წყალში. იზრუნეთ პროსტატაზე და კიდევ დიდხანს შეინარჩუნებთ მამაკაცურ ხიბლს.

ნოდარ ქირია, თბილისი

ჰიპოტონიის სამკურნალო მცენარეული ნაყენი

უკვე 23 წელია, ხალხური მედიცინა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და საიმოვნებით ვურჩევ სხვებსაც, რაც ამ ხნის განმავლობაში ვისწავლე წიგნებიდან თუ პირადი გამოცდილებით. იმედი მაქვს, ეს წამალი დაეხმარება მათ, ვისაც დაბალი წნევა პრობლემად ექცა.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჩინური ლიმონიკის თესლი, დაასხით 5 სუფრის კოვზი 96-გრადუსიანი სპირტი, გააჩერეთ 7 დღე, გადაწურეთ და მიიღეთ 10 წვეთი, გახსნილი 30 მლ თბილ, გადადუღებულ წყალში, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. საღამოს 6 საათის შემდეგ ნაყენის მიღებას ერიდეთ.

მზია დათეშიძე, გორი

სახსრების ტკივილი სამმაგი ოდეკოლონით დავამარცხე

რამდენიმე წელია, მაწუხებს სახსრების ტკივილი. წინათ გამოდიოდა ე.წ. სამმაგი ოდეკოლონი, რომელიც ძალიან მოუხდა ჩემს სახსრებს. მისგან წამლის მომზადება და გამოყენება მეგობარმა მასწავლა:

  • დაფხვენით 10 აბი ვალიდოლი და ჩაყარეთ სამმაგი ოდეკოლონის ფლაკონში. გააჩერეთ ათი დღით ბნელ, გრილ სათავსში და მტკივან ადგილებზე წაისვით.

გაიოზ ვეკუა, ზუგდიდი