დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

ყაბზობისგან ხეჭრელი გიხსნით

ნაწლავების ქრონიკული დაზიანების გამო დამოუკიდებლად კუჭში გასვლას ვეღარც კი ვახერხებდი. რა აღარ ვცადე - თავდაპირველად თითქოს მშველოდა, მერე კი ორგანიზმი ეჩვეოდა წამალს და კვლავ ახალი საშუალების ძებნას ვიწყებდი. ამ დღეში ვიყავი, როცა ხეჭრელის ჩაის რეცეპტი აღმოვაჩინე:

  • აიღეთ 50 გრამი ხეჭრელის დაქუცმაცებული ქერქი და დაასხით 50 მლ 30%-იანი სპირტი, 5-6 დღე დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 20-40 წვეთი დღეში ერთხელ, ჭამამდე.

მოქმედება ნაყენის მიღებიდან 8-10 საათის შემდეგ იწყება.

გასწავლით მეორე რეცეპტსაც:

  • აიღეთ 3 წილი ხეჭრელის ქერქი, 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი და 1 წილი ფარსმანდუკის ბალახი, ამ მცენარეთა 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 15 წუთი, გააცივეთ და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა ძილის წინ როგორც ქრონიკული შეკრულობის, კოლიტისა და ენტეროკოლიტის დროს.

ამ მცენარის დიდხანს მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, ამასთან, იგი, სხვა საშაულებათა მსგავსად, იწვევს შეჩვევას, ამიტომ სასურველია, 1 თვის შემდეგ ის სხვა წამლით შეცვალოთ.

ომარ ნიორაძე, თბილისი

პილპილი მხოლოდ სანელებელი როდია

პილპილს, იმავე შავ წიწაკას, რომელიც ქართული კერძების განუყოფელი და აღიარებული ინგრედიენტია, მხოლოდ საუცხოო არომატისგამო როდი აფასებენ - ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ის მდიდარია ვიტამინებით და სამკურნალო თვისებებიც აქვს. მაგალითად, შავი პილპილით შესაძლებელია დათრგუნვილი განწყობის გამოკეთება.

  • ამისთვის საკმარისია, 2 ჩაის კოვზი ჩაყაროთ 2 სადილის კოვზ ნატურალურ თაფლში და კარგად აურიოთ, შემდეგ დაასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი და ნახევარი საათი ადუღოთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგათ, კიდევ ნახევარი საათი გააჩეროთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში და გადაწუროთ.

მიიღეთ დღეში ორჯერ. მკურნალობის კურსი 10 დღეა. სვით ეს ნაყენი და დეპრესია ვეღარ მოგერევათ.

ქეთევან შალამბერიძე

მშრალ ხველას ძირტკბილას ნაყენი უხდება

მშრალ ხველას ბევრი უჩივის. მისი მიზეზი შეიძლება იყოს ანთება, ტრავმა, ინფექცია და ალერგიული რეაქცია. მშრალი ხველა, მიზეზის კვალობაზე, რამდენიმე დღიდან 2-3 თვე და მეტიც შეიძლება გაგრძელდეს. მე ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ორ კვირაზე მეტხანს გამიგრძელდა. მას ძირტკბილას ფესვების ნაყენით მოვერიე. გთავაზობთ რეცეპტს:

  • აიღეთ ძირტკბილას ფესვი, დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაგრილებამდე და დღეში 3-ჯერ მიიღეთ. მკურნალობის კურსი 3-4 დღეა. თუ არ დაიზარებთ, შესამჩნევ შვებას იგრძნობთ.

მან, ვისაც დიაბეტი ან ჰიპერტონიული დაავადება აქვს, ძირტკბილას ნაყენის მიღებამდე ექიმის კონსულტაცია უნდა გაიაროს, რადგან ეს მცენარე წნევის მატებას უწყობს ხელს.

ნათელა გოზალიშვილი, გორი

თავის ტკივილს ხურტკმელი დაგიამებთ

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ძლიერი თავის ტკივილის დაამება მედიკამენტების გარეშეც იყო შესაძლებელი.

  • ამ თვისებით განსაკუთრებით კენკრა გამოირჩევა. მე, მაგალითად, მეგობრის რჩევით, ხურტკმლის მურაბა მოვხარშე და საკმარისია, თავის ტკივილი ამივარდეს, რომ მაშინვე ხურტკმლისმურაბიან ჩაის ვსვამ და 10 წუთში ტკივილი უკვალოდ ქრება.

გარდა ამისა, ხურტკმელი აძლიერებს ნაწლავების მუშაობას და მთელი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდასაც უწყობს ხელს.

ირინე მაისურაძე